GOGA.TV
ვინ ხართ - სოციოფობი თუ წარმატებისთვის დაბადებული, ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
  • ვინ ხართ - სოციოფობი თუ წარმატებისთვის დაბადებული, ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

    რთუ­ლია, ზო­გის უფრო მარ­ტი­ვი... თუმ­ცა, არა­ვის ცხოვ­რე­ბა არ არის ერ­თი­ა­ნად ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი. ამა­ში ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხე­ბით. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს მო­ევ­ლი­ნეთ, აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბათ სო­ცი­უ­მის მი­მართ თქვე­ნი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი თუ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და აქ­ტი­უ­რი იბა­დე­ბა, სხვა მხო­ლოდ ვიწ­რო წრე­ში და ძა­ლი­ან ახლო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის "გა­მომ­ზე­უ­რე­ბას" და გახ­სნას. ერ­თსაც და მე­ო­რე­საც გა­აჩ­ნია თა­ვი­სი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ტი­პა­ჟი ხში­რად ვერ ახერ­ხებს ჰქონ­დეს და­ლა­გე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, იმი­ტომ რომ მთე­ლი მისი რე­სურ­სე­ბი პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა. ის კი, ვინც ბედ­მა ნაკ­ლე­ბად გამ­ბე­და­ვი ან შე­და­რე­ბით ასო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თით და­ა­ჯილ­დო­ვა, კარ­გად ახერ­ხებს ცხოვ­რე­ბის აზრი ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იპო­ვოს... რო­მე­ლია ცუდი და რო­მე­ლი კარ­გი მო­დით ამა­ზეც ნუ ვი­და­ვებთ, ყვე­ლა ჩვენ­განს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი გა­აჩ­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა.

    რო­გორც ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის და­ბა­დე­ბულ­თა შო­რის ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბი ლი­დე­რო­ბენ – ლომს, ვერძს და მშვილ­დო­სანს ძალ­ზე დიდი ენერ­გია გა­აჩ­ნია ულევ ფან­ტა­ზი­ის უნარ­თან და ამ­ბი­ცი­ებ­თან ერ­თად. მათ შო­რის იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით ჩა­კე­ტილ და მორ­ცხვ ინ­დი­ვი­დებს, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დეც იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბი – პო­ლი­ტი­კა­ში, შო­უ­ბიზ­ნეს­ში, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ებ­ში და ა.შ.

    ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­შიც არა­ნაკ­ლე­ბი დო­ზით მო­ი­პო­ვე­ბი­ან აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ტი­პე­ბი. ტყუ­პებს, სას­წო­რებს და მერ­წყუ­ლებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­ცე­მა-გავ­რცე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ, რის ხარ­ჯზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისი­ნი შე­უც­ვლე­ლე­ბი ხდე­ბი­ან – გან­სა­კუთ­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის, ინ­ტერ­ნეტ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში.

    შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. კუ­რო­ებს, ქალ­წუ­ლებს და თხის რქებს ყო­ველ­თვის ურ­ჩევ­ნი­ათ სტა­ბი­ლუ­რი, მშვი­დი გა­რე­მო ხმა­უ­რი­ან პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და ჩოჩ­ქოლს. ეს ის ხალ­ხია, ვი­საც ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე ყვე­ლა­ზე მე­ტად უღირს ცხოვ­რე­ბა­ში და თუ მა­ინც უწევთ მა­ღალ პოს­ტებ­ზე მოხ­ვედ­რა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ თავი აა­რი­დონ სკან­და­ლურ პო­პუ­ლა­რო­ბას და ტე­ლე­კა­მე­რებს.

    და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე ასო­ცი­ა­ლურ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ხვდე­ბი­ან წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: კირჩხი­ბე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი და თევ­ზე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მორ­ცხვი და სო­ცი­უ­მის მი­მართ ერ­თგვა­რი ში­შის გრძნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კირჩხი­ბია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უზო­მო ემო­ცი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან; შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ეს მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი უშ­ლით ხელს იმა­ში, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა შეძ­ლონ. თევ­ზებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ­თვის უბ­რა­ლოდ არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რია ხში­რად სა­კი­თხი პო­პუ­ლა­რო­ბის შე­სა­ხებ. ხოლო მო­რი­ე­ლი, რო­მელ­საც საკ­მა­რი­სი დო­ზით გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, არ­ჩევს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი "კუ­ლი­სებს მიღ­მა" სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის კუ­თხით გა­მო­ი­ყე­ნოს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    283 ნახვა
    7-12-2020, 23:35