GOGA.TV
საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმებზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია
  • საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმებზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

    გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მოუწოდებენ დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს.

    "საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი,"- ეს არის მცირე ფრაგმენტი საფრანგეთისა და გერმანიის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებიდან, რომელშიც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნის პერსპექტივებზეა საუბარი.

    საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია.

    "ბოლო ორ ათწლეულში საქართველომ განიცადა უდიდესი დემოკრატიული ცვლილებები. ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩრიდლოატლანტიკურ ალიანსთან, ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ძლიერი ინსტიტუტების შექმნა ქვეყანაში დემოკრატიის გარანტიაა. გერმანია და საფრანგეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნები მივესალმებით წლის დასაწყისში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, რომლითაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით კონსესუსს მიაღწია. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, რომ შესწევთ ძალა საპარლამენტო პლურალიზმის. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პანდემიის მიუხედავად პირველ ტურში ამომრჩევლების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

    ამასთან, ODIHR-ის საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს საარჩევნო პროცესში გარკვეული ხარვეზების არსებობა. როგორც ჩანს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ასეთი დებატებისთვის კი პარლამენტი ზუსტად ის ადგილია სადაც მხარეებმა უნდა ისაუბრონ, ეს გააძლიერებს ქვეყანაში საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობას... გვსურს ხაზი გავუსვათ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო შუამავლების მხარდაჭერას. ეს დახმარება საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას სთავაზობს მიაღწიონ პოზიტიურ რეფორმებს რათა გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონალური გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვან საკითხად ქვეყნის ერთიანობა რჩება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან თანადგომა გაუწიონ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ აირჩია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ ინტეგრაციას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს რუსეთის ჩათვლით სრულად განახორცილეონ იმპლემენტაცია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მიიღონ ხელშესახები შედეგები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში,"- ნათქვამია განცხადებაში.
    264 ნახვა
    12-12-2020, 09:28