GOGA.TV
მიხეილ რამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის ოჯახზე უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს
  • მიხეილ რამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის ოჯახზე უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს

    ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის ოჯახზე უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს. იურისტი მიიჩნევს, რომ სუსი და ხელისუფლების მაღალჩინოსნები თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან მის ჩამოცილებას თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ცდილობენ.

    მიხეილ რამიშვილი კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებას და საქმეში საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვას აპირებს.

    "მოვიდა ბავშვი და მითხრა, რომ მამა, ყოველ საღამოს, სადაც მივდივარ დაბურულმინებიანი მანქანა დამყვებაო. ჩემს დევნასაც თავი დაანებონ, მანქანით რომ დამყვებიან, თორემ გავაჩერებ ავტომობილს და გადავუვლი ავტომობილით. უკვე მაგათთვის მე ძალიან დიდი ხელის შემშლელი აღმოვჩნდი.

    ამ ყველაფერს გადავაგზავნი შესაბამის კომპეტენტურ ევროპის და ამერიკის ინსტიტუტებში," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
    193 ნახვა
    6-12-2020, 10:11