GOGA.TV
როგორი ცხოვრების წესს მისდევთ - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
  • როგორი ცხოვრების წესს მისდევთ - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

    წე­სიც შე­სა­ბა­მი­სად სხვა­დას­ხვა აქვთ. ვი­ღა­ცას თუ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა და დის­ციპ­ლი­ნა მოს­წონს, სხვას თა­ვი­სუ­ფალ გრა­ფიკ­ში მუ­შა­ო­ბა და თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე მი­სუ­ლი დროს­ტა­რე­ბა მი­აჩ­ნია ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ წე­სად. ხოლო იმას, თუ რომ­ლის­კენ ხართ მიდ­რე­კი­ლი და რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს თქვენ­თვის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მისი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

    რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის წესი, სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და და­უ­გეგ­მა­ვი სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა მოს­წონთ მშვილ­დოს­ნებს, ტყუპს, მერ­წყუ­ლებს, ვერ­ძებ­სა და თევ­ზებს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­ცო­ცხლე რის­კი­სა და ექ­სტრი­მის გა­რე­შე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხში­რად აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, წრე­გა­და­სუ­ლი საქ­ცი­ე­ლიც ჩა­ი­დი­ნონ ამა თუ იმ კუ­თხით.

    შე­და­რე­ბით წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი არი­ან და სა­კუ­თა­რი იმი­ჯი ძვი­რად უღირთ ლო­მებს, თხის რქებს, მო­რი­ე­ლებ­სა და სას­წო­რებს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს იმას, თუ რას ფიქ­რო­ბენ მათ­ზე სხვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის კე­თე­ბა გუ­ლი­თაც რომ სურ­დეთ, მაქ­სი­მა­ლურ კონ­ტროლს უწე­ვენ გო­ნე­ბით სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს. თუმ­ცა­ღა, ისეც ხდე­ბა, რომ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ე.წ. "ორ­მა­გი თა­მა­შის" მოყ­ვა­რულ­თა სი­ა­შიც ვხვდე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ "სა­გა­რეო" და "სა­ში­ნაო" იმი­ჯი გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ამ ხალ­ხის იმი­ჯი ყო­ველ­თვის უზა­დოა და მი­სა­ბა­ძი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მა­შინ როცა ში­ნა­უ­რე­ბი ხში­რად მათ აუ­ტა­ნელ ხა­სი­ათ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

    და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე წინ­და­ხე­დუ­ლი, გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია ქალ­წუ­ლე­ბის, კუ­რო­ე­ბის, კირჩხი­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ყო­ველ­თვის ზედ­მი­წევ­ნით და ზუს­ტად იცი­ან, რო­დის, რა და რა­ტომ უნდა აკე­თონ. მათ სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი მოს­წონთ და უყ­ვართ, როცა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი (და ად­გი­ლი) აქვს მი­ჩე­ნი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    284 ნახვა
    12-12-2020, 05:39