X
GOGA.TV
ისტორიაში ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი
  • ისტორიაში ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი

    დღეს არსებული პოლიტიკური სურათის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ "ქართული ოცნება" იქნება წარმოდგენილი.

    ოპოზიციის არარსებობისა და დეპუტატების რაოდენობის სიმცირის გამო მმართველი პარტია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს, მათ შორის ისეთებისაც, რომელთა მიღებისთვის, კონსტიტუციის მიხედვით, ოპოზიციის ხმებია აუცილებელი, ეს კი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შექმნის და რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება.

    საინტერესო პროცესები მას შემდეგ დაიწყება, რაც ოპოზიცია ოფიციალურად იტყვის უარს მანდატებზე და ქართული ოცნების 90 მანდატი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტი იქნას ცნობილი ლეგიტიმურად, - ამბობს კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია.

    იმ შემთხვევაში, თუ ოთხი კვირის განმავლობაში პარლამენტი ვერ დაამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნების თარიღი, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

    სწორედ ამიტომ, კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეყოლება ყველაზე ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

    ავტორი: ნინო ღვედაშვილი
    39 ნახვა
    21-11-2020, 10:20