X
GOGA.TV
15 ნოემბერს ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ნანატრი ცვლილებები ელით და ისინი, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
  • 15 ნოემბერს ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ნანატრი ცვლილებები ელით და ისინი, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

    წელიწადში 12 ახალმთვარეობა გვაქვს და თითოეული გარკვეულ მოთხოვნებსა და მითითებებს გვიყენებს. ჩვენ კი ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ცოდნასა და გამოცდილებას ვიგროვებთ. წელს გვქონდა 13 ახალმთვარეობა, უჩვეულოა, მაგრამ ხდება ხოლმე.


    15 ნოემბერს, 9:08 საათზე მომდევნო ახალმთავრეობას ვეგებებით. ახალმთავრეობის დროს მზე და მთვარე ერთ წერტილში ერთდება. ნულდება წინა ახალმთავრეობის (ამჯერად იყო სასწორში. ჩვენგან მოითხოვდა დიპლომატიას, კომპრომისის გამონახვას, საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებში ჰარმონიული დამოკიდებულების შენარჩუნებას) პროგრამა და იწერება ახალი. ახლა ახალმთავრეობა მოითხოვს, რომ მორიელისებურად ვიმოქმედოთ. მის გავლენას მეტ-ნაკლებად ყველა იგრძნობს. მორიელი წყლის მეორე ნიშანია. წყალი კი ემოციებია. ემოცია და აღქმა იქნება გამძაფრებული. ისევე როგორც წყალი (ორთქლი, რუ, ყინული, ჩანჩქერი, ოკეანე და ჭაობიც კი), ემოციებიც სხვადასხვანაირია, წყლის სიღრმესავით ისიც დაფარულია, ღრმა და ხშირად, ემოციებს აყოლილ ადამიანს უჭირს მოვლენების სწორად შეფასება, სწორი დასკვნების გამოტანა.


    მორიელი ფსიქოლოგიური ნიშანია და აქვს უნარი საკუთარი თავიც და გარშემო მყოფებიც მართოს, თუნდაც ემოციებით. 15 ნოემბრიდან ადამიანებში მოიმატებს ტრანსფორმაციის, გარდასახვის სურვილი. ნათლად დაინახავთ, ადამიანები მორიელისებურად იმოქმედებენ. სხვათა შორის, მორიელის პერიოდში, ისტორიას თუ გადავხედავთ, ხშირად ხდებოდა რევოლუციები, ადამიანებს სურდათ, ძველის დანგრევა და უმძაფრდებოდათ განახლების სურვილი. თავად მორიელიც მუდმივად ბრძოლაშია საკუთარ თავთანაც კი. მას სურს სამყაროს შეცვლა, მაგრამ სანამ საკუთარ შინაგან სამყაროს არ გაიცნობს და დაუმეგობრდება, სანამ საკუთარ თავში არ მოახდენს შინაგან ტრანსფორმაციას, ცხოვრებაში ერთი და იმავე გაკვეთილი ხშირად გაუმეორდება.



    ახლა ისევ ახალმთვარეობის დღეს მივუბრუნდეთ. პლანეტა მარსი, რომელიც 65 დღე რეტროგრადული იყო, 14 ნოემბერს ასწორებს სვლას. ამ პერიოდამდე შეფერხებით მიმდინარეობდა მოვლენები ჩვენს სოციალურ და პირად სფეროებში, ახლა ბევრი ამოისუნთქავს, მოქმედების, აქტიურობის, სასურველისკენ სწრაფვის შესაძლებლობა მიეცემა. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნოემბრის ბოლო დღეს მთვარის დაბნელებას ველოდებით და ეცადეთ, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ 16-26 ნოემბრის პერიოდი თქვენი მიზნების განსახორციელებლად. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების, დოკუმენტების გასაფორმებლად; საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, უძრავი ქონების შესაძენად; ახალი საიტის ასამუშავებლად ან პროექტის დასაწყებად და ა.შ.


    27 ნოემბრიდან დაბნელების ფაზაში შევდივართ (ეს პერიოდი - დაბნელებების დერეფანი 17 დეკემბრამდე გაგრძელდება). თუმცა, ზოგიერთი, ზედმეტად მგრძნობიარე, მოვლენებს ერთი კვირით ადრეც შეიგრძნობს. იყავით დაკვირვებული მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებისას, დაბნელების ფაზაში ნუ გაიკეთებთ გეგმიურ ოპერაციებს, არ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. გაფრთხილდით როგორც მძღოლები, ასევე ფეხით მოსიარულეები. გაუფრთხიდით საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. დაბნელებებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ კიდევ შეგახსენებთ.


    ახალმთვარეობამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. მოიცილეთ ემოციური და მატერიალური ვალები. პლუს-მინუს 2 დღის განმავლობაში მომატებულია ემოციურობა, არ გადაიტვირთოთ, არც ფიზიკურად და არც გონებრივად. მოერიდეთ სტესულ სიტუაციებს, კუჭის გადატვირთვას. ზოგიერთებს ახალმთვარეობაზე აღენიშნება თავის ტკივილი და გაფრთხილდით.


    ახალმთვარეობამდე დაფიქრდით, რა ითხოვს შეცვლას, რა მოძველდა, რა აღარ გახარებთ. 10-15 წუთით ადრე აანთეთ სანთელი, იყავით სამყაროს მადლიერი ყველაფრისთვის, რაც უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ წარსულში ტოვებთ ყველაფერს, რაც არ გსურთ თან წაიყოლოთ. ნუ იქნებით აგრესიული და მომთხოვნი, იყავით მშვიდი და გააზრებული. ნუ ევაჭრებით სამყაროს, მან უკეთ იცის თქვენი ზრახვების შესახებ. ახალმთვარეობის წუთებში, ჯადოსნური დრო ერთ საათამდე გრძელდება, ჩამოაყალიბეთ რისი მიღება გსურთ, რომ მიიღოთ მთვარის ამ პერიოდში. სურვილი უნდა იყოს კონკრეტული, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თქვენთვის, მაგრამ არ დააზარალოთ სხვა თქვენი მოთხოვნით.


    მომდევნო ახალმთვარეობა გველოდება 14 დეკემბერს, მშვილდოსნის 24 გრადუსში, მაგრამ ეს არ იქნება უბრალო ახალმთვარეობა, მას დაემატება მზის დაბნელება. ნოემბრის ახალმთვარეობაზე დაფიქრდით, რა უნდა გააუმჯობესოთ თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოიმატებს პრეტენზიები ერთმანეთთან. ახლა ვენერა - სიყვარულის და ფულის პლანეტა - სასწორის ჰარმონიულ ნიშანშია, მაგრამ 21 ნოემბერს იგი მორიელს ესტუმრება და დაძაბულობა და ემოციურობა პიკს მიაღწევს, უმართავი გახდება. განსაკუთრებული დღეა 27 ნოემბერი, როცა ვენერა ცუდად უპირისპირდება მოულოდნელობების პლანეტა ურანს. ადამიანებს მოუნდებათ ცვლილებები, გათავისუფლება, რევოლუციები. გირჩევთ, ურთიერთობები, რომლებიც ახლა გაქვთ და გეძვირფასებათ, შეინარჩუნოთ, პერიოდული უსიამოვნებები მალე გაივლის. გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, რათა კიდევ უფრო გაამყაროთ კავშირი და გააგრძელეთ ბედნიერი თანაცხოვრება.


    ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 12-18 ნოემბრის პერიოდში ნანატრი ცვლილებები ელით. იშრომეთ, გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების და აუცილებლად გაგიმართლებთ. დაკვირვება გმართებთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენებისადმი ადამიანებს, რომლებიც 10-16 მაისის შუალედში დაიბადეთ. თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, ენდეთ ინტუიციას. სიფრთხილე და გააზრებულობა დასჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 9-15 თებერვალში და 12-18 აგვისტოს პერიოდში, ახალმთვარეობა ცხოვრებისეულ გამოცდებს გპირდებათ. ნუ შეშინდებით, სირთულეების გადალახვა კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. ადამიანებს, რომელიც დაიბადნენ 11-17 იანვრის, 10-16 მარტს, 12-18 ივლისში და 12-18 სექტემბრის პერიოდში განდება დაგეხმარებათ, ჰარმონიულად გაუმკლავდეთ ცვლილებებს, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თემებს. თუ გაქვთ პირადი ასტროლოგიური რუკა და იცით რომელ სახლში ხვდება ახალმთვარეობის გრადუსი (მორიელის 24-ე გრადუსი) ან თუ ნატალურ რუკაში პლანეტები მორიელის 21-27 გრადუსის შუალედში გყავთ განლაგებული. ამ შემთხვევაში ახალმთვარეობა განსაკუთრით მნიშვნელოვანია თქვენთვის და გულხელდაკრეფილი ვერ იჯდებით.

    ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება უღიმღამო იქნებოდა, ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!

    წყარო: intermedia.ge
    6 169 ნახვა
    13-11-2020, 23:15