GOGA.TV
კარმის პლანეტა მერწყულში გადადის - რა ძირეული ცვლილებები ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო 3 წელი
  • კარმის პლანეტა მერწყულში გადადის - რა ძირეული ცვლილებები ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო 3 წელი

    2020 წლის 18 დე­კემ­ბერს დის­ციპ­ლი­ნის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბის, კარ­მის პლა­ნე­ტა იც­ვლის ნი­შანს და 2023 წლის 8 მარ­ტამ­დე მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­დის. მა­ნამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 3 წელი იყო თხის რქის ნი­შან­ში, გა­იხ­სე­ნეთ, რა სფე­რო­ებ­ში მო­გი­წი­ათ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რა შე­გე­ზღუ­დათ, სად მი­აღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას... ცვლი­ლე­ბას ყვე­ლა ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იგ­რძნობს. პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტის, მზის და მთვა­რის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, რად­გან სა­ტურ­ნი მთვა­რე­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას.

    ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნას, რა თქმა უნდა, მერ­წყუ­ლე­ბი იგ­რძნო­ბენ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი წელი მე­ტად მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა, რად­გან სა­ტურნ­თან ერ­თად მერ­წყულ­ში დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რიც გა­და­დის. მერ­წყუ­ლი ჰა­ე­რის ნი­შა­ნია და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს ყვე­ლა­ფერ­ზე. სა­ტურ­ნის მერ­წყულ­ში გა­დას­ვლით შე­იც­ვლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. მო­ი­მა­ტებს გა­ნათ­ლე­ბის, ცოდ­ნის მი­ღე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის სურ­ვი­ლი. მო­ი­მა­ტებს მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სამ­ყა­რო მე­ტად ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა.

    თა­ვა­და­პირ­ვე­ლად ორი სი­ტყვა ვთქვათ თა­ვად სა­ტურნ­ზე. სა­ტურ­ნი ეს არის პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს, მი­ვი­ღოთ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, გამ­ძლე­ო­ბა. მერ­წყულ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის, კა­ნო­ნე­ბის, აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ტურ­ნი მო­გა­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ ზედ­მეტს. ზე­გავ­ლე­ნა შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­და­როთ თვით­ნა­ბად ოქ­როს, რო­მე­ლიც სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით ხდე­ბა დახ­ვე­წი­ლი სამ­კა­უ­ლი. სა­ტურ­ნი ეს არის მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­წო­დებს, რომ მე­ტად განვვი­თარ­დეთ და უმაღ­ლეს მწვერ­ვალს მი­ვაღ­წი­ოთ ჩვენს სფე­რო­ში. სა­ტურ­ნი მერ­წყულ­ში იყო 1991-1994 წლებ­ში და გა­იხ­სე­ნეთ ის თე­მა­ტი­კა, რაც ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და.

    ვერ­ძი
    შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს საქ­მი­ა­ნო­ბა დიდ კო­ლექ­ტივ­თან. შე­გე­ზღუ­დოთ სი­ა­რუ­ლი იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ადრე მოგ­წონ­დათ ყოფ­ნა. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­ტერ­ნეტ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­გი­წეს­დე­ბათ შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. შე­გიმ­ცირ­დე­ბათ გა­მომ­წე­რე­ბი. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ მე­გობ­რო­ბა. თა­ვად გახ­დე­ბით მე­ტად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ხან­და­ხან სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შიც კი შე­გე­პა­რე­ბათ ეჭვი. თუ კარ­გად იშ­რო­მებთ, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, გეგ­მე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. ახალ მე­გობ­რებს თუ გა­ი­ჩენთ, ურ­თი­ერ­თო­ბა 30 წელი გაგ­რძელ­დე­ბა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­დან გა­უჩ­ნდეს შე­მო­სა­ვა­ლი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლა და­ი­წყოს ონ­ლა­ინ ან თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ, ონ­ლა­ი­საქ­მი­ა­ნო­ბა. შა­ბა­თო­ბით და­ნიშ­ნეთ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ან ონ­ლა­ინ მა­ინც მო­ი­კი­თხეთ ისი­ნი. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე მათ. გა­ჯე­ტებ­ში მო­ა­წეს­რი­გეთ ყვე­ლა ფა­ი­ლი, დო­კუ­მენ­ტი.

    კურო
    ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი ეხე­ბა სამ­სა­ხურს, პო­ლი­ტი­კას, მიზ­ნებს, კა­რი­ე­რულ ზრდას. სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვა და­გი­წე­სოთ კა­რი­ე­რუ­ლი გზა­ზე. გარ­თულ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­როს­თან (სამ­სა­ხურ­ში) ოჯახ­ში - მა­მას­თან, ასა­კით უფ­როს ნა­თე­სავ მა­მა­კა­ცებ­თან, ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან გა­ცივ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა. უნდა იშ­რო­მოთ, პრეს­ტი­ჟუ­ლი მან­ქა­ნა, ბინა რომ შე­ი­ძი­ნოთ. გეძ­ლე­ვათ შან­სი, რომ და­ქორ­წინ­დეთ. თუ სა­ტურ­ნი პი­რად რუ­კა­ში კარ­გად გყავთ ას­პექ­ტი­რე­ბუ­ლი, ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ კა­რი­ე­რულ მწვერ­ვალს მი­აღ­წი­ოთ, აის­რუ­ლოთ მი­ზა­ნი. ზოგი გა­და­წყვეს სახ­ლი აი­შე­ნოს. მო­ი­მა­ტებს თქვენ პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სტა­ტუ­სი. შე­ად­გი­ნეთ წინსვლის გეგ­მა.

    ტყუ­პი
    სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თულ­დეთ გა­მოც­დე­ბის ან უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბა. გარ­თულ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პე­და­გო­გებ­თან ან გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გურუ ან თა­ვად და­ი­წყებთ პე­და­გო­გო­ბას. სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­ნოს მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი. ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცი­როთ კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ე­ლებ­თან. არ და­ი­წყოთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბი. და­ი­წყეთ უცხო ენის სწავ­ლა, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ შა­ბათს ის­წა­ვა­ლეთ 10 ფრა­ზა და 20 ახა­ლი სი­ტყვა.

    კირჩხი­ბი
    გა­და­ხე­დეთ ფი­ნან­სებს. ზო­გი­ერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო (პარტნი­ო­რის ფუ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს­გან სუბ­სი­დია, მემ­კვიდ­რე­ო­ბა) შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყი­ნოს. გა­გი­ცივ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორ­თან ან სუ­ლაც გა­წყვი­ტოთ მას­თან კავ­ში­რი. თუ სა­ტურ­ნი კარ­გად გყავთ ას­პექ­ტი­რე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, მი­ი­ღებთ ფულს პარტნი­ო­რის­გან, შე­იძ­ლე­ბა მას გა­ე­ზარ­დოს კი­დეც შე­მო­სა­ვა­ლი. დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ად­გი­ნეთ სა­მემ­კვიდ­რეო დო­კუ­მენ­ტე­ბი. მი­ი­ღებთ, თუ მას დიდი ხა­ნია ელო­დე­ბით. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­ღოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. უმე­ტე­სო­ბა და­ხუ­რავს კრე­დიტს. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი ან იმუ­შა­ოთ ფსი­ქო­ლოგ­თან ან მი­ი­ღოთ ცოდ­ნა ამ სფე­რო­ში. და­გა­ინ­ტე­რე­სებთ მა­გია, ეზო­ტე­რი­კა. ზოგ­მა სა­კუ­თარ თავ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოს. წეს­რიგ­ში გქონ­დეთ ფული, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. და­ი­წყეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ან სუ­ლაც მოგ­რო­ვე­ბა (მცი­რე თან­ხი­საც კი).

    ლომი
    ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცი­როთ კონ­ტაქ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ცხრი­ლოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სოა. ეს ეხე­ბა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც და საქ­მი­ან­საც. თუმ­ცა, გა­მოჩ­ნდე­ბა პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­თა­ნაც სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას აა­წყობთ დიდი ხნით. საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც ახლა შე­მო­ვა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, იქ­ნე­ბა ერ­თგუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი. თავს და­გა­ნე­ბე­ბენ მტრე­ბი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­ში სი­ცი­ვე მო­ი­მა­ტებს და შე­იძ­ლე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. ხოლო, თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ ოფი­ცი­ა­ლურ და­ქორ­წი­ნე­ბას, ეს იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რი. შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი გახ­დეთ ან თუ დიდი შვი­ლე­ბი გყავთ, შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. გირ­ჩევთ, წი­ნას­წარ შე­ად­გი­ნოთ სა­მო­მავ­ლო საქ­მე­ე­ბი. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კლი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბაა, კვი­რა­ში ერთხელ, მა­გა­ლი­თად, შა­ბა­თო­ბით გა­უ­კე­თეთ ფას­დაკ­ლე­ბა, გა­უგ­ზავ­ნეთ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ამით სა­ტურ­ნის კე­თილ­გან­წყო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებთ.

    ქალ­წუ­ლი
    კა­რი­ე­რა, ჯან­მრთე­ლო­ბა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი - აი, თე­მე­ბი, სა­დაც სა­ტურ­ნი ითხოვს დის­ციპ­ლი­ნას და წეს­რიგს. ნე­გა­ტივ­ში სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ შემ­ცი­რე­ბა სამ­სა­ხურ­ში ან მკაც­რი უფ­რო­სი მო­გი­ვი­დეთ ან უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა. გარ­თულ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტის პოვ­ნა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის; ვერ შე­ი­ძი­ნოთ სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი. კარ­გი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ დიდხ­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. და­კავ­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბით, სხე­უ­ლით, კვე­ბით. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ის­წავ­ლოს კი­დევ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ე­ბი: დი­ე­ტო­ლო­გია, ჰი­გი­ე­ნა. ახალ­ნა­ყი­დი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი დიდი ხნით დარ­ჩე­ბი­ან თქვენ­თან. წეს­რიგ­ში მო­იყ­ვა­ნეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, იყა­ვით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში. აირ­ჩი­ეთ კვი­რა­ში ერთი დღე (თუნ­დაც შა­ბა­თი, სა­ტურ­ნის დღე) და იყა­ვით ას­კე­ტუ­რი. ჩა­მო­წე­რეთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მიზ­ნე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ მო­დუნ­დეთ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

    სას­წო­რი
    სა­ტურ­ნი მო­გი­წეს­რი­გებთ შე­მოქ­მე­დე­ბით სა­კი­თხებს, შე­იძ­ლე­ბა და­გებ­ლო­კოთ ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტი. უნდა და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი, რა­საც დრო­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. დროს ვე­ღარ გაფ­ლან­გავთ. ჰობი პრო­ფე­სი­ად შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ხა­დოთ, რაც ფულს მო­გი­ტანთ. თუ დიდი შვი­ლე­ბი გყავთ, შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი ცალ­კე გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, გა­ცივ­დეს მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა 3 წელი გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ თუ უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლი ხართ, სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ქორ­წი­ნე­ბა მო­გი­წევთ. თუ დიდ­ხანს ელო­დით, სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი გა­ჩუ­ქოთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით სპორ­ტის ზამ­თრის სა­ხე­ო­ბებ­ში. სა­ტურ­ნის კე­თილ­გან­წყო­ბის­თვის გა­მო­ნა­ხეთ კვი­რა­ში ერთი დღე, მა­გა­ლითდ, შა­ბა­თი, როცა იკონ­ტაქ­ტებთ შვი­ლებ­თან. და­კავ­დე­ბით ჰო­ბით.

    მო­რი­ე­ლი
    ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცე­ვა თქვე­ნი სახ­ლი, სა­დაც ცხოვ­რობთ, მშობ­ლე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­საც ფლობთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ზღუ­დოთ ნა­თე­სა­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი ან გა­ცივ­დეს კავ­ში­რი. ან თქვენ­თან გად­მო­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად ნა­თე­სა­ვი და შე­გე­ზღუ­დოთ ფარ­თი. ზოგი შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ბი­ნა­ში გა­და­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად. შე­ფერ­ხდეს ან სრუ­ლად შე­ჩერ­დეს მშე­ნებ­ლო­ბა. კარ­გი, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ სა­ტურ­ნა: აი­შე­ნებთ მყარ, საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლს. და­კავ­დე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით. სახ­ლი­დან და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა ან გა­დახ­ვი­დეთ ახალ ბი­ნა­ში, რო­მელ­შიც მომ­დევ­ნო 30 წელი იცხოვ­რებთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი (კუ­ლი­ნა­რია, ხელ­საქ­მე) წა­მო­ი­წყოს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. შა­ბა­თო­ბით ილო­ცეთ გვა­რის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

    მშვილ­დო­სა­ნი
    სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­გი­ზღუ­დოთ კონ­ტაქ­ტი კო­ლე­გებ­თან, და-ძმებ­თან, ბიძა-დე­ი­დებ­თან. შემ­ცირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ, გა­ა­ჩე­როთ მან­ქა­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი კურ­სე­ბი 3 წელი გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლით სა­კითხს. კარ­გი მხრი­დან თუ შევ­ხე­დავთ, სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა "მო­გიყ­ვა­ნოთ" და-ძმა და მო­გე­მა­ტე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ მი­მართ. ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. აკონ­ტრო­ლეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ ჯა­რი­მე­ბი. რას გირ­ჩევთ სა­ტურ­ნი? შე­ამ­ცი­რეთ არაფ­რის­მომ­ცე­მი კონ­ტაქ­ტე­ბი. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი სწავ­ლა­ში, სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში. წეს­რიგ­ში გქონ­დეთ ყვე­ლა სა­ბუ­თი (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლიც). კვი­რა­ში ერთი დღე გა­მო­ყა­ვით და-ძმებ­თან, ბიძა-დე­ი­დებ­თან, კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, ინ­ტერ­ნე­ტით ინ­ტე­რეს­თან ჯგუ­ფებ­ში.

    თხის რქა
    ჯერ უსი­ა­მოვ­ნო ვთქვათ: სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცი­როთ ხარ­ჯი. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წოთ კრე­დი­ტის აღე­ბამ, ან შე­ფერ­ხდეს იმ თან­ხის აღე­ბა, რაც ადრე გა­მო­ი­მუ­შა­ვეთ. თუ უფ­რო­სი ხართ, ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როთ სტა­ფი. სამ­სა­ხურ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შემ­ცი­რე­ბა. კარ­გი მხა­რე ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ დიდხ­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. და­ი­წყოთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, სა­წარ­მო­ში. სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის ტრანსფორ­მა­ცია მო­ახ­დი­ნოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა. თუ თქვენს რუ­კა­ში სა­ტურნს კარ­გი ას­პექ­ტი აქვს, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ გუ­ლუხ­ვი სპონ­სო­რი, რო­მე­ლიც თქვენს პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს. სა­ტურ­ნი გირ­ჩევთ, შე­ამ­ცი­როთ ხარ­ჯი და იზ­რუ­ნოთ ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. შა­ბა­თო­ბით, ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გუ­ლა­რუ­ლად მცი­რე თან­ხა მა­ინც გა­და­დეთ.

    მერ­წყუ­ლი
    უნდა გა­ი­ზარ­დოთ, და­სე­რი­ო­ზულ­დეთ, შე­იც­ვლე­ბით გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, დაბ­რძენ­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, მო­გინ­დეთ შავი ფე­რის სა­მო­სის ჩაც­მა. მერ­წყუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა სახ­ლის აშე­ნე­ბა, გა­და­კე­თე­ბა, ხე­ლით რა­ღა­ცის შექ­მნა. სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი. კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბას­თან, კონ­სტრუქ­ცი­ებ­თა­ნა, დი­ზა­ინ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი და მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. და­გეგ­მეთ კვი­რა, თვე, წელი და იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­მარ­თლებთ. საქ­მე, ან ჰობი, რო­მელ­საც ახლა და­ი­სა­ხავთ, იქ­ნე­ბა დიდხ­ნი­ა­ნი და მომ­გე­ბი­ა­ნი.

    თევ­ზე­ბი
    სა­ტურნ­მა შე­იძ­ლე­ბა და­გიბ­ლო­კოთ თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­თან, ვი­ზებ­თან, ემიგ­რა­ცი­ას­თა­ნაა კავ­შირ­ში. იყა­ვით დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და ათ­ჯერ გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს მან­ძი­ლი (სი­ცი­ვე) ახ­ლობ­ლებს შო­რის. კარ­გი იქ­ნე­ბა ონა­ლინ­მუ­შა­ო­ბა, გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად, გან­მარ­ტო­ე­ბით მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეთ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მო­ნას­ტერ­ში, რეტ­რი­ტში, სა­დაც ადრე კარ­გად გრძნობ­დით თავს ან გაფრ­თხილ­დით, რათა თქვენ­მა ქმე­დე­ბამ არ მი­გიყ­ვა­ნოთ ცი­ხემ­დე. სუ­ლაც, შე­იძ­ლე­ბა 3-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მოთ უცხო­ეთ­ში და შორს მო­გი­წი­ოთ გამ­გზავ­რე­ბამ. ემიგ­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მუ­და­მო. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყოს, ფსი­ქო­ლო­გი­ის ან ეზო­ტე­რი­კის შეს­წავ­ლა. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, ში­ნა­გან შეგ­რძნე­ბებს. სა­ტურ­ნის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, კვი­რა­ში ერთი დღე (შა­ბა­თი) და­უთ­მეთ გან­მარ­ტო­ე­ბას, მე­დი­ტა­ცი­ას, ლოც­ვას, კარ­გია იოგა, ეზო­ტე­რი­კუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    507 ნახვა
    5-12-2020, 00:41
    ჰოროსკოპი