GOGA.TV
თუკი ბავშვი არ გემორჩილებათ - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით
  • თუკი ბავშვი არ გემორჩილებათ - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით

    შტრი­ხებს, რო­მე­ლიც მათ სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ებო­ძათ. ხში­რად ისე ხდე­ბა, რომ დედა ან მამა ვერ ახერ­ხებს სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხოს ბავ­შვთან, მი­მარ­თავს რა ათას­გვარ მე­თოდს და­წყე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მა­ინც არა და არ ჩანს...

    ჰოდა, იქ­ნებ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც გე­ცა­დათ მიდ­გო­მა? მერ­წმუ­ნეთ გა­ა­მარ­თლებს.

    ვერძს რომ რამე გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ ნუ ჩა­უდ­გე­ბით ჯიბრში. მი­ე­ცით მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უთხა­რით, რომ მი­უ­ხე­და­ვად ცუდი საქ­ცი­ე­ლი­სა, მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად გიყ­ვართ. თავს მო­იკ­ლავს და სა­პი­რის­პი­რო­ში და­გარ­წმუ­ნებთ მალე.

    კუ­როს ნუ­რა­სო­დეს აი­ძუ­ლებთ აჩ­ქა­რე­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბას. ეს მას ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­ში აგ­დებს რაც ერთი-ორად ზრდის მის სი­ჯი­უ­ტეს მშობ­ლის მი­მართ. დრო­ე­ბით თავი და­ა­ნე­ბეთ და მი­ე­ცით ვადა შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად.

    ტყუ­პის მო­უს­ვენ­რო­ბა და ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხში­რად იწ­ვევს გა­ცი­ლე­ბით უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მშობ­ლის გუ­ლის­წყო­მას. აზრი არ აქვს მის და­ში­ნე­ბას ან დას­ჯას. აჯო­ბებს რა­ი­მე სა­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­იწ­ვი­ოთ – მა­გა­ლი­თად ათ დღე­ში სამი წიგ­ნი წა­ი­კი­თხოს... მერე კი სა­ო­ჯა­ხო "რა, სად, რო­დის" გა­უ­მარ­თეთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­სარ­კვე­ვად.

    კირჩხი­ბი იშ­ვი­ა­თი ემო­ცი­უ­რი, სა­თუ­თი ბავ­შვია. ამი­ტომ მას­თან ხმის ტო­ნის აწე­ვით არა­სო­დეს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. პი­რი­ქით იგი უფრო და უფრო ჩა­ი­კე­ტე­ბა. მო­ე­პყა­რით თბი­ლად, გუ­ლახ­დი­ლად ჰკი­თხეთ ცუ­დად მოქ­ცე­ვის მი­ზე­ზე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­სა­ჯოთ. ასე იგი თავს და­ცუ­ლად იგ­რძნობს. შე­სა­ბა­მი­სად, და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო აღარ ექ­ნე­ბა.

    ლო­მის წა­ხა­ლი­სე­ბა და სტი­მუ­ლა­ცია, მისი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის "პულტზე" გა­დის. ამ ბავ­შვს ხში­რად სდე­ბენ ბრალს სი­ზარ­მა­ცე­სა და მუქ­თა­ხო­რო­ბა­ში. სა­ხალ­ხოდ უნდა შე­არ­ცხვი­ნოთ, მხო­ლოდ ასე გა­მო­იღ­ვი­ძევს მას­ში ლო­მუ­რი სი­ა­მა­ყე და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ეც­დე­ბა სა­პი­რის­პი­რო და­ამ­ტკი­ცოს.

    ქალ­წუ­ლი საკ­მა­ოდ ასო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვია. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ტაქ­ტი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა გჭირ­დე­ბათ. ხში­რად წა­ა­ხა­ლი­სეთ ხოლ­მე ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი საქ­ცი­ე­ლის გამო. ცუდს თუ ჩა­ი­დენს რა­მეს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად აუხ­სე­ნით სად და­ა­შა­ვა. ასე მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ.

    სას­წო­რი ბავ­შვე­ბი ხში­რად ექ­ცე­ვი­ან თა­ნა­ტო­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ პირ­მ­შოს დას­ჯით, კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ სი­ტუ­ა­ცი­ის არსში. ბავ­შვს არა­სო­დეს ეუ­ხე­შოთ, საყ­ვე­დუ­რი რბი­ლი ტო­ნით და მკა­ფიო ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის თან­ხლე­ბით მი­ე­ცით.

    მო­რი­ე­ლის აღ­ზრდა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამას ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით. ამი­ტომ პა­ტა­რა მო­რი­ელ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მის­თვის თქვენ რო­გორც მშო­ბე­ლი გმი­რო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სი­კე­თის მა­გა­ლი­თი იყოთ. მხო­ლოდ ასე და­იმ­სა­ხუ­რებთ მის­გან უპი­რო­ბო პა­ტი­ვის­ცე­მას.

    მშვილ­დო­სა­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი, შა­რი­ა­ნი და ანცი ბავ­შვია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გო­გო­ნაა თუ ბიჭი, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მო­უს­ვე­ნა­რი იქ­ნე­ბა. მას­თან კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა იუ­მო­რით, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და სით­ბო­თი შე­იძ­ლე­ბა. ას­წავ­ლეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმი­ტომ რომ დიდ ასაკ­ში ამ ნაკ­ლის გამო მას არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ელის.

    თხის რქა ბავ­შვე­ბი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი, დინ­ჯე­ბი და მომთმე­ნე­ბი არი­ან. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მათ­თან ემო­ცი­უ­რი შე­ზღუ­დუ­ლო­ბაა. პა­ტა­რა თხის რქა ხში­რად ვერ გა­მო­ხა­ტავს რე­ა­ლუ­რად სით­ბოს ან წყე­ნას. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იმუ­შა­ოთ მას­თან ამ კუ­თხით. მი­აჩ­ვი­ეთ იგი ემო­ცი­ე­ბის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას და და­არ­წმუ­ნეთ, რომ მას ამის გამო არა­ვინ დას­ჯის.

    მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დე­ბი არი­ან. მათ რო­გორც წესი მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა ნე­ბის­ყო­ფის სიმ­ცი­რის გამო არც ერთი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე არ მიჰ­ყავთ ბო­ლომ­დე. და­ეხ­მა­რეთ მას თუნ­დაც ერთი ამ­გვა­რი იდე­ის ფრთა­შეს­ხმა­ში, სა­მო­მავ­ლოდ იგი თა­ვა­დაც ენ­თუ­ზი­აზ­მით მო­ე­კი­დე­ბა სა­კუ­თარ ჩა­ნა­ფიქ­რს და შუა გზი­დან აღარ გა­და­უხ­ვევს არ­სად.

    თევ­ზი ბავ­შვე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი, არ­ტის­ტუ­ლე­ბი და სა­თუ­თე­ბი არი­ან. მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლე­ბი რბი­ლი ტო­ნით, არა­მენ­ტო­რუ­ლად ელა­პა­რა­კონ. თევ­ზის­თვის რა­ი­მეს ჩა­გო­ნე­ბა მხო­ლოდ მო­ფე­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­სი­ათ­ში ნე­ბის­ყო­ფაც გა­ნუ­ვი­თა­როთ. ხში­რად და­ა­ვა­ლეთ სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა, ოღონდ ისე, რომ ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბა შე­გეძ­ლოთ მის­თვის თუკი რამე შე­ეშ­ლე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    267 ნახვა
    7-12-2020, 23:31