GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშანი და სასმელის მიმართ დამოკიდებულება
  • ზოდიაქოს ნიშანი და სასმელის მიმართ დამოკიდებულება

    მო­დით, ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, ნა­ხევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, იმას თუ რო­გორ იტა­ნენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი სას­მელს და რამ­დე­ნად არის მათ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ალ­კოჰო­ლის დიდი დო­ზით მი­ღე­ბა.

    ვერ­ძი
    ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სას­მე­ლის გა­რე­შეც არ უჩი­ვის უგუ­ნე­ბო­ბას. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­კოჰო­ლის გვა­რი­ა­ნი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­გორც წესი, თავი "ტერ­მი­ნა­ტო­რი" ან "სპა­ი­დერ­მე­ნი" ჰგო­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ არ გინ­დათ სა­კუ­თარ ტყავ­ზე გა­მოს­ცა­დოთ ვერ­ძის მიერ არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ნი­ჭი­ე­რად გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სუ­პერ­გმირს როლი, სას­მელს ნუ და­ა­ძა­ლებთ ამ ადა­მი­ანს.

    კურო
    ჩვე­უ­ლებ­რივ მშვიდ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ კუ­რო­ებს, რო­გორ წესი, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ახ­სენ­დე­ბათ დე­ტა­ლუ­რად კარ­გიც და ცუ­დიც. ამი­ტომ, შე­საძ­ლოა წვრილ­მა­ნის გამო აუ­შარ­დნენ ვინ­მეს ან ღა­მის სამ სა­ათ­ზე მო­ინ­დო­მონ შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­კი­თხვა. მო­კი­თხვას კი­დევ არა უშავს, აი რაც შე­ე­ხე­ბა გაბ­რა­ზე­ბას, კუ­როს გაბ­რა­ზე­ბა სა­ხუ­მა­რო საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გახ­ლავთ. ამი­ტომ, თვალ­ში ცუ­დად ნუ მოხ­ვდე­ბით ნას­ვამს და აცა­ლეთ ერთი-ორი ჭიქა მშვი­დად და­ა­გე­მოვ­ნოს თა­ვის­თვის.

    ტყუ­პე­ბი
    მხი­ა­რუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და და­უ­ღა­ლა­ვი ლაქ­ლა­ქის მოყ­ვა­რუ­ლი ტყუ­პე­ბის ხა­სი­ათს, სას­მე­ლის დოზა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ცვლის. პრინ­ციპ­ში, რაც ზო­გა­დად სიმ­თვრა­ლეს ახა­სი­ა­თებს, ეს მათ არც სი­ფხიზ­ლე­ში აკ­ლი­ათ (ბევ­რი ლა­პა­რა­კის სიყ­ვა­რუ­ლი, უად­გი­ლო ხუმ­რო­ბა და ა.შ). სა­მა­გი­ე­როდ, ტყუ­პე­ბის უმე­ტე­სო­ბას, რო­გორც წესი, ნა­ბა­ხუ­სე­ვი ემ­ტე­რე­ბა ქრო­ნი­კუ­ლად. ამი­ტომ, დი­ლით, წინა ღა­მის ნა­ქე­ი­ფარ ტყუ­პთან კა­მათს ნამ­დვი­ლად არ გირ­ჩევთ.

    კირჩხი­ბი
    ფა­ქი­ზი ფსი­ქი­კის კი­ბო­ე­ბი, რო­გორც წესი, სას­მელს საკ­მა­ოდ მძი­მედ იტა­ნენ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კირჩხი­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, და­ლე­ვა მა­ინც ძა­ლი­ან უყ­ვარს! რა­კი­ღა კი­ბოს მფარ­ვე­ლი მთვა­რეა, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი სი­თხის მმარ­თვე­ლია, კირჩხი­ბის ორ­გა­ნიზ­მი ძნე­ლად იტანს ალ­კოჰო­ლის დიდ დო­ზას, რა­საც შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა, სას­ტი­კი ნა­ბა­ხუ­სე­ვი და ხა­სი­ა­თის გა­უ­ა­რე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ასე რომ, ძვირ­ფა­სო კირჩხი­ბე­ბო, სას­მელ­თან ფრთხი­ლად!

    ლომი
    რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქე­იფ­სა და დროს­ტა­რე­ბა­ზე უარს არა­სო­დეს ამ­ბო­ბენ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ამის გამო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის გა­და­დე­ბა უწევთ. მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ში ისე სმა­შიც, ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა აშ­კა­რად ღა­ლა­ტობს. რაც არც თუ იშ­ვი­ა­თა­დაა მათ­თვის მე­ო­რე დღეს მძი­მე ნა­ბა­ხუ­სე­ვი­სა და სა­გუ­ლე პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი.

    ქალ­წუ­ლი
    ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი, ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმს. ამი­ტომ თუ მა­ინც უწევს და­ლე­ვა, მხო­ლოდ იმ შემ­თხე­ვა­ში მი­ი­ღებს ალ­კოჰო­ლის დიდ დო­ზას, თუკი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სას­მე­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­საა და მის ჯან­მრთე­ლო­ბას ამ მხრივ მა­ინც არ და­ა­ზი­ა­ნებს.

    სას­წო­რი
    სას­წო­რე­ბი აღ­მერ­თე­ბენ ნე­ბის­მი­ერ მხი­ა­რულ თავ­ყრი­ლო­ბა­სა და ხმა­უ­რი­ან დროს­ტა­რე­ბას. თუმ­ცა, დიდი მსმე­ლე­ბი მათ შო­რის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბი­ან. ამ ადა­მი­ა­ნის­თვის მთა­ვა­რია თა­ვად სი­ტუ­ა­ცია იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო. თუმ­ცა, თუ მა­ინც უწევთ და­ლე­ვა, ამ დროს ისი­ნი გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან და მზად არი­ან ყვე­ლას ჩა­ე­ხუ­ტონ და მო­ე­ფე­რონ, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და სქე­სი­სა.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­რე­კი­ლე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს ამ­ჟღავ­ნებს ალ­კოჰო­ლის მი­მართ. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი ალ­კოჰო­ლი­კი სწო­რედ მო­რი­ე­ლი­სა და კირჩხი­ბის ნიშ­ნით იბა­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სიმ­თვრა­ლე­ში მო­რი­ე­ლი, რო­გორც წესი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ენამ­წა­რე და ცი­ნი­კო­სი ხდე­ბა. ძვე­ლი წყე­ნის სას­მელ­ში ჩახ­რჩო­ბის მცდე­ლო­ბამ კი იგი შე­იძ­ლე­ბა გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნის საფრ­თხემ­დე მი­იყ­ვა­ნოს, იმის გამო, რომ მთვრალ­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით სცა­დოს.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდი გურ­მა­ნია. კარგ საჭ­მელს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სას­მე­ლიც შე­სა­ფე­რი­სი უხ­დე­ბა. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ო­ნი თუ ვერ იპოვ­ნა მშვილ­დო­სანს პირ­ველ შემ­ხვედრთა­ნაც შე­უძ­ლია, მე­გობ­რუ­ლად ჭი­ქის "აწე­ვა". სა­მა­გი­ე­როდ მერე, ბა­ხუს­ში მყო­ფი მზა­დაა მთე­ლი ფული მე­გობ­რებს და­უ­რი­გოს, უზო­მოდ ბევ­რი ილაქ­ლა­ქოს, ან მა­ტა­რე­ბელ­ში ჩაჯ­დეს და სად­მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­როს.

    თხის რქა
    თხის რქა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ალ­კოჰო­ლის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს არ ამ­ჟღავ­ნებს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმას, რომ სას­მელ­თან ერ­თად მათი პრობ­ლე­მე­ბი არ­სად აორ­თქლდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მამ­ძი­მე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით არ და­ი­ბა­და პი­რად რუ­კა­ში, თხის რქებს შო­რის ალ­კოჰო­ლიკს ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბით. თუმ­ცა, სა­დი­ლო­ბი­სას, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ასი გრა­მის და­გე­მოვ­ნე­ბა, ბევ­რი თხის რქის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

    მერ­წყუ­ლი
    რო­გორც წესი, მერ­წყუ­ლებს ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავთ. ამი­ტომ ისი­ნი, არც ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა­სა და თრო­ბით გა­მოწ­ვე­ულ მძაფრ შეგ­რძნე­ბებ­ზე ამ­ბო­ბენ უარს. ამას­თან ერ­თად, მარ­თა­ლია სიმ­თვრა­ლე­ში თავი კარ­გად უჭი­რავთ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ გარ­კვე­ულ დრომ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ სტუმ­რებს შო­რის ვი­ღაც ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი მა­გი­და­ზე ცეკ­ვავს, ის აუ­ცი­ლებ­ლად მერ­წყუ­ლი იქ­ნე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    ისე­ვე, რო­გორც კირჩხი­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თევ­ზე­ბის არა­ნაკ­ლებ ფა­ქი­ზი ფსი­ქი­კაც ძნე­ლად ეგუ­ე­ბა ალ­კოჰოლს, რა­საც თან სა­ზი­ზღა­რი ნა­ბა­ხუ­სე­ვი და ლა­მის ერ­თკვი­რი­ა­ნი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა მოს­დევს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს რომ სას­მე­ლი "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად" უყ­ვართ ესეც ფაქ­ტია. თა­ნაც, იმ დო­ნე­ზე რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ლი­ქი­ო­რის სმით და­წყე­ბულ ქე­იფს, სა­ბო­ლო­ოდ სა­მე­დი­ცი­ნო სპირ­ტით ამ­თავ­რებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    340 ნახვა
    6-12-2020, 01:22