X
GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშანი და დიეტის მიმართ დამოკიდებულება
  • ზოდიაქოს ნიშანი და დიეტის მიმართ დამოკიდებულება

    ის, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ კვე­ბის სა­კი­თხის მი­მართ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ ისი­ნი, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვან თავი ზედ­მე­ტი წო­ნის კო­რექ­ცი­ის სა­კითხს.

    ვერ­ძი
    რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად გა­ნიც­დის ჭარ­ბი წო­ნის სა­კითხს. თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ უსაქ­მუ­რო­ბის გამო მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში, ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის ხარ­ჯზე მა­ლე­ვე ახერ­ხებს ჩვე­უ­ლი ფორ­მე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას.

    კურო
    კუ­როს­თვის ჭარ­ბი წონა ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­აა. გემ­რი­ე­ლად ჭამა მის­თვის მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბის პი­კია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი მა­ინც იწყებს დი­ე­ტას კურო ქალი, პო­დი­უ­მის დე­დოფ­ლის გა­რეგ­ნო­ბამ­დე მა­ინც ვე­რა­სო­დეს აღ­წევს, ან კი რაში ესა­ჭი­რო­ე­ბა მას ეს? კუ­როს მთე­ლი ხიბ­ლი ხომ ფუმ­ფუ­ლა ფორ­მებ­შია.

    ტყუ­პე­ბი
    ვერ­ძის მსგავ­სად, მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თის გამო საქ­მე სა­დი­ე­ტოდ იშ­ვი­ა­თად აქვს. თუ მა­ინც უწევს საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე და­ფიქ­რდეს, ამას უპ­რობ­ლე­მოდ შეს­ძლებს, იმი­ტომ რომ მას მა­ინც სა­ლა­თე­ბით და მსუ­ბუ­ქი სა­უზ­მე­უ­ლით უყ­ვარს წა­ხემ­სე­ბა, დი­ე­ტა კი სხვა რა არის აბა?

    კირჩხი­ბი
    კირჩხი­ბი და დი­ე­ტა, ორი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მცნე­ბაა. ნი­შა­ნი რო­მე­ლიც კუ­ჭით იმარ­თე­ბა, ვე­რა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა იმ ფაქტს, რომ სა­კუ­თარ თავს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა დო­ზი­რე­ბუ­ლად აი­ძუ­ლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­ე­ტას იგი დიდი ტან­ჯვა-წა­მე­ბით ეგუ­ე­ბა.

    ლომი
    ლო­მის­თვის სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, უმ­თავ­რე­სია ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ამი­ტომ ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლას, თუკი მას სა­კუ­თა­რი ორე­უ­ლი სარ­კე­ში ზედ­მე­ტად გა­ნი­ე­რი მო­ეჩ­ვე­ნა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აიყ­ვანს თავს ხელ­ში და სა­უზ­მე­ზე ნაც­ვლად ხი­ზი­ლა­ლი­ა­ნი ბლი­ნე­ბი­სა, კრუ­ა­სა­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

    ქალ­წუ­ლი
    თუ ვინ­მე და­ბა­დე­ბი­დან­ვე ქრო­ნი­კულ დი­ე­ტა­ზე მყო­ფი იბა­დე­ბა, ეს უდა­ოდ ქალ­წუ­ლია. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლე­ბი, იშ­ვი­თად იტან­ჯე­ბი­ან ზედ­მე­ტი წო­ნის და ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ზუს­ტად იმი­ტომ რომ ყო­ველ­თვის იცი­ან რას ჭა­მენ, რო­დის და რო­გორ.

    სას­წო­რი
    სას­წო­რის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა წო­ნის სა­კი­თხში, ტკბი­ლე­უ­ლის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. რო­გორც წესი, ვე­ნე­რას მმარ­თვე­ლო­ბა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, თავს ვე­რა­სო­დეს ეუბ­ნე­ბი­ან უარს ფილა შო­კო­ლა­დის ან ტორ­ტის მოზ­რდი­ლი ნაჭ­რის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე, მა­ში­ნაც კი როცა სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი ცოტა არ იყოს და აფრ­თხობთ.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლი ქა­ლის­თვის წო­ნის პორ­ბლე­მაც და მისი კო­რექ­ცი­ის გზე­ბიც ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­დის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ნიშ­ნულს აღ­წევს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლის სას­წო­რი, მხო­ლოდ იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე რა დო­ნის სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა თა­ვად მო­რი­ე­ლი.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ოპ­ტი­მის­ტი მშვილ­დო­სა­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად უყუ­რებს, მათ შო­რის წო­ნის კო­რექ­ცი­ის სა­კი­თხიც შე­დის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქალი მშვილ­დო­სა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მხი­ა­რულ დროს­ტა­რე­ბა­ზე თა­ვი­სი ხინ­კალ-ქა­ბა­ბე­ბის თან­ხლე­ბით, იშ­ვი­ა­თად იტყვის უარს თუნ­დაც ფორ­მით სა­ჰა­ე­რო ბუშტს ჰგავ­დეს.

    თხის რქა
    ქალი თხის რქის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მკაცრ წეს­რიგს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ წეს­რიგ­ში რაღა თქმა უნდა კვე­ბის სა­კი­თხიც შე­დის. ამი­ტომ თუ არ­სე­ბობს კი­დეც მსგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მა, თხის რქა მას მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ჯი­უ­ტით და და­ჟი­ნე­ბუ­ლი (მე­თო­დუ­რი დი­ე­ტით) აღ­მო­ფხვრავს.

    მერ­წყუ­ლი
    წო­ნის პრობ­ლე­მას ქალი მერ­წყუ­ლი, მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ზო­გადსა­კა­ცობ­რიო კუ­თხით უყუ­რებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, მის­თვის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა სა­ი­მი­სოდ, რომ გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვრის კი­დევ ერთი ულუ­ფა მი­ირ­თვას. მთა­ვა­რი ხომ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბაა. სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლის და­წყე­ბას კი რა უდ­გას წინ?

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზე­ბის­თვის წო­ნის პრობ­ლე­მა­ზე მე­ტად, ამ ცხოვ­რე­ბა­ში ე.წ "ემო­ცი­უ­რი საკ­ვე­ბის" პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქალი თევ­ზი, ხში­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რამ­დე­ნად ჰარ­მო­ნი­უ­ლია მის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი მო­ცე­მულ ეტაპ­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    104 ნახვა
    18-11-2020, 23:26