X
GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით - რას უნდა ელოდეთ პლანეტებისგან?
  • ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით - რას უნდა ელოდეთ პლანეტებისგან?

    დე­კემ­ბერ­ში ზო­გი­ერ­თი პლა­ნე­ტა გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბის­თვის გვამ­ზა­დებს და პირ­ვე­ლე­ბი იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან. ისი­ნი და­ტო­ვე­ბენ თხის რქის ნი­შანს და მერ­წყულ­ში გა­დაბ­რძან­დე­ბი­ან. ვირ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ქვეყ­ნებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის - აი, ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი და თე­მე­ბი, რა­საც უნდა ვე­ლო­დოთ.

    ტალ­ღის ქიმ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან მერ­წყუ­ლე­ბი . ეს ზო­დი­ა­ქის ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი ნი­შა­ნია. ამ ნიშ­ნით და­ი­ბა­და ყვე­ლა­ზე მეტი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი და მეც­ნი­ე­რი.

    19 დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლა მერ­წყუ­ლის (სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი) ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი. ყველ­გან, ყვე­ლა სფე­რო­ში მო­გინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა.

    11-12 დე­კემ­ბერს ცაზე მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და­ვენ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, მა­მას. ქა­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად შე­ა­ფა­სონ ქმა­რი, ქორ­წი­ნე­ბა, გან­ქორ­წი­ნე­ბა. გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნონ პო­ტენ­ცი­ურ საქმროს.

    14 დე­კემ­ბრის ახალმთვა­რე­ო­ბა მშვილ­დოს­ნებს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ჰპირ­დე­ბა. თქვენს ცხოვ­რე­ბას მეტი ნა­თე­ლი ფერი შე­ე­მა­ტე­ბა. შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბის სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­წყე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ან თა­ვად შე­იც­ვა­ლოთ, ან გა­რე­მო თქვენ გარ­შე­მო. თავ­ში მო­გი­ვათ ახა­ლი იდე­ე­ბი. 15-ში სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა და გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ რო­გორც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი სფე­რო.

    10 დე­კემ­ბრი­დან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ელით კუ­რო­ებს, სას­წო­რებ­სა და მო­რი­ე­ლებს . ვე­ნე­რა პლუ­ტო­ნის ას­პექ­ტი მოგ­ცემთ შანსს, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კურ­სი და ფი­ნან­სუ­რი სფე­რო. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სიმ­პა­თის ობი­ექ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი უპა­სუ­ხოა. შე­გეც­ვა­ლოთ ბან­კი, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია.

    კუ­რო­ებს ცვლი­ლე­ბე­ბი ელით სხვა ადა­მი­ა­ნის - საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის - ინი­ცი­ა­ტი­ვით. მშვი­დად გა­ივ­ლით იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც ადრე კრი­ზი­სად მო­გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ.

    სას­წო­რებს ფი­ნან­სურ სფე­რო­ში ელით ცვლი­ლე­ბა. კო­რექ­ტი­ვებს შე­ი­ტანთ ხარ­ჯში, შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოთ სა­მემ­კვიდ­რეო სია, ინ­ვეს­ტი­ცი­ის სფე­რო ან სუ­ლაც სარ­ფი­ა­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა.

    მო­რი­ე­ლებს ტრანსფორ­მა­ცია შე­ე­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბას. კარ­გი პე­რი­ო­დია იმი­ჯის შე­საც­ვლე­ლად, ახა­ლი სტი­ლის მო­სა­ნა­ხა­ვად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თოს. შე­გეც­ვლე­ბათ მო­საზ­რე­ბა სიყ­ვა­რულ­ზე, პარტნი­ორ­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ზე.

    21-25 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი და პლუ­ტო­ნი წა­ე­ჩხუ­ბე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. რა­საც ყვე­ლა­ზე მძაფ­რად ვერ­ძე­ბი შე­იგ­რძნო­ბენ. ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით - ან უნდა შეც­ვა­ლოთ, ან მო­ი­ცი­ლოთ არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ან წა­ა­გოთ.

    იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როთ და­ნა­კარ­გე­ბი, წა­გე­ბა. ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, ის, რაც წა­სას­ვლე­ლია, თქვენ­თან მა­ინც დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ბო­და. მი­მარ­თეთ ენერ­გია სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი და თა­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლდით ძვე­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბის­გან. გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თე­ბის­გან, რას­თა­ნაც ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­კავ­ში­რებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ბეზ­რე­ბელ სა­მუ­შა­ოს და­ა­ნე­ბოს თავი. ზოგ­მა კი შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი სახ­ლი და­ან­გრი­ოს, ახა­ლი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და მე­ტად ლა­მა­ზი რომ აა­შე­ნოს.

    25 დე­კემ­ბერს ცვლი­ლე­ბე­ბი ელით კი­დევ სამ ნი­შანს: ტყუპს, ქალ­წულ­სა და თხის რქას . გო­ნე­ბის მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტად მერ­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის პლა­ნე­ტა ურანს და­უ­მე­გობ­რდე­ბა, რაც მო­გი­ტანთ ახალ იდე­ებს, ახალ მე­გობ­რებს. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­სე­ირ­ნოთ თქვენ­თვის აქამ­დე უც­ნობ ად­გი­ლებ­ში. აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი ფილ­მი, წიგ­ნი. ცხოვ­რე­ბა შე­გიც­ვა­ლოთ ერ­თმა ზარ­მა, წე­რილ­მა, შეხ­ვედ­რამ.

    27-28 დე­კემ­ბერს მზი­სა და ურა­ნის და­მე­გობ­რე­ბის გამო ცხოვ­რე­ბის შავ ფონს მო­ი­ცი­ლე­ბენ ლო­მე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი . თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა სწრა­ფად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. იქ, სა­დაც იყო ყრუ კე­დე­ლი, ფარ­თე კარი გა­იჭ­რე­ბა. მო­რი­ე­ლებს მი­ე­ცე­მათ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­რე­მოს, სა­ნაც­ნო­ბო წრის შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, სას­წავ­ლო ცენ­ტრი, შე­იც­ვა­ლოთ ინ­სტი­ტუ­ტი. ან ჰო­ბიმ მო­გი­ტა­ნოთ შე­მო­სა­ვა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბათ ლო­მებს, შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ შე­ი­ცავ­ლოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. უკონ­ფლიქ­ტოდ გა­ი­ყოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

    31 დე­კემ­ბერს კუ­რო­ებს , სას­წო­რებ­სა და მშვილ­დოს­ნებს შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი გრძნო­ბე­ბის­გან. აგ­რეთ­ვე, სიყ­ვა­რულ­ში არ­სე­ბუ­ლი ში­შე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის­გან. ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას ნე­გა­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ნუ აა­გებთ. მარ­ტი­ვად და­ი­ვი­წყებთ მათ, ვინც ცუ­დის მეტი არა­ფე­რი მო­გიტ­ნათ ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    216 ნახვა
    22-11-2020, 00:44