GOGA.TV
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

    ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ნო­ემ­ბერ­ში დარ­ჩე­ბა. დე­კემ­ბერ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბას უცხო­ელ­თან ან მას­თან, ვის­თან ერ­თად უცხო ენას სწავ­ლობს. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ ან სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან რე­ლი­გი­უ­რი ან ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სწავ­ლა­სა და მი­მოს­ვლა­ში. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ კარ­გად ის­წავ­ლოთ უცხო ენა, გა­იღ­რმა­ოთ ცოდ­ნა თქვენს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. იქ­ნე­ბით მუ­დამ საქ­მის კურ­სში, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერთს სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებს. შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც კი და­თან­ხმდეთ. ან სუ­ლაც, თქვენ­თვის სრუ­ლი­ად უცხო თე­მამ და­გა­ინ­ტე­რე­სოთ, სუ­ლი­ერ­მა მეც­ნი­ე­რე­ბებ­მა.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ში მე­ტად აქ­ტი­უ­რი და თა­მა­მი იქ­ნე­ბით. ზოგ­ჯერ გა­უ­აზ­რე­ბელ რის­კზეც კი მო­გი­წევთ წას­ვლა. ერ­თდერ­თი, რა­საც არ მო­გი­წო­ნებთ, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბაა. ძლი­ე­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გან­წყო­ბას გა­გი­ფუ­ჭებთ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, მოგ­ზა­უ­რო­ბის ან სწავ­ლის დროს. ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­გიც­ვლით მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. ზო­გი­ერთს სა­ზღვარ­გა­რეთ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხართ, აქ­ტი­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი მო­ი­მა­ტებს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში ჩა­ე­წე­როს. თვის ბო­ლოს კი მთე­ბის და­ლაშ­ქვრის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    შან­სი მო­გე­ცე­მათ ის­წავ­ლოთ ის, რაც მო­მა­ვალ­ში ან ფულს მო­გიტ­ნათ, ან - წარ­მა­ტე­ბას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ნუ გექ­ნე­ბათ იმე­დი, რომ ვი­ღაც თქვენ მა­გივ­რად გა­ა­კე­თებს საქ­მეს. ნუ გა­აჟ­ღე­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უსი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ. თვის ბო­ლოს გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვებს, შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სამ­სა­ხურ­ში აკუ­რა­ტუ­ლად მო­აგ­ვა­რეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი. და­აკ­ვირ­დით მცი­რე დე­ტა­ლებ­საც კი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან ან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. ნუ მო­ი­ტო­ვებთ ვალ­დე­ბულ­ბებს მო­მავ­ლის­თვის, თვის ბო­ლოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლეთ. თუ თვის და­სა­წყის­ში ფულს უა­ზოდ გაფ­ლან­გავთ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ სა­ჩუქ­რებ­სა და გარ­თო­ბა­ზე აღარ დაგ­რჩე­ბათ. ფი­ნან­სე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    302 ნახვა
    30-11-2020, 22:59