GOGA.TV
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

    გარ­თო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. თვის და­სა­წყის­ში­ვე მო­გინ­დე­ბათ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის­თვის მზა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თოთ სა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში. ერ­თად იზ­რუ­ნოთ ბი­ნის მორ­თვა­ზე, სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე და შინ ოჯა­ხუ­რი წარ­მოდ­გე­ნის მო­წყო­ბა­ზეც კი. ნუ და­ი­ვი­წყებთ ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც, მაგ­რამ იმ­დე­ნად ენერ­გი­უ­ლი იქ­ნე­ბით რომ მა­თაც სი­ხა­რუ­ლით გა­უმკლავ­დე­ბით და წლის ბო­ლოს­თვის ყვე­ლა საქ­მე მარ­ტი­ვად გექ­ნე­ბათ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა, რაც უნდა მოგ­ცეთ, კუ­ჭის არ გა­დატ­ვირ­თვაა. ზო­მი­ე­რად და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბეთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო­ებს თქვენს მზრუნ­ვე­ლო­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს კი და­უ­ვი­წყა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელით.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თუ აქამ­დე რა­ღაც გიშ­ლი­დათ ხელს გარ­თო­ბა­ში, დე­კემ­ბერ­ში ერ­თი­ა­ნად აი­ნა­ზღა­უ­რებთ და ყო­ველ დღეს მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რებთ. არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი, გულ­ში გექ­ნე­ბათ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა. მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა. შე­გეძ­ლე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ადრე ბრო­ლის კოშ­კე­ბად წარ­მო­გედ­გი­ნათ. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შეძ­ლებთ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბის, პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბას.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. იზ­რუ­ნებთ მშობ­ლებ­ზე, მშობ­ლი­ურ სახლზე. თვის მე­ო­რე დე­კა­დი­დან თა­ვით გა­და­ვარ­დე­ბით სიყ­ვა­რულ­ში. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გე­მა­ტე­ბათ პრე­ტენ­ზი­ე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი სატ­რფო­სად­მი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზი­ე­ბი მო­ახ­ვი­ეთ მე­უღ­ლეს. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლას შეხ­ვდე­ბით ახალ სიყ­ვა­რულს. დროს მხი­ა­რუ­ლად და ენერ­გი­უ­ლად გა­ა­ტა­რებთ. სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გპირ­დე­ბათ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ერ­თად მო­ემ­ზა­დეთ ახა­ლი წლის­თვის. მო­უმ­ზა­დეთ სი­ურპრი­ზე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, ძი­რი­თა­დად გარ­თო­ბა­სა და სა­ჩუქ­რებ­ზე მო­გი­წევთ ხარ­ჯვა. თუმ­ცა, თვის ბო­ლოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­კვე­ულ თან­ხას მი­ი­ღებთ. ფული შე­იძ­ლე­ბა, ლა­ტა­რი­ა­შიც კი მო­ი­გოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    იმ­დე­ნად იქ­ნე­ბით გარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბით თუ რო­მან­ტი­კით, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც კი გა­დაგ­ვი­წყდე­ბათ. თუმ­ცა, ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას ნუ და­ი­ვი­წყებთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ თბილ ქვეყ­ნებ­ში, ზღვა­ზე გა­ემ­გზავ­როთ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას იგ­რძნობთ და დაგ­რო­ვილ საქ­მე­ებს ისე გა­უმკლავ­დე­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც დაგ­რჩე­ბათ. მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა შე­ფერ­ხე­ბე­ბი გქონ­დეთ, მაგ­რამ მა­ინც იაქ­ტი­უ­რეთ. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ნა­ხეთ დრო ში­ნა­უ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვი­საც. კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით სა­ყიდ­ლე­ბი­თაც.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    თა­ვი­სე­ბუ­რი, ცოტა და­ძა­ბუ­ლი თვე გე­ლით. ბევ­რი საქ­მე გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და ბევ­რი პრო­ექ­ტი - და­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ წვრილ­მა­ნებს, მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას კო­ლე­გებ­თან, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი ბევრ დროს წა­გარ­თმევთ. დე­კემ­ბე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ბევ­რი იდეა და ია­მა­ყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვით. სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ფორ­მებთ და სა­სურ­ველ ნივ­თებ­საც შე­ი­ძენთ. თვის ბო­ლოს და­ატ­კბეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    314 ნახვა
    30-11-2020, 23:01