GOGA.TV
gogatv
3
23-29 ნოემბრის სილამაზის კალენდარი
  • 23-29 ნოემბრის სილამაზის კალენდარი

    მთელი კვირა შეგიძლიათ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ხშირად და საფუძვლიანად დაატენიანეთ და გამოკვებეთ კანი. კარგი პერიოდია ლიფტინგისთვის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად. კმაყოფილი დარჩებით თმის, წამწამებისა და ფრჩხილების დაგრძელების პროცედურით.
    სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა მოულოდნელობებისა და რევოლუციების პლანეტა ურანს უპირისპირდება. 27 ნოემბერს და პლუს-მინუს 2 დღე მოიმატებს ეპატაჟურობისაკენ სწრაფვა. შეიძლება მოულოდნელად მოგინდეთ ზოგი კოსმეტიკური პროცედურის გაკეთება. ფრთხილად იყავით.

    23-24 ნოემბერი (17:08-მდე) - მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის
    კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.


    24 ნოემბერი (17:08-დან) - აქტიური მთვარე ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.


    27-29 ნოემბერი (18:17-მდე) - დინჯი მთვარე კუროს ზოდიაქოშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის, თმის შეღებვისთვის. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    წყარო: marao.ge
    115 ნახვა
    24-11-2020, 02:19