X
GOGA.TV
მამაკაცური ღალატის ანთოლოგია - ანუ ვინ, როგორ და რატომ ღალატობს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • მამაკაცური ღალატის ანთოლოგია - ანუ ვინ, როგორ და რატომ ღალატობს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    მო­დით მა­მა­კა­ცუ­რი ღა­ლა­ტის პრინ­ცი­პებ­ზე, მი­ზე­ზებ­ზე და შე­დე­გებ­ზე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც ვიმ­სჯე­ლოთ და გა­ვი­გოთ რა აი­ძუ­ლებთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს უღა­ლა­ტონ ერთი შე­ხედ­ვით იდე­ა­ლურ და საყ­ვა­რელ პარტნი­ორს .

    რო­დის ღა­ლა­ტობს ვერ­ძი
    შეყ­ვა­რე­ბულ ვერძს ღა­ლატ­ზე ფიქ­რიც კი ამო­რა­ლუ­რად მი­აჩ­ნია, ამი­ტომ სა­ნამ იგი ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მის­თვის ქალ­თა სქე­სის არ­სე­ბო­ბა გარ­შე­მო ბინ­დით მო­ცუ­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად მა­ნამ, სა­ნამ ვერ­ძი საყ­ვა­რელ ქალს ხე­ლის გულ­ზე ატა­რებს, სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს და მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში ეჭვი არა­ვის უნდა შე­ე­პა­როს. პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ იწყე­ბა, როცა თქვე­ნი მარ­სი­ა­ნე­ლი ბიჭი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსოფ­ლიო-ლა­მაზ­მა­ნე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას აღ­მო­ა­ჩენს და აღ­ნიშ­ნავს. ამი­ტომ დღეს თუ იგი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლით ან ენ ჰე­ტუ­ე­ით და­ინ­ტერსდა, მე­ზობ­ლის ირინ­კამ­დე სულ ორი ნა­ბი­ჯია. ხოლო თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ვერ­ძის­გან­ვე მი­ი­ღებთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად, რო­გორც წესი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ტყუ­ი­ლის თქმა გულ­ზე არ ეხა­ტე­ბათ და დი­დად არც გა­მოს­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ თქვენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წუ­წუ­ნით და ჭკუ­ის სწავ­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბას ჯო­ჯო­ხე­თად არ უქ­ცევთ, ვერ­ძის მხრი­დან ღა­ლა­ტის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. თუმ­ცა თუ მა­ინც ასე მოხ­და, მერ­წმუ­ნეთ ამას პირ­ვე­ლი თა­ვად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ და დი­დად არც იმა­ზე შე­ი­წუ­ხებს თავს, რას იგ­რძნობთ ამ დროს თქვენ, რად­გან ჩათ­ვლის რომ "შეც­დო­მა" ხართ მის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ამ დროს არც კი და­ფიქ­რდე­ბა იმა­ზე, რომ ის ვის­თა­ნაც გი­ღა­ლა­ტათ, შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ, "ორ­მა­გი შეც­დო­მა" აღ­მოჩ­ნდეს მის­თვის.

    რო­დის ღა­ლა­ტობს კურო
    სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ კუ­როს, რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად უწევს გული საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტის­კენ. ამი­ტომ თუკი თქვენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ კუ­როს­თვის იმ "ერ­თა­დერ­თის და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლის" სტა­ტუს­ზე პრე­ტენ­ზი­ას სხვა ქა­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად აცხა­დე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­დან­ვე "სა­თა­და­რი­გო­თა" რი­გებ­ში გა­ნი­ხი­ლავ­და ეს მა­მა­კა­ცი თქვენს კან­დი­და­ტუ­რას. ყო­ვე­ლი­ვე ამის მიხ­ვედ­რას კი დიდი გა­მომ­ძი­ებ­ლო­ბა და შერ­ლოკ ჰოლმსო­ბა სუ­ლაც არ დას­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი მხრი­დან, თუკი მა­მა­კა­ცი კურო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის პერ­სო­ნის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბულ ინ­ტე­რესს არ იჩენს, ასე ვთქვათ "ლუ­პით არ აკ­ვირ­დე­ბა" ამ უკა­ნას­კნე­ლის ქცე­ვებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის სტილს, არ ცდი­ლობს რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბით ჩა­ე­რი­ოს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მო­ი­თხო­ვოს მის­გან გა­მუდ­მე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს რომ მის­თვის ეს ქალი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს არამც და არამც არ წარ­მო­ად­გენს. ამას­თან ერ­თად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ისიც ავღ­ნიშ­ნოთ, რომ კურო მა­მა­კაცს (ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ჩო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით) სუ­ლაც არ ეა­მა­ყე­ბა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, გულ­გა­ტე­ხი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მი­ის ყოლა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. ეს ხომ იმას ნიშ­ნავს, რომ მან ჯერ კი­დევ ვერ შეს­ძლო ეპოვ­ნა ის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­თა­ნაც მშვი­დი, მყუდ­რო ოჯა­ხის შექ­მნა და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა პენ­სი­ის ასა­კამ­დე.

    რო­დის ღა­ლა­ტობს ტყუ­პე­ბი
    არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პე­ბის მხრი­დან კი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მყა­რი არ­გუ­მენ­ტი ეს მისი ხა­სი­ა­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ეჭ­ვო დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბაა. თუკი აქამ­დე იგი, თით­ქმის ყო­ველ დღე გაკ­ვირ­ვებ­დათ სა­კუ­თა­რი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რო­ბით და ნაირ-ნა­ი­რი (ხან­და­ხან არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო) სი­ურპრი­ზე­ბით, სწო­რედ ეს იყო მისი მხრი­დან თქვენს მი­მართ, უდაო სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან ზუს­ტად ამ გზით ცდი­ლობ­და ის, მხო­ლოდ თქვენ­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი. ხოლო თუკი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ იგი სე­რი­ო­ზუ­ლი, ზედ­მე­ტად "ნორ­მა­ლუ­რი" და პა­ტი­ო­სა­ნი გახ­და, ჩათ­ვა­ლეთ რომ მან სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის აფიშ­რე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი აუ­დი­ტო­რია იპოვ­ნა სხვა მან­დი­ლოს­ნის სა­ხით. თუმ­ცა თუ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი სა­ხე­ზეა, ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას მი­ანც ნუ იჩ­ქა­რებთ, რად­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა პრობ­ლე­მა ღა­ლატ­ში კი არა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­დეს, რომ თქვე­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი ტყუ­პი უბ­რა­ლოდ გა­და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი ტა­კი­მას­ხა­რო­ბის­გან და ძა­ლებს იკ­რებს სიმ­შვი­დე­ში, მო­მა­ვა­ლი ტრი­უ­კე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

    რო­დის ღა­ლა­ტობს კირჩხი­ბი
    ტი­პი­ურ კირჩხიბს, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტი საკ­მა­ოდ ძნე­ლად ეხერ­ხე­ბა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მას ძა­ლი­ან უნდა "სა­ნი­მუ­შო მე­ო­ჯა­ხის" როლი რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვად და ამა­ყად ატა­როს. ამას­თან ერ­თად, კი­ბო­ზე უკეთ არა­ვის ეს­მის ღა­ლა­ტით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის არსი და რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა, სხვა­საც მი­ა­ყე­ნოს მსგავ­სი დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა თუკი მა­ინც ისე მოხ­და რომ და­კა­ვე­ბულ კირჩხიბ მა­მა­კაცს, რა­ღაც სა­ში­ნე­ლი, "ფა­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი" და­ე­ჯა­ხა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, სა­წყის ეტაპ­ზე იგი ბევ­რს ინერ­ვი­უ­ლებს და შე­ეც­დე­ბა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი მო­ნა­ხოს და­ნა­შა­უ­ლის ე,წ "Femme fatale"-სთვის გა­და­საბ­რა­ლებ­ლად. სა­ვა­რა­უ­დო ღა­ლა­ტის სიმპტო­მებს კი კი­ბოს მხრი­დან, ამ ცხოვ­რე­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე და ზო­გა­დად ადა­მი­ან­თა მოდ­გმის სი­მუხ­თლე­ზე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­უბ­რე­ბის სიხ­ში­რით მიხ­ვდე­ბით.

    რო­დის ღა­ლა­ტობს ლომი
    ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­აჩ­ნია ნიჭი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტი ოდ­ნავ მა­ინც შე­ნიღ­ბოს, სა­წყის ეტაპ­ზე მა­ინც. ამის მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა, ია­მა­ყოს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­პა­ტიო დიპ­ლო­მი­ვით აუფ­რი­ა­ლოს თვალ­წინ ყვე­ლას ის, თუ რა­ო­დენ ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია მისი მო­რი­გი, "ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა". ღა­ლა­ტის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით თა­ვად რომ არ და­ი­ღა­ლოთ გო­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, თქვე­ნი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ლო­მის რბი­ლად, რომ ვთქვათ "არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის" შე­სა­ხებ. გა­საკ­ვი­რი ამ ფაქ­ტში არც არა­ფე­რია, ლომს ხომ ყო­ველ­თვის ყოფ­ნის ჭკუა, სა­კუ­თა­რი მე­ფურ-არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მტრე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მო­იმ­რავ­ლოს. თუმ­ცა თუკი ოჯახ­ში ანო­ნი­მურ ზა­რებს გა­მოვ­რი­ცხავთ, მო­ღა­ლა­ტე ლო­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა თა­ვა­დაც მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ. და­აკ­ვირ­დით, რაც უფრო ხში­რად იმე­ტებს იგი თქვენს მი­მართ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს, გა­და­რებთ სხვა გა­ცი­ლე­ბით უფრო "სრულ­ყო­ფილ" სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არა­სო­დეს ელე­ვა სა­ჯი­ჯღი­ნო სა­ბა­ბი, დროა გან­გა­შის ზა­რებს ჩა­მოკ­რათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ თქვე­ნი დიდი ფისო სხვა უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რონ­თან არ გა­გე­პა­როთ.

    რო­დის ღა­ლა­ტობს ქალ­წუ­ლი
    სი­მარ­თლე ით­ქვას, მარ­თლაც უნდა მო­ინ­დო­მოს ქალ­მა სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­წუ­ლის­ნა­ირ სტა­ბი­ლურ, ერ­თგულ და მო­ნო­გა­მი­ურ პერ­სო­ნას ღა­ლატ­ზე წას­ვლა აი­ძუ­ლოს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხომ რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის, ფიქ­რის და აწონ-და­წო­ნის შე­დე­გად ირ­ჩე­ვენ, რომ­ლის შემ­დე­გაც ოჯა­ხის დან­გრე­ვის ალ­ბა­თო­ბის რის­კი მი­ნუ­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ ქალ­წულ­მა ღა­ლა­ტი გა­და­წყვი­ტა, ამას იგი ისე გა­ა­კე­თებს, რომ მე­უღ­ლეს შერ­ლოკ ჰოლმსის ჭკუა და ოს­ტა­ტო­ბა დას­ჭირ­დე­ბა მისი მხრი­დან ამ ფაქ­ტის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად. თუკი ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი "იმ ერ­თა­დერ­თს" ცო­ლის მოყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­და­ე­ყა­რა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე იგი მა­ინც უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­რდე­ბა, ისიც თუ მა­ნამ­დე თა­ვად ამ "ერ­თა­დერ­თმა" არ მოს­დო მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მათი რო­მა­ნის შე­სა­ხებ. რაც რა თქმა უნდა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის "ერ­თა­დერ­თის" სტა­ტუ­სის სა­მუ­და­მო ჩა­მორ­თმე­ვით დას­რულ­დე­ბა.

    რო­დის ღა­ლა­ტობს სას­წო­რი
    ქალ­წუ­ლე­ბის მსგავ­სად, სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ღა­ლატ­ში "გა­მო­ჭე­რაც" საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა. ეს იმი­ტომ, რომ მათ ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის თუ ბო­ლომ­დე მარ­თვა არა, კონ­ტრო­ლი მა­ინც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ნამ სა­ნამ იგი მაქ­სი­მა­ლუ­რი სით­ბო­თი და ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რებთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, იგი­ვე მა­ნევ­რებს სხვის "ბუ­დე­შიც" სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებ­დეს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ეს მა­მა­კა­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­სო­დეს ცდი­ლობს "გვერ­დზე სე­ირ­ნო­ბის" ფაქ­ტი გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ვოს და და­მა­ლოს, მისი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ მე­უღ­ლე ხში­რად ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ან სა­ერ­თო­დაც ვერ იგებს. ამა­ში უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სას­წორს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ნიჭი ეხ­მა­რე­ბა.

    რო­დის ღა­ლა­ტობს მო­რი­ე­ლი
    გა­მოკ­ვე­თი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის და მხურ­ვა­ლე ტემ­პე­რა­მენ­ტის გამო, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ ყვე­ლა­ზე ერ­თგულ და მო­ნო­გა­მი­ურ მო­რი­ე­ლებ­საც კი ხში­რად სდე­ბენ ბრალს ღა­ლატ­ში, მათი ეჭ­ვი­ა­ნი ან არ­ცთუ გამ­გე­ბი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი. საქ­მე იმა­შია, რომ მო­რი­ე­ლი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ამი­ტომ დღეს თუ სა­ჩუქ­რე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რებთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა თავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ქა­რიშ­ხა­ლი და საყ­ვე­დუ­რე­ბის ზღვა და­გა­ტე­ხოთ. მოდი და ასეთ ცვა­ლე­ბა­დო­ბას მყა­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მით გა­უ­ძე­ლი. მარ­თა­ლია ბუ­ნე­ბით მო­ნო­გა­მი­ის­კენ უფ­როა მიდ­რე­კი­ლი, ვიდ­რე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ზე­და­პი­რუ­ლი გა­ტა­ცე­ბის­კენ, მაგ­რამ თუ ისე მოხ­და, რომ მო­რი­ე­ლი პარტნი­ო­რის ღა­ლატ­ზე მა­ინც წა­ვი­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იგი, მთელს თა­ვის მოქ­ნი­ლო­ბას, სი­ეშ­მა­კეს და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნარს მის­ცემს გა­სა­ქანს. ამი­ტომ მისი ღა­ლა­ტის ფაქ­ტში გა­მო­ჭე­რა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამას­თან ერ­თად ოჯა­ხის დან­გრე­ვას, რო­გორც წესი მათ ყო­ველ­თვის ურ­ჩევ­ნი­ათ დრო­ზე და რაც მთა­ვა­რია უკ­ვა­ლოდ მო­ი­შო­რონ მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტის ობი­ექ­ტე­ბი, ისე რომ მე­უღ­ლის ყუ­რამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­სო­დეს მი­ვი­დეს.

    რო­დის ღა­ლა­ტობს მშვილ­დო­სა­ნი
    თან­და­ყო­ლი­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მშვილ­დო­სა­ნიც კი (ასე­თი კი ბუ­ნე­ბა­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ი­ძებ­ნე­ბა) ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მი­ნი­მუმ ორ­ჯერ, ან მეტ­ჯერ მა­ინც ეხ­ვე­ვა ე.წ "სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის" ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქტს იგი, რო­გორც ასეთს არც არა­სო­დეს აღი­ა­რებს, რა მოხ­და მერე, თუ ნაც­ვლად მო­რი­გი და­სა­პყრო­ბი მწვერ­ვა­ლი­სა ხელ­ში ჯო­მო­ლუნ­გმა კი არა მა­ინც და მა­ინც "ის" შერ­ჩა? . თუმ­ცა თუ ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბით, ხმე­ბი მის მიერ და­გეგ­მი­ლი მო­რი­გი "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ექ­სპე­დი­ცი­ის" შე­სა­ხებ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნამ­დეც წარ­მა­ტე­ბით მო­აღ­წევს, რად­გან მო­ლაყ­ბე მშვილ­დო­სა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უმ­ხელს რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს მო­რი­გი გმი­რო­ბის ჩა­სა­დე­ნად მზად­ყოფ­ნის ამ­ბავს.

    რო­დის ღა­ლა­ტობს თხის რქა
    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­მა­ვა­ლი ოჯა­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას, პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ცო­ლის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ად­გენს და ზო­გა­დად ქორ­წი­ნე­ბის ფაქტს, ისე უყუ­რებს რო­გორც წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მო­რიგ ბიზ­ნეს-პრო­ექტს, მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქარ­ბორ­ბა­ლა­სა­ვით შე­მოჭ­რი­ლი სა­ბე­დის­წე­რო სიყ­ვა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, თავს თუ სრუ­ლად არა მთე­ლი 80% კარ­გავს. მო­ღა­ლა­ტე თხის რქის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა კი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა, იმი­ტომ რომ თან­და­ყო­ლი­ლი სი­ჯი­უ­ტის გამო, იგი ერთი-მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით დგამს მცდარ ნა­ბი­ჯებს, იმის იმე­დით რომ მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და სა­ხე­ლის პატ­რონს, აქამ­დე ოფი­ცი­ა­ლურ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უპი­რო­ბოდ გა­უ­გებს და აპა­ტი­ებს.

    რო­დის ღა­ლა­ტობს მერ­წყუ­ლი
    მას რო­გორც წესი არაფ­რის და­მალ­ვა არ უყ­ვა­რას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მა­ინც აი­ძუ­ლებს ამას, თავს საკ­მა­ოდ არა­კომ­ფორ­ტუ­ლად და მო­უს­ვენ­რად გრძნობს. გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მერ­წყულ მა­მა­კაცს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვე­რას­დროს ანი­ჭებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხომ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა აიყ­ვა­ნო კონ­ტროლ­ზე, რო­გორ­მე ცო­ლის ყუ­რამ­დე რომ არ მი­ვი­დეს ინ­ფორ­მა­ცია ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ. ტი­პი­ურ მერ­წყულს, კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად ღლის და ძა­ბავს. თუმ­ცა ხან­და­ხან, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა, მა­ინც აი­ძუ­ლებს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს "გვერ­დზე გა­ი­ხე­დოს", ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ახა­ლი ნაც­ნო­ბი, ძვე­ლებს და უკვე მო­ბეზ­რე­ბუ­ლებს სა­ერ­თოდ არ ჰგავს. მარ­თა­ლია ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იგი საკ­მა­ოდ მალე დგე­ბა, მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე და აღი­ა­რებს, რომ აფ­სურ­დუ­ლია და­ე­დევ­ნო ცაში მო­ლივ­ლი­ვე თეთრ წე­როს, მა­შინ როცა სახ­ლში მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი" გი­ზის გა­ლი­ა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მერ­წყუ­ლის გვერ­დზე გა­სე­ირ­ნე­ბე­ბი, რო­გორც წესი ხან­მოკ­ლე და აფ­სო­ლუ­ტუ­რად უწყი­ნა­რია.

    რო­დის ღა­ლა­ტობს თევ­ზე­ბი
    თუკი თქვენ თევ­ზი მა­მა­კა­ცი გიყ­ვართ, ეს იმას ნიშ­ნავს რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გიყ­ვარ­დეთ მისი ოც­ნე­ბე­ბიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა და­შავ­დე­ბა იმით თუ თქვენ, ასე­ვე შე­იყ­ვა­რებთ მის ოც­ნე­ბებს, სხვა ქა­ლის მი­მართ? თევ­ზი მა­მა­კა­ცი, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ იგი იძუ­ლე­ბუ­ლია ( ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, მას უბ­რა­ლოდ "შე­მო­ე­ღა­ლა­ტე­ბა" ხოლ­მე პარტნი­ო­რი) გი­ღა­ლა­ტოთ, აუ­ცი­ლებ­ლად იდარ­დებს იმ სა­კი­თხზე, რო­გორ გა­უ­გებს ეს ორი, ანუ თქვენ და "ის" ერ­თმა­ნეთს, იგი შე­ეც­დე­ბა იოც­ნე­ბოს იმა­ზე, რომ თქვენს შო­რის მხურ­ვა­ლე, ქა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და კვი­რა­ო­ბით აქ­ტი­უ­რად ივ­ლით სტუმ­რად ერ­თმა­ნეთ­თან ჭიქა ყა­ვა­ზე სა­ჭო­რა­ოდ. თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ მის მიერ ჩა­ფიქ­რე­ბულ ერთი შე­ხედ­ვით უზო­მოდ ჰუ­მა­ნურ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სცე­ნარს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი თევ­ზი სუ­ლაც მე­სა­მეს მო­ძებ­ნის ან უბ­რა­ლოდ ვის­კის ბოთლს და­უ­მე­გობ­რდე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    159 ნახვა
    13-11-2020, 00:12