X
GOGA.TV
კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი სასულიერო პირი - 43 წლის ბერი
  • კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი სასულიერო პირი - 43 წლის ბერი

    დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა დღესასწაულზე, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი).
    ▪️ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
    35 ნახვა
    21-11-2020, 10:14