GOGA.TV
სასამართლომ "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" საჩივარი არ დააკმაყოფილა
  • სასამართლომ "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" საჩივარი არ დააკმაყოფილა

    სააპელაციო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" საჩივარი არ დააკმაყოფილა.

    პარტიები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

    "ევროპული საქართველო" სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას აქციებით გეგმავს, "ლეიბორისტული პარტია" კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

    "ყველა სამართლებრივი გზა გავიარეთ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში მივმართავთ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს. ბოიკოტირებით დაწყებული, ქუჩის აქციებით გაგრძელებული, ეს არის გზა, რომლის გარდა ივანიშვილმა სხვა არ დატოვა,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე.

    "სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რითაც თვითონ სასამართლომ მოახდინა სისტემის დისკრედიტაცია. "ლეიბორისტული პარტია" აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ყველა იმ ვიდეო და აუდიო მასალას, რა სამარცხვინო გაყალებები ხდებოდა უბნებზე, წარვუდგენთ ევროპულ სასამართლოს,"- აცხადებს "ლეიბორისტების" ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.
    116 ნახვა
    19-11-2020, 02:39