GOGA.TV
gogatv
3
დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები
  • დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები

    ვერძი
    მარტოხელებისთვის: თავადაც გაოცებული დარჩებით, იმდენ მამაკაცს მოუნდება თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. მთელ თვეს არჩევანში გაატარებთ. ბოლოს, როცა დაიღლებით, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე - გარეგან და შინაგან - იზრუნებთ.

    რჩევა: ჯერ საკუთარ თავში ჩამოყალიბდით და მერე გაიკვევა, როგორი მამაკაცი გსურთ გვერდით.

    დაწყვილებულებისთვის: ცეცხლოვანი ხართ და ყველამ იცის, მაგრამ ზომიერება არ გაწყენდათ. საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით ჯავრს, თუ თავად ცუდ ხასიათზე ხართ. ერთხელ შეიძლება, მასაც უმტყუნოს ნერვებმა.

    რჩევა: მეტად გამოავლინეთ სირბილე, ქალურობა, სინაზე. თქვენი პარტნიორი სიხარულით გადაირევა,
    ისე გაუხარდება.

    კურო
    მარტოხელებისთვის: ფორტუნა წლის ბოლოს რომანტიკულ შეხვედრას გაჩუქებთ. ეს არ იქნება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. ეს იქნება თავზეხელაღებული ავანტიურისტი სპორტული ავტომობილით. საინტერესო და მხიარული დროს ტარება გელით.

    რჩევა: ნუ მალავთ საკუთარ გრძნობებს, რაც უფრო ემოციური და ენერგიული იქნებით, მით უკეთესია.

    დაწყვილებულებისთვის: პირველ ადგილს სამსახური საქმეები დაიკავებს. საყვარელი ადამიანი კი გეხმარებათ და ბედნიერია თქვენი გამარჯვებებით. საახალწლო დღესასწაულისა და სამზადისთვის მაინც გამონახეთ დრო.

    რჩევა: "ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელს" გახსოვთ? დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი, თუ სამსახური?..

    ტყუპი
    მარტოხელებისთვის: სიმშვიდე პირად ფრონტზე გაძლევთ დროს, რომ დაფიქრდეთ, გაანალიზოთ შეცდომები, გაერკვეთ, რას ელოდებით ურთიერთობისგან. სასიყვარულო წარმატება ცოტა მოგვიანებით მოვა ახლა კი მთავარ საქმეებზე კონცენტრირდით. სხვათა შორის, რეალური პერსპექტივები გადაგეშალათ.

    რჩევა: გამონახეთ დრო სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. მოიწყვეთ ზამთრის ზღაპარი: თბილი პლედით, ლამაზი წინდებით, სათლებით.

    დაწყვილებულებისთვის: პასიურად ხართ, რადგან იცით, რომ პარტნიორი სასიყვარულო სფეროს გაგილამაზებთ. ყველაზე თანახმა ხართ. მთვარია, კამათი არ გამოიწვიოთ.

    რჩევა: სულიერი სიმშვიდე ახლა თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია. არაფრის არც შეცვლა გსურთ და არც სურვილი გაქვთ.

    კირჩხიბი
    მარტოხელებისთვის: დეჟავუს შეგრძნება გენებათ, თქვენი ცხოვრების რაღაც ეპიზოდები გამეორდება. შანსი მოგეცემათ, გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. თუ კონკრეტულ ადამიანთან არ გამოგდით ურთიერთობის დარეგულირება, რაღაც ახალ მეთოდს უნდა მიმართოთ.

    რჩევა: რომანტიკული ურთიერთობა დროის გადასაყოლებელი უფრო იქნება, ვიდრე სერიოზული კავშირი.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთნ მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები. იყავით მის მიმართ მეტად მზრუნველი, მოსიყვარულე. სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადაგალახვინებთ.

    რჩევა: მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. თუნდაც რომანტიკული, იზრუნეთ ურთიერთობის გამყარებაზე.

    ლომი
    მარტოხელებისთვის: სოციალურ ქსელებში აქტიურობა სასიამოვნო ნაცნობობამდე მიგიყვანთ. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ რომანიც კი გაააბთ. ერთს ლამაზი თვალები აქვს, მეორეს - საინტერესო ჰობი, მესამე რომატიკულ ლექსებს გიწერთ.

    რჩევა: გახსოვთ ანდაზა ორი კურდღლის მადევარზე? ასე არ გამოგივიდეთ, დროზე გაერკვიეთ გრძნობებში.

    დაწყვილებულებისთვის: პრაქტიკულობა და დიასახლისობა უნდა გამოავლინოთ. თქვენი სახლი თქვენი სასახლეა, რომელიც შიგნიდან უნდა მორთოთ და გაათბოთ. აქტიურად ჩართეთ ბინის გალამაზებასა და დიზაინის არჩევაში თქვენი საყვარელი მამაკაცი.

    რჩევა: სახლის გალამაზება კი რომანტიკული ვახშმით აღნიშნეთ, სანთლები არ დაგავიწყდეთ.

    ქალწული
    მარტოხელებისთვის: ახალ წლამდე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით მოგხიბლავთ. მასში თავმოყრილი იქნება ყველა ის თვისება, რასაც მამაკაცში აფასებთ.

    რჩევა: არაფერი გაქვთ დასაფიქრებელი, მხოლოდ პოზიტივზე იყავით ორიენტირებული.

    დაწყვილებულებისთვის: თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში რომანტიკამ იკლო, თავად იზრუნეთ ურთიერთობის გამრავალფეროვნებაზე. რომანტიკული მხოლოდ ვახშამი კი არა, საუზმეც შეიძლება იყოს.

    რჩევა: საყვარელ ადამიანს სადღესასწაულოდ საჩუქარი მოუმზადეთ.

    სასწორი
    მარტოხელებისთვის: რომანტიკული შესაძლებლობების თვე დაგიდგათ. რა გიშლით ხელს, რომ სასიამოვნო მეწყვილე აირჩიოთ?..

    რჩევა: თუ ერთთან არ გამოგივათ, მეორე არსებობს, მესამე, ორმოცდამეერთეც... რაც უფრო მეტ მამაკაცს გაიცნობთ, ურთიერთობის სტრატეგიას სწრაფად აითვისებთ და სასურველსაც მიაგნებთ.

    დაწყვილებულებისთვის: მეუღლემ შეიძლება ეგოიზმში დაგადანაშაულოთ. მართალია, საკუთარი თავი და მოთხოვნები მუდამ პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ, მამაკაცმა კი სურვილები უნდა აგისრულოთ.

    რჩევა: თქვენი ძალა თქვენს სისუსტეშია, თუ გონივრულად ისარგებლებთ, იმას მიიღებთ, რაც გსურთ. მამაკაცს მოსწონს, როცა თავის ქალს ასიამოვნებს, მისთვის რაინდია.

    მორიელი
    მარტოხელებისთვის: ზამთრის მოსვლა თუ ადრე მოწყენილობასთან ასოცირდებოდა, ახლა მხიარულებით შეიცვლება. პირადი ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გიმზადებთ. მთავარია, არ იზარმაცოთ.

    რჩევა: არ გამოაკლდეთ წვეულებებს, შეხვედრებს, მხიარულობას. თუ ვინმეს მოუნდეს თქვენი გაცნობა, უარი არ უთხრათ.

    დაწყვილებულებისთვის: თუ საყვარელი ადამიანი ამინდივით ცივია, კონტროლს და ეჭვიანობას ნუ დაიწყებთ. ბოლო დროს ცოტა დროს უთმობთ და მისი რეაქციაც ნუ გიკვირთ.

    რჩევა: მოეფერეთ, გაიხსენეთ, გაცნობის პერიოდი და აუცილებლად გათბება.

    მშვილდოსანი
    მარტოხელებისთვის: სანამ თავად არ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, თქვენი პირადი ცხოვრება არ შეიცვლება. ნუ ელოდებით, რომ მამაკაცისგან აქტიურობას, თავად იაქტიურეთ.

    რჩევა: გაეცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, თამამად გამოხატეთ გრძნობები, გამოავლინეთ სადმე წასვლის ინიციატივა.

    დაწყვილებულებისთვის: წლის ბოლო ყველა საქმის მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი უკმაყოფილო იქნება თქვენი არარსებობით.

    რჩევა: სამსახურის საქმეებს ვერ ჩაუხუტებით ძილის წინ და ვერც უფროსი მოგიწესრიგებთ საოჯახო საქმეებს.

    თხის რქა
    მარტოხელებისთვის: როგორც წესი, ფრთხილი ხართ და გააზრებულად ირჩევთ პარტნიორებს. მაგრამ ახლა სიყვარულის გამო სიგიჟეების გაკეთება მოგინდებათ.

    რჩევა: შიშები და ეჭვები მოიცილეთ, იყავით მზად ბედნიერებისთვის.

    დაწყვილებულებისთვის: ცვლილებების დროა. შეიცვალეთ სუნამო, ჩაცმის სტილი. გააკვირვეთ საყვარელი ადამიანი თქვენი სიახლით.

    რჩევა: გამონახეთ საოჯახო საქმე, რომელშიც ერთად ჩაერთვებით. ის კიდევ უფრო დაგაახლოებთ და რომანტიკულს გახდის თქვენს ურთიერთობას.

    მერწყული
    მარტოხელებისთვის: გარშემო იმდენი საინტერესო რამ ხდება... სიყვარულის ფლუიდებს ავრცელებთ და განსხვავებულ ადამიანებს იზიდავთ. უამრავ ადამიანს დაუბნევთ ჭკუა-გონებას, მაგრამ ეცადეთ, თავად არ დაკარგოთ თავი.

    რჩევა: თუ შეხვდებით მამაკაცს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის თქვენი, სხვები გაცხრილეთ.

    დაწყვილებულებისთვის: გაამხნევეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელსაც დროებითი უსიამოვნები შეექმნა. გაუხალისეთ ყოველდღიურობა, მას თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

    რჩევა: არ გადაამეტოთ, ძალიან მზრუნველი დედიკოს როლი არ მოგიხდებათ.

    თევზები
    მარტოხელებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმეებზე ხართ ორიენტირებული, სასიყვარულო თავგადასავლებში მაინც აღმოჩნდებით. ზოგიერთი ინტერნეტ რომანს გააბამთ.

    რჩევა: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ ის გიკარნახებთ, ვინ უნდა აირჩიოთ მეწყვილეთ. სხვათა შორის, სამსახურის საქმეებშიც ინტუიციას მოუხმეთ.

    დაწყვილებულებისთვის: ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებით განებივრებთ. შეიძლება, თქვენმა საყვარელი მამაკაცმა ცოტა იეჭვიანოს, ცოტა წაკინკლავდეთ, მაგრამ მთლიანობაში წყვილში ურთიერთგაგება და რომანტიკა სუფევს.

    რჩევა: სადღესასწაულოდ ტკბილეულსა და საჩუქრებში იმდენი ფული არ დახარჯოთ, რომ მერე ვალებში გადავარდეთ.

    წყარო: marao.ge
    269 ნახვა
    25-11-2020, 23:06