X
GOGA.TV
  • დღეს საარჩევნო აქტივობა საკმაოდ დაბალია

    უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. ქუთაისში კი ამ დროისთვის, სულ 25 866 ადამიანი მივიდა უბანზე, რაც პროცენტულად 16,69%-ია.

    #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის ოლქში ამ დროისთვის სულ 4 საჩივარია შესული.

    "17:00 საათისთვის სულ 25 866 ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბანზე, რაც პროცენტულად 16,69%-ია. რაც შეეხება საჩივრებს ამ დროისთვის სულ შემოსულია 4 საჩივარი და საჩივრების ავტორია საია. საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება,"-აღნიშნა ლარინა ლალიაშვილმა.
    66 ნახვა
    21-11-2020, 10:47