X
GOGA.TV
სოციალურ ქსელში გავრცელდა ბიულეტენების ფოტოები, რაზეც "ქართული ოცნების" ლიდერი წინასწარ საუბრობდა
  • სოციალურ ქსელში გავრცელდა ბიულეტენების ფოტოები, რაზეც "ქართული ოცნების" ლიდერი წინასწარ საუბრობდა

    სოციალურ ქსელში გავრცელდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენის ფოტოები წარწერით: "ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა."

    ფოტოების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომ "დესტრუქციული ოპოზიციის" ლიდერებმა მხარდამჭერებს ასეთი დავალება მისცეს.

    "ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი, ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ."- აცხადებდა მამუკა მდინარაძე.
    71 ნახვა
    21-11-2020, 10:40