X
GOGA.TV
ორკვირიანი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა გელით 15 ნოემბრიდან მთვარის კალენდრის მიხედვით
  • ორკვირიანი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა გელით 15 ნოემბრიდან მთვარის კალენდრის მიხედვით

    15 ნო­ემ­ბერს 9:08 სა­ათ­ზე ახალმთავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ელ­ში. თი­თო­ე­უ­ლი ნიშ­ნის გავ­ლე­ნით ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მი­სია გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას ვე­ლით სამ­ყა­როს­გან. არც ეს ახალმთავ­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მომ­დევ­ნო ახალმთავ­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 14 დე­კემ­ბერს, მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში, მაგ­რამ ჯერ მო­რი­ე­ლის თე­მე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მზად უნდა ვი­ყოთ სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. ის, თუ რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ ან იცით, სად მდე­ბა­რე­ობს თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტი, გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს მისი, თქვე­ნი მთვა­რი­სა და მზის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

    ვერ­ძი
    ნო­ემ­ბრის ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა შემ­დე­გი თე­მე­ბი: ფი­ნან­სე­ბი, რე­სურ­სე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლურ-მო­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­გი­წი­ონ დახ­მა­რე­ბა ამ სფე­რო­ე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად. გაქვთ შან­სი, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რაც აქამ­დე მძი­მე ტვირ­თად გაწ­ვათ, ვა­ლე­ბის­გა­ნაც კი. იგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას და შეძ­ლებთ მისი და ძა­ლის გა­მოვ­ლე­ნას კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. დიდ კო­ლექ­ტივ­საც უხელ­მძღვა­ნე­ლებთ. მე­ტად მო­გე­მა­ტე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა. უცხო­ე­ბიც კი წა­გეშ­ვე­ლე­ბი­ან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

    კურო
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი. თა­ვა­დაც გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ და­ა­რე­გუ­ლი­როთ მათ­თან კავ­ში­რი. გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მოთ­ქვან თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა.

    ტყუ­პი
    სამ­სა­ხუ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თქვენ­თვის. ნუ შე­შინ­დე­ბით, დროც საკ­მა­რი­სი გექ­ნე­ბათ და ენერ­გი­აც, რომ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. უსი­ა­მოვ­ნო საქ­მე­ებ­საც კი სი­ხა­რუ­ლით მი­უბ­რუნ­დე­ბით და ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვანთ. აუს­რუ­ლეთ ახ­ლობ­ლებს და­ნა­პი­რე­ბი. თუ მო­ინ­დო­მებთ, გა­ი­უ­ჯო­ბე­სებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. არის შან­სი, რომ მი­აგ­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს ან სპე­ცი­ა­ლიტს.

    კირჩხი­ბი
    15 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას, საყ­ვა­რელ ჰო­ბის. ხში­რად ისე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში, შეხ­ვდით თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებს, დატ­კბით სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით. მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი კომ­ფორ­ტი შე­იქ­მე­ნით. ბავ­შვე­ბი გა­გა­ხა­რე­ბენ, და­უთ­მეთ მათ თქვე­ნი დრო; მათ­თან ერ­თად გა­ერ­თეთ. ზო­გი­ერ­თი და­ფეხ­მძი­მე­ბას გა­და­წყვეტს ან გა­ი­გებთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. იყა­ვით მონ­დო­მე­ბუ­ლი, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს შეყ­ვა­რე­ბულ­თნ. ხოლო თუ ასე­თი ჯერ არ გყავთ, არის შან­სი, რომ შეხ­ვდეთ.

    ლომი
    ახალმთვა­რე­ო­ბა მო­რი­ელ­ში მი­გი­თი­თებთ, რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ოჯახს. შე­ას­რუ­ლოთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ად­ვი­ლად გა­მო­გი­ვათ ის, რაც ადრე არ გა­მოგ­დი­ო­დათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­მონ­ტი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან, სა­ო­ჯა­ხო დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლის­თვის რა­ღაც შე­ი­ძი­ნოს ან სუ­ლაც ბი­ნის მი­სა­მარ­თი შე­იც­ვა­ლოს. ერთი სი­ტყვით, მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სახ­ლს და მას­თან და­კავ­სი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

    ქალ­წუ­ლი
    ურ­თი­ერ­თო­ბა, ინ­ფორ­მა­ცია, მი­მო­წე­რა, გა­და­ად­გი­ლე­ბა ახლო მან­ძილ­ზე, ბუ­ღალ­ტე­რია და ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. ახ­ლობ­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან, რომ უკეთ წარ­მარ­თოთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი, მო­აგ­ვა­როთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა იყი­დოთ ან გა­ყი­დოთ მან­ქა­ნა. სა­სი­კე­თოდ მოგ­ვარ­დე­ბა და-ძმებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. დროა, ჩა­ა­ბა­როთ სა­ბუ­ღალ­ტრო დო­კუ­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის შეს­წავ­ლა და­ი­წყოთ, რის მი­მარ­თად ადრე ინ­ტე­რე­სი გქონ­დათ.

    სას­წო­რი
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ან თა­ვად გა­გიჩ­ნდეთ სურ­ვი­ლი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხი. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს შე­დეგს იმ საქ­მის­თვის, რაც ადრე ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. 15 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მი­ი­ღებთ ფულს (მო­უ­ლოდ­ნელ­საც კი). მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ის, რე­სურ­სე­ბის გა­ძი­ე­რე­ბას. ზო­გი­ერ­თი მე­ტად და­ა­ფა­სებს სა­კუ­თარ თავს და ცოდ­ნას. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­როთ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

    მო­რი­ე­ლი
    თქვენ ახლა მთა­ვარ როლ­ში ხართ, რად­გან ახალმთავ­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა. მე­ტად იგ­რძნობთ, რომ სურ­ვი­ლი გაქვთ გამ­ზევ­დეთ, გა­მო­ავ­ლინთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ზო­გი­ერთს გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­რეგ­ნო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ძალა და ენერ­გია გაქვთ და ეცა­დეთ, იყოთ ლი­დე­რი, პირ­ვე­ლი. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ცოდ­ნა, ნიჭი, რომ მე­ტად შე­გამ­ჩნი­ონ გარ­შე­მო მყო­ფებ­მა. სხვა­თა შო­რის, 15 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გან­წყო­ბაც საგ­რძნობ­ლად გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოს­თან იქ­ნე­ბა კავ­შირ­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­მომ­ჟღავ­ნდეს ის, რაც ადრე არ გსურ­დათ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის გეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. შე­იძ­ლე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში მო­გინ­დეთ ჩრდილ­ში დგო­მა, მე­ტად - დას­ვე­ნე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა. ზო­გი­ერ­თი იზო­ლა­ცი­ა­ში ამ­ჯო­ბი­ნებს ყოფ­ნას. მო­ი­წეს­რი­გეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ცა­ვით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­ლან­სი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზონ მის­თვის შო­რე­ულ მხა­რე­ში ან გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ. ახა­ლი საქ­მე­ე­ბი და­ი­წყეთ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ. მა­ნამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლდით ყვე­ლა უსარ­გებ­ლო ტვირ­თის­გან.

    თხის რქა
    კარ­გი ახალმთვა­რე­ო­ბა გე­ლო­დე­ბათ. ის მო­გი­ტანთ აღი­ა­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბას. გა­ი­მარ­ჯვებთ იმ საქ­მე­ში, რა­საც შე­ჭი­დე­ბუ­ლი იყა­ვით. პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბით იმ სო­ცი­ა­ლურ წრე­ში, სა­დაც ტრი­ა­ლებთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რე­ბი. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ონ­ლა­ინ სფე­როს ეხე­ბა (გაქვთ სა­ი­ტი ან ონ­ლა­ინ­ბიზ­ნე­სი), წარ­მა­ტე­ბა გე­ლით. ერთი სი­ტყვით, იაქ­ტი­უ­რეთ, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ.

    მერ­წყუ­ლი
    მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ კა­რი­ე­რას, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას, პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას ანუ, ახალმთვა­რე­ო­ბა ამ სფე­რო­ში გეხ­მა­რე­ბათ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას. თუ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა გსურ­დათ, სარ­ფი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. და­ლაგ­დე­ბა თქვე­ნი ბიზ­ნეს­საქ­მე­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ი­მოქ­მე­დებთ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, კე­თი­ლად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. თუ უკვე მუ­შა­ობთ, სამ­სა­ხურ­ში ახალ პრო­ექ­ტებს უხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ან ჩა­ერ­თვე­ბით ახალ პრო­ექ­ტებ­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. რთულ საქ­მე­ებ­საც მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით.

    თევ­ზე­ბი
    15 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სწავ­ლა. ხელი მო­გე­მარ­თე­ბათ უცხო ენის შეს­წავ­ლა­ში. გა­გიჩ­ნდე­ბათ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი და ამის შან­სიც მო­გე­ცე­მათ. თუ საქ­მე გქონ­დათ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ან იუ­რი­დი­უ­ლი თე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­გი­მარ­თლებთ, ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა. გა­ა­ფორ­მებთ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი მი­ი­ღოს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში. გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    351 ნახვა
    13-11-2020, 23:19