GOGA.TV
gogatv
3
ზოდიაქოს ნიშანი და მამაკაცის სექსუალური პოტენციალი
  • ზოდიაქოს ნიშანი და მამაკაცის სექსუალური პოტენციალი

    ამი­ტომ ყბა­და­ღე­ბუ­ლი თემა იმა­ზე, რომ მო­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი რო­გორც წესი ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან და მას ვინც ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას ბე­დის უკუ­მარ­თო­ბის გამო, ხმაც არ ამო­ე­ღე­ბა ამ სა­კი­თხში, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კარ­გად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რბი­ლად რომ ვთქვათ სა­სა­ცი­ლოა. საქ­მე იმა­შია, რომ მა­მა­კა­ცუ­რი პო­ტე­ნი­ცი­ის და ზო­გა­დად სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტის სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი, ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის რუ­კა­ში, არა­მარ­ტო მზის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, არა­მედ პლა­ნე­ტა მარ­სის და ხში­რად პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ცაა. რო­გორც ადრე ვი­სა­უბ­რეთ, პლა­ნე­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ქა­ლუ­რის და მა­მა­კა­ცუ­რის, ნე­გა­ტი­უ­რის და პო­ზი­ტი­უ­რის, ზოგ­ჯერ სუ­ლაც ნე­იტ­რა­ლუ­რის. თუმ­ცა პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ მა­მა­კა­ცის რუ­კა­ში სექ­სუ­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ალ­ზე და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნის სა­კი­თხზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, გა­მოკ­ვე­თი­ლად მა­მა­კა­ცუ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პლა­ნე­ტაა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­რი­ელს რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში მარ­სის ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ო­ბით მო­ევ­ლი­ნა, ტემ­პე­რა­მენ­ტის მხრივ ასე ვთქვათ "ფო­რას მის­ცემს" ქალ­წუ­ლი, მარ­სით მო­რი­ელ­ში.

    თუმ­ცა მო­დით ზო­გა­და­დაც ვიმ­სჯე­ლოთ და მარ­ტო­ო­დენ მზის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით და­ვაჯ­გუ­ფოთ მამ­რე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტის და პო­ტენ­ცი­ა­ლის მი­ხედ­ვით. თქმა არ უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე "მხურ­ვა­ლე­თა" რი­გებს ვერ­ძე­ბი, ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი უნდა მი­ვა­კუთ­ვნოთ. ამ მა­მა­კა­ცე­ბის ვნე­ბა ძალ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი და ბო­ბო­ქა­რია. თუმ­ცა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მალე ნელ­დე­ბა, მა­ნამ სა­ნამ ახალ "საკბი­ლოს " არ და­ლან­დავს ჰო­რი­ზონტზე. უფრო გა­სა­გე­ბად რომ ვთქვათ ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა ახალ-ახა­ლი "საწ­ვა­ვი" სა­ი­მი­სოდ რომ არ და­ჟანგდეს და კარ­გად იმუ­შა­ოს.

    რაც შე­ე­ხე­ბა წყლის სტი­ქი­ის მამ­რებს ანუ კი­ბო­ებს, თევ­ზებს და მო­რი­ე­ლებს მათ­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და პარტნი­ორ­თან ემო­ცი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ამი­ტომ თუ მათ პარტნი­ო­რი ემო­ცი­უ­რად ავ­სებს იქ სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც მოხ­სნი­ლია.

    აი მი­წის სტი­ქი­ას­თან ანუ ქალ­წულ­თან, კუ­როს­თან და თხის რქას­თან კი მთა­ვა­რი, კომ­ფორ­ტი და წეს­რი­გია. ამ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სექსს, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩენ ყვე­ლა­ფერს ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­სი რიგი და გრა­ფი­კი აქვს. ამი­ტომ თუ პარტნი­ო­რი თა­ნახ­მაა მას­თან ერ­თად ამ გრა­ფი­კით იხელ­მძღვა­ნე­ლოს პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ შე­იქ­მნე­ბა.

    ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბით კი, ჰა­ე­რის სტი­ქი­ის მამ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ანუ ტყუ­პე­ბი, სას­წო­რე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი . ისი­ნი მთელს თა­ვის ტემ­პე­რა­მენტს ლაქ­ლაქ­ში და ვერ­ბა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ხარ­ჯა­ვენ, ამი­ტომ თუ გინ­დათ ასეთ კაცს თავი მო­ა­წონთ, ნაირ ნა­ი­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი თეთ­რე­უ­ლის ყიდ­ვას ჯო­ბია, ინ­ტე­ლექ­ტის დონე აი­მაღ­ლოთ. ამით იგი უდა­ოდ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დაგ­რჩე­ბათ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    179 ნახვა
    22-11-2020, 23:57