GOGA.TV
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    თვის დასაწყისში სასიყვარულო თავგადასავლებში მეტად აქტიური და თამამი იქნებით. ზოგჯერ გაუაზრებელ რისკზეც კი მოგიწევთ წასვლა. თვის მეორე ნახევარში რომანტიკული ნაცნობობა გელით, მოგზაურობის ან სწავლის დროს. ახალი ნაცნობობა შეგიცვლით მსოფლმხედველობას. გაააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთს საზღვარგარეთ საკუთარი ცოდნის გამოვლინების შესაძლებლობა მიეცემა. შანსი მოგეცემათ ისწავლოთ ის, რაც მომავალში ან ფულს მოგიტანთ, ან - წარმატებას. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას უცხოელთან ან მასთან, ვისთან ერთადაც უცხო ენას სწავლობს. შანსი მოგეცემათ, გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ან სამსახურის საქმეების გამო.
    კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ, აქტიურობის სურვილი მოიმატებს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან რელიგიური ან ფილოსოფიური მოსაზრებების გამო. ზოგიერთი შეიძლება სატრენაჟორო დარბაზში ჩაეწეროს.

    კურო
    გამონახეთ მეტი დრო პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად, საყვარელ ადამიანთან დროის ტკბილად და თბილად გასატარებლად. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. თუ ფარული სასიყვარულო კავშირი გაქვთ, შეიძლება ან გამომჟღავნდეს, ან - დაშორება გადაწყვიტოთ. ან შეიძლება მეუღლემ თქვენი ღალატი გამოამჟღავნოს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი მიიღებს მემკვიდრეობას და უზრუნველად შეძლებს ცხოვრებას. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს და ზოგადად ექსტრიმს, რისკსა და თავქარიანობას. იყავით დაკვირვებული, რათა არ გაფლანგოთ ფული და ენერგია. ყველგან გამოავლინეთ ხასიათის საუკეთესო თვისებები, სამსახურში - ცოდნა და ნიჭი. დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა საბანკო სისტემასთან, ფინანსებთანაა კავშირში. მეუღლის ფული გააზრებულად ხარჯეთ. შეიძლება გამოამჟღავნოთ სხვისი საიდუმლოებები და ეცადეთ, თავად არ დაზარალდეთ ამით. მამაკაცებთან თავს მშვიდად და საიმედოდ იგრძნობთ. თვის ბოლოს გაგახარებთ მეგობრული შეხვედრები. შეყვარებულებს სიურპრიზები და სასიამოვნო მომენტები გელით. შეეხმიანეთ მათ, ვინც გენატრებათ.

    ტყუპი
    თვის პირველ ნახევარში გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. მარტოხელებს რამდენჯერმე გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ თქვენთვის შესაფერისი მამაკაცი. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. დაქორწინებულებმა არ გაამწვავოთ სიტუაცია ქმართან. მოერიდეთ კამათს, ურთიერთობების გარჩევას წვრილმანების გამო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი პარტნიორი მუდმივად საჭიროებს თქვენს მზრუნველობასა და სიყვარულს. ამ თვეში ფულების განსაკუთრებულ შემოდინებას ნუ ელოდებით. უმჯობესია, მოკრძალებული იყოთ ხარჯვისას. მეტად დაისვენეთ, დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ. გადახედეთ ჩავლილ წელს, დასკვნები გამოიტანეთ ობიექტურად. კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს. განსაკუთრებით, პირად ურთიერთობაში. თვის მეორე ნახევრიდან აქტიურად ჩაერთეთ ბინის კეთილმოწყობაში, ბავშვებისა და მეუღლისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნისთვის. სიურპრიზები არც ოჯახის წევრებს მოაკლოთ. დეკემბერში მიღებული სიახლეები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

    კირჩხიბი
    მთელი თვის განმავლობაში დატვირთული იქნებით სამსახურის საქმეებით და ყოველდღიური ვალდებულებებით. "კუდები" არ მოიტოვოთ, რათა ახალი წლიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, მაგრამ ძველებთან ნუ დაკარგავთ კავშირს. საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად ნურც გართობას დაივიწყებთ. ყურადღებას ითხოვენ შვილებიც. სხვათა შორის, როგორი დაკავებულიც უნდა იყოთ, საღამოობით მაინც გაატარეთ 2-3 საათი შვილების გვერდით. ზოგიერთი შეიძლება თავით გადაეშვას სასიყვარულო თავგადასავალში. მარტოხელებმა შეინარჩუნოთ მეგობრული განწყობა პარტნიორთან, ახალ წელს მარტო რომ არ შეხვდეთ. ზოგიერთმა კირჩხიბმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბას. დაქორწინებულებმა შეიძლება გაიგონ, რომ შვილს ელოდებიან ან მშობლები გახდნენ. წლის ბოლო თვეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ყური დაუგდეთ ექიმის რჩევებს, დაიცავით დღის რეჟიმი. ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ან თუნდაც დილაობით ფეხით სიარული სასარგებლოდ წაგადგებათ.

    ლომი
    დეკემბერს მხიარულად და ენერგიულად გაატარებთ. თვის დასაწყისშივე მოგინდებათ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება. შეიძლება ბავშვებთან ერთად ჩაერთოთ საახალწლო სამზადისში. ერთად იზრუნოთ ბინის მორთვაზე, საახალწლო სათამაშოების დამზადებაზე, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევაზე და შინ ოჯახური წარმოდგენის მოწყობაზეც კი. იმდენად ენერგიული იქნებით, რომ ყოველდღიურ ვალდებულებებსაც კი სიხარულით გაუმკლავდებით და წლის ბოლოსთვის ყველა საქმე მარტივად გექნებათ შესრულებული. ერთადერთი გაფრთხილებაა, არ გადატვირთოთ კუჭი. ზომიერად და ჯანსაღი პროდუქტებით იკვებეთ. საყვარელი მამაკაცი განსაკუთრებით საჭიროებს თქვენს მზრუნველობას. მარტოხელებს კი დაუვიწყარი რომანტიკული ნაცნობობა ელით. სრულიად მოულოდნელად და სრულიად მოულოდნელ ადგილას შეხვდებით ახალ სიყვარულს. იზრუნებთ მშობლებზე, მშობლიურ სახლზე. თვის მეორე დეკადიდან თავით გადავარდებით სიყვარულში. დაქორწინებულებმა ნაკლები პრეტენზიები მოახვიეთ მეუღლეს. სექსუალური ურთიერთობა კი დიდ სიამოვნებას გპირდებათ. დაქორწინებულები ერთად მოემზადეთ ახალი წლისთვის. მოუმზადეთ სიურპრიზები და საჩუქრები მეგობრებსა და ახლობლებს. რაც შეეხება ფულს, გართობასა და საჩუქრებზე მოგიწევთ ხარჯვა. თუმცა, თვის ბოლოს მოულოდნელად გარკვეულ თანხას მიიღებთ. ფული შეიძლება ლატარიაშიც კი მოიგოთ.

    ქალწული
    დეკემბერში განსაკუთრებულად მზრუნველი გახდებით მშობლების, ასაკით უფროსი ნათესავების ან უკვე წამოზრდილი შვილების მიმართ. გაგიჩნდებათ შინ ყოფნის, სახლში რამის გაკეთების სურვილი. საშუალება მოგეცემათ, გააბათ ინტერნეტმიმოწერა საინტერესო ადამიანთან, რაც შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ზოგიერთს კი რეალური სასიყვარულო თავგადასავლები ელის. თუმცა რომანი უფრო გასართობი იქნება. თქვენი შარმისა და გონებრივი მონაცემების გამო მამაკაცების მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. სასურველია, სასიყვარულო თავგადასავლებს მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე სამსახურის საქმეებს. მეგობრებთან შეხვედრასაც პაემანზე წასვლა გერჩიოთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, შვილებთან დროის გატარებას. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო ბიუჯეტი. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. არ გირჩევთ ზედმეტ გადატვირთვას. ნუ შეუქმნით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს. ზოგიერთმა შეიძლება ახალ წლამდე წონის დაკლება, სწორად კვება გადაწყვიტოს, თუმცა, ექსტრემალურ მეთოდებს ნუ მიმართავთ.

    სასწორი
    თვის დასაწყისში ფულადი საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გამოგიჩნდეთ ან სამსახურში მოგიმატონ ხელფასი, ან კარგად შესრულებული საქმისთვის წლის ბოლოს პრემია მიიღოთ. მარტოხელებმა თვის მეორე ნახევრიდან შეიძლება ინტერნეტრომანი გააბათ. პარტნიორი შეიძლება იყოს ასაკით თქვენთვის უმცროსი. თვის ბოლოს კი შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც სერიოზულად იფიქრებთ თქვენი ცხოვრების დაკავშირებას. რაც შეეხება დაქორწინებულ სასწორებს, მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ რთული საკითხები, მოერიდეთ კამათს და მეტი დრო დაუთმეთ შინ ჰარმონიის, სადღესასწაულო გარემოს შექმნას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან; არ გირჩევთ ძველი კონფლიქტების გამწვავებას. დეკემბერში გახშირდება მიმოსვლები ახლო მანძილზე. ნუ დაგენანებათ დრო ვარჯიშისა და დასვენებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს მეუღლეს, ოჯახსა და შვილებს. აგრეთვე, იმ მეგობრებს, რომლებთანაც ოჯახებით მეგობრობთ. ერთად მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასვლები და ბავშვებთან ერთად ჩაერთეთ სპორტულ აქტივობებში.

    მორიელი
    თვის დასწყისში გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შეიძლება დაფიქრდეთ იმიჯის შეცვლაზეც, მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მამაკაცებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. მარტოხელებს კი შანსი მიეცემათ, რომ ახალ წელს სასიყვარულო პარტნიორთან ერთად შეხვდნენ. სხვათა შორის, დეკემბერი რომანტიკული შეხვედრებითაც იქნება დასამახსოვრებელი. თვის ბოლოს კი, კარგად შესრულებული საქმეებისთვის ფულად ჯილდოს მიიღებთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ზოგიერთმა შეიძლება მეორე თაფლობის თვე მოიწყოთ. დეკემბერში გახშირდება საქმიანი შეხვედრები და თითოეული შეხვედრა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. აგრეთვე, დახმარების ხელს გამოგიწვდიან ნათესავები, მშობლები ან მეორე ნახევარი. ფულის კეთებისა და რომანტიკული თავგადასავლების პარალელურად, ნურც ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაივიწყებთ. კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად, ზედმეტი წონის დასაკლებად, მსუბუქი, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშების შესასრულებლად.

    მშვილდოსანი
    მარტივად შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობას და მასთან დამეგობრებას. დაწყვილებულების ცხოვრებაში ვნების ცეცხლი იფეთქებს. დაქორწინებულები უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენმა სასიყვარულო ავანტიურამ ოჯახის არსებობას არ შეუქმნას საფრთხე. მარტოხელები თვის ბოლოსკენ იდეალურ პარტნიორს შეხვდებით და სადღესასწაულო დღეებს პოზიტიურ განწყობაზე გაატარებთ. რაც შეეხება ფინანსებს, თუ გონივრულად იმოქმედებთ, ფულის გარეშე არ დარჩებით. ზოგიერთს შეიძლება ხელფასი მოუმატონ (დაწინაურებასთან ერთად) ან პრემია მიიღოთ. კარგი პერიოდი ელით ლექტორებს, სტუდენტებს, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან. გაფრთხილდით, სასიყვარულო ავანტიურამ, არასწორმა კვებამ, სისწრაფემ საჭესთან და წინდაუხედაობამ არ დაგაზიანოთ. ფიზიკური ვარჯიშებით გაავარჯიშეთ სხეული, მიიღეთ სიამოვნება სპორტისგან.

    თხის რქები
    ბევრი საქმე და საზრუნავი დაგიგროვდათ. თვე გაწელილი, რთული და დაუსრულებელი მოგეჩვენებათ. არავის გაუმხილოთ თქვენი სამომავლო იდეები. სხვამ შეიძლება ბოროტად ისარგებლოს თქვენი გულახდილობით. შეიძლება მოგიწიოთ იმ ადამიანებთან კონტაქტებმა, ვინც მაინცდამაინც გულზე არ გეხატებათ. საყვარელი ადამიანი შეიძლება ცივ და შორეულ ადამიანად მოგეჩვენოთ. ეს მხოლოდ თვის დასაწყისში. ამ გრძნობასთან გასამკლავებლად, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმედღიანი შვებულება მოიწყვეთ, რათა მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინოთ მის მიმართ. მარტოხელებს მეტად მოგინდებათ გვერდით ერთგული და მოსიყვარულ პარტნიორის ყოლა. თუ მოინდომებთ, ახალი სიყვარული შეიძლება მეგობრების წრეში ან თანამოაზრეებთან შეხვედრის დროს აღმოაჩინოთ. ან შეიძლება სულაც თქვენი მეგობარი გახდეს თქვენი ბედნიერების ინიციატორი და რამდენიმე ადამიანი გაგაცნოთ. თვის დასაწყისშივე იზრუნეთ იმაზე, რომ თვის ბოლოს, დღესასწაულისა და საჩუქრების გამო უფულოდ არ დარჩეთ. მოერიდეთ მცირე ტრავმებს. ზოგიერთ თხის რქას დაბადების დღის დადგომამდე შეიძლება მოგინდეთ განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება.

    მერწყული
    კარიერა და სამსახურის საქმეები იქნება უპირატესი და შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა კოლეგასთან გააბათ. ერთად დროს რომანტიკულადაც გაატარებთ და სამსახურის საქმეებსაც კარგად გაართმევთ თავს, რაც თქვენ დაწინაურებას, შექებას ან მატერიალურ ჯილდოს გპირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინებით მატერიალური მდგომარეობა და სოციალური სტატუსი გაიუმჯობესოს. მარტოხელები კი გაიცნობენ ადამიანს, რომელიც მათი სასიყვარულო პარტნიორიც გახდება და საქმიანიც. ერთი სიტყვით, დეკემბერში ბიზნესშიც კარგად გექნებათ საქმე და პირად ცხოვრებაშიც. ზოგმა შეიძლება მიიღოს ფინანსური სარგებელი, რასაც დიდი ხანია ელოდა. მეგობრების, თანამოაზრეების, კეთილისმსურველების გვერდით ყოფნა მეტად პოზიტიურს გაგხდით და დაგროვილ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით. შეიძლება ახალი მეგობრები შეიძინოთ ან გაიცნოთ ის ადამიანები, ვის მიმართაც ადრე ინტერესები გქონდათ. ფიზიკურად აქტიური ხართ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ ხოლმე. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და მარცვლეულით.

    თევზები
    თვის დასაწყისში მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება, შეიძლება მოგზაურობისა და ხანდახან ფილოსოფოსობის განწყობაზეც კი დადგეთ. მარტოხელებმა შეიძლება უცხოელებთან გადაწყვიტონ რომანის დაწყება ან ადამიანთან, რომელიც მისგან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობს. შეყვარებულებმა შეიძლება რომანის ახალ ეტაპზე გადაყვანა გადაწყვიტონ, თუნდაც კავშირის ოფიციალურად დაკანონება, მშობლებისთვის შეყვარებულის გაცნობა. დაქორწინებულებმა მეუღლესთან შეთანხმებით მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით, საბინაო. დეკემბერში მოგზაურობის, საყვარელ ადამიანთან ერთად უქმეების რომანტიკულად გატარების სურვილი მოგეძალებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურად ძლიერად ხართ, საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით. ფულის გონივრულად დაბანდებით კარგ მოგებას ნახავთ. ზოგიერთმა შეიძლება ერთი სამსახური მიატოვოს და მეორეში - უფრო საინტერესოსა და პერსპექტიულში - გადავიდეს. მთელი თვე ფულის გამომუშავებით იქნებით დაკავებული. იმდენად ენერგიული და პოზიტიური ხართ, რომ ქრონიკული დაავადებებიც კი არ შეგახსენებთ თავს. თუმცა, დილაობით ვარჯიში და დიეტის დაცვა არ გაწყენთ. თვის ბოლოს დაელოდეთ ფულს და ძვირად ღირებულ საჩუქრებს.

    წყარო: marao.ge
    381 ნახვა
    25-11-2020, 00:03