GOGA.TV
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს


    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შტატები-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე ქვეყანას "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

    "მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    212 ნახვა
    19-11-2020, 02:45