X
GOGA.TV
"საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება; გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 1 თვეზე
  • "საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება; გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 1 თვეზე

    ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს:

    "ხვალ, 15 ნო­ემ­ბერს, 09:07 წუთ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბაა მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში. ამ მოვ­ლე­ნას თან ერ­თვის ის, რომ ასე­ვე ხვალ, მოქ­მე­დე­ბის პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი 11 სექ­ტემ­ბრი­დან ე.წ. რეტ­როგ­რა­დულ, ანუ უკან­მა­ვალ ფა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რის გა­მოც უამ­რა­ვი შე­ფერ­ხე­ბა-სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში, სწორ­დე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად სა­სი­კე­თო მოვ­ლე­ნად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, მით უფრო ახლა, ამ და­ძა­ბუ­ლი ცის ფონ­ზე.

    ბევ­რმა თქვენ­გან­მა იცის, რომ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი მთვა­რის მზარდ ფა­ზას უნდა და­ამ­თხვი­ოს და 16 ნო­ემ­ბრი­დან, სწო­რედ რომ შე­სა­ბა­მი­სი დროა. შე­ე­ცა­დეთ, რაც ახლო მო­მა­ვალ­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გაქვთ და­სა­წყე­ბი, თვის ბო­ლომ­დე მო­ას­წროთ, რად­გან შემ­დეგ, 30 რი­ცხვში მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვაქვს, ხოლო 14 დე­კემ­ბერს მზის, შე­სა­ბა­მი­სად, დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ში და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, შე­საძ­ლოა დიდი წარ­მა­ტე­ბით არ დაგ­ვირ­გვინ­დეს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ხის წი­ნა­ღო­ბე­ბის ან შე­ფერ­ხე­ბე­ბის წარ­მოქ­მნა, ამი­ტომ, მო­ას­წა­რით. მაგ­რამ თუ ამ ეტაპ­ზე არ ეს­წრე­ბა თქვე­ნი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მა­შინ უკვე 15 დე­კემ­ბრის შემ­დე­გის­თვის სჯობს გა­და­დოთ.

    14 დე­კემ­ბრის მზის დაბ­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა ამ წლის ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა. 2020 წელს 6 დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და, თან ნა­კი­ა­ნი წე­ლიც და­ემ­თხვა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ თხის ქრა­ში მდგო­მი პლა­ნე­ტე­ბის ას­პექ­ტებ­ზე, ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა ბევ­რად რთუ­ლი არა­მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როს­თვი­საც. შემ­დე­გი წელი, (უფრო გა­ზა­ფხუ­ლი­დან) მე­ტად იმე­დის­მომ­ცე­მია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამი­ტომ, უნდა გა­ვუძ­ლოთ!

    წყარო: marao.ge
    136 ნახვა
    20-11-2020, 00:35