GOGA.TV
gogatv
3
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

    მე­ტად იქ­ნე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა მეკ­ვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლიც კი გა­გიჩ­ნდეთ. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს და ზო­გა­დად ექ­სტრიმს, რისკსა და თავ­ქა­რი­ა­ნო­ბას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რათა არ გაფ­ლან­გოთ ფული და ენერ­გია. ყველ­გან გა­მოვ­ლი­ნეთ ხა­სი­ა­თის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, სამ­სა­ხურ­ში - ცოდ­ნა და ნიჭი. ჩა­მო­წე­რეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სია, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ და დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თოთ და ვი­საც უნდა უფრთხილ­დეთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, შე­ა­გუ­ლი­ა­ნეთ სხვე­ბიც, რომ ერ­თად მი­აღ­წი­ოთ კარგ შე­დე­გებს. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ბან­კო სის­ტე­მას­თან, ფი­ნან­სებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. სხვი­სი ფული გა­აზ­რე­ბუ­ლად ხარ­ჯეთ. სა­პი­რის­პი­როს სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან თავს მშვი­დად და სა­ი­მე­დოდ იგ­რძნობთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას (შორ მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის ან უბ­რა­ლოდ, ქუ­ჩა­ში, გა­და­სას­ვლელ­ზე) მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­მო­წე­რი­სას. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლად მა­ქი­ნა­ცი­ებს. დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, და­ზღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნოთ სხვი­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი და ეცა­დეთ, თა­ვად არ და­ზა­რალ­დეთ ამით.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    გა­მო­ნა­ხეთ მეტი დრო პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დრო­ის ტკბი­ლად და თბი­ლად გა­სა­ტა­რებ­ლად. ზო­გი­ერ­თმა შეყ­ვა­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა შეძ­ლოს. თუ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი გაქვთ, შე­იძ­ლე­ბა ან გა­მომ­ჟღავ­ნდეს, ან - და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. ან შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლემ თქვე­ნი ღა­ლა­ტი გა­მო­ამ­ჟღავ­ნოს. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მე­გობ­რებ­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს მემ­კვიდ­რე­ო­ბას და უზ­რუნ­ვე­ლად შეძ­ლებს ცხოვ­რე­ბას.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად იყა­ვით ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გზღუ­და­ვენ, გა­კონ­ტრო­ლე­ბენ. მო­ი­შო­რეთ ში­შე­ბი. არ გა­და­იტ­ვირ­თოთ ფი­ზი­კუ­რად. თუ სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლის დრო­საც ფრთხი­ლად უნდა იყოთ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    თვე სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა-მოგ­ვა­რე­ბით და­ი­წყე­ბა. თუ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით. დე­ტა­ლე­ბი და წვრილ­მა­ნე­ბი ხში­რად უფრო მეტ დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და ჩაღ­რმა­ვე­ბას მო­ი­თხოვს. გა­გა­ხა­რებთ მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს სი­ურპრი­ზე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით. შე­ეხ­მი­ა­ნეთ მათ, ვინც გე­ნატ­რე­ბათ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    არ გა­რის­კოთ, წვრილ­მა­ნე­ბის მი­მარ­თაც კი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. არ გე­პა­ტი­ე­ბათ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა. და­უგ­დეთ ყური ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­და­დეთ. თვის ბოლო სი­ურპრი­ზე­ბი­თა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­გა­ხა­რებთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ან გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბის­გან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუქ­რებს მი­ი­ღებთ. ეცა­დეთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ ფი­ზი­კუ­რად, ნუ ხარ­ჯავთ დრო­სა და ენერ­გას ტყუ­ი­ლად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    238 ნახვა
    26-11-2020, 23:06