GOGA.TV
წლის ბოლო მზის სრული დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები
  • წლის ბოლო მზის სრული დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

    2020 წლის 14 დე­კემ­ბერს , თბი­ლი­სის დრო­ით 20 სა­ათ­სა 13 წუთ­ზე, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე გვექ­ნე­ბა მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა , მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში. წლე­ვან­დე­ლი წელი გუ­ლუხ­ვი იყო დაბ­ნე­ლე­ბე­ბით და გი­ლო­ცავთ, წელს ეს დაბ­ნე­ლე­ბა ბო­ლოა, მე­ექ­ვსე. 30 ნო­ემ­ბერს გვქონ­და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა , 14 დე­კემ­ბერს სრულ­დე­ბა ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, გა­მო­ირ­ჩე­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დე­ბი­თა და ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ზოგ­მა დე­რე­ფა­ნი შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქად გა­ი­ა­რა, ზოგ­მა ვერა. სხვა­თა შო­რის, მზის დაბ­ნე­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო დროა, რათა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რაც დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში იწყე­ბა, რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გირ­ჩევთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მხო­ლოდ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, შე­ას­რუ­ლეთ ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ და­ი­წყოთ არა­ფე­რი ახა­ლი. თუმ­ცა, უკვე 17 დე­კემ­ბრი­დან შეძ­ლებთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

    14 დე­კემ­ბერს, მთვა­რე და მზე მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­შია. დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში პლუს/მი­ნუს 2 დღე ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გან­წყო­ბა გა­უ­ფუჭ­დეთ ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი, თუ გული, სის­ხლძარ­ღვე­ბი ან ჰი­პერ­ტო­ნია გა­წუ­ხებთ. შე­იძ­ლე­ბა აგ­ტკივ­დეთ თავი, მო­მა­ტე­ბუ­ლია ნერ­ვი­უ­ლი ფონი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა. გაფრ­თხილ­დით ტრავ­მუ­ლი დღეა და ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს. არ გა­და­იტ­ვირ­თოთ და ეცა­დეთ, აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. დაბ­ნე­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და შემ­დეგ და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ თავ­საც და თქვენ გარ­შე­მო მომ­ხდარ მო­ვე­ლე­ნებ­საც. სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და ეცა­დეთ, დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მა­შინ, როცა ემო­ცი­უ­რი ფონი და­გიმ­შვიდ­დე­ბათ. სა­სურ­ვე­ლია, თუ არა­ფე­რი გი­ფუჭ­დე­ბათ, 17 დე­კემ­ბრის შემ­დეგ და­გეგ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი.

    ახალმთვა­რე­ო­ბას და მზის სრულ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის 24 გრა­დუს­ში. ცე­ცხლო­ვა­ნი მშვილ­დო­სა­ნი ფი­ლო­სო­ფო­სია, რო­მე­ლიც წვრილ­მა­ნებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. მას თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა სურს. ეს არის ახა­ლი იდე­ე­ბის, შე­მოქ­მე­დო­ბი­თო­ბის სტი­ქია . გწამ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ხშირ-ხში­რად უმე­ო­რეთ სა­კუ­თარ თავს, რომ თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ, სა­სურ­ველს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. ეს სი­ტყვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ თქვენს შვილს ან მე­უღ­ლე­საც უთხრათ. რე­ა­ლუ­რა­დაც, პლა­ნე­ტე­ბი ისეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ აქ­ტი­უ­რად შეგ­ვეძ­ლე­ბა მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

    დაბ­ნე­ლე­ბამ­დე და­ა­ლა­გეთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლდით ძვე­ლი­სა და უსარ­გებ­ლოს­გან. იყა­ვით და იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად და არა­ვის­თან იჩხუ­ბოთ. სა­სურ­ვე­ლია, 14 დე­კემ­ბრამ­დე 2-3 დღით ადრე და­იც­ვათ დი­ე­ტა, არ მი­ი­ღოთ ალ­კოჰო­ლი და ხორ­ცე­უ­ლი.

    დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 1 სა­ა­თით ადრე მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი. გამ­ხნევ­დით, აან­თეთ სან­თე­ლი და ბი­ნას სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მო­უ­ა­რეთ. ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უსურ­ვეთ სა­კუ­თარ სახ­ლს, ილა­პა­რა­კეთ იმა­ზე, რაც გსურთ, რომ მის კედ­ლებ­ში მოხ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ­გვა­რად იცავთ სახ­ლს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან და აღავ­სებთ და­დე­ბი­თით. დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 15-20 წუ­თით ადრე ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რეთ ის უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბი (შიში, ეჭვი, სი­ზარ­მა­ცე), რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც გსურთ . ფურ­ცე­ლი დაწ­ვით. თუ მო­წე­ვის­გან გსურთ თა­ვის დაღ­წე­ვა, დაბ­ნე­ლე­ბამ­დე, გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­წი­ეთ უკა­ნას­კნე­ლი ღერი და სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბეთ ამ ჩვე­ვას. დაბ­ნე­ლე­ბის დად­გო­მი­დან უსურ­ვეთ ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­კუ­თარ თავს და მთელ ქვე­ყა­ნას.

    სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა პო­ზი­ტი­ურ ას­პექტს აკე­თებს ორ სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტას­თან - სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი . რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე. დაბ­ნე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი თხის რქი­დან (მი­წის სტი­ქია) მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში (ჰა­ე­რის სტი­ქია) გა­დავ­ლენ და პირ­ველ გრა­დუს­ში შე­უ­ერ­თდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს 21 დე­კემ­ბერს. ეს არის ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სი . ნუ გა­მო­კი­დე­ბით ძველ­სა და დრო­მოჭ­მულს, იყა­ვით მზად ახ­ლის­თვის და ზოგ­ჯერ - მო­უ­ლოდ­ნე­ლის­თვი­საც. 2021 წელს უამ­რა­ვი რე­ფორ­მა და სი­ახ­ლე გვე­ლო­დე­ბა.

    მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­წე­რეთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მომ­დევ­ნო წლის მთე­ლი გეგ­მე­ბი, რაც გსურთ, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ . და­სას­რულ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­წე­რეთ თა­რი­ღი, რო­დემ­დე უნდა აგის­რულ­დეთ. ამ­გვა­რად სურ­ვი­ლი თქვე­ნი მი­ზა­ნი ხდე­ბა. მერე ჩა­მო­წე­რეთ, რა გჭირ­დე­ბათ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მიზ­ნე­ბი და­ა­ნა­წევ­რეთ გეგ­მე­ბად. რა ქმე­დე­ბე­ბი მი­გიყ­ვანთ სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე. მი­ზა­ნი უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი. და რაც მთვა­რია, არ და­წე­როთ ისე­თი სურ­ვი­ლი, რაც ზი­ანს მო­უ­ტანს თქვენს ახ­ლობ­ლებს, გარ­შე­მო მყო­ფებს, ქვე­ყა­ნას. არ და­წე­როთ სურ­ვი­ლი ნა­წი­ლა­კის "არა" გა­მო­ყე­ნე­ბით (მა­გა­ლითდ, არ და­წე­როთ "არ მინ­და ვი­ა­ვად­მყო­ფო" და­წე­რეთ "მე ჯან­მრთე­ლი ვარ" ან "გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი" - თუ ავად­მყო­ფობ­დით). გეგ­მის კო­რექ­ცია შე­გიძ­ლი­ათ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ თვე­ში, ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს.

    პო­ზი­ტი­უ­რი დღე­ე­ბი ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად 2020-2021 წლებ­ში

    2020 წლის 17 დე­კემ­ბრი­დან 2021 წლის 29 იან­ვრამ­დე კარ­გი პე­რი­ო­დია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­გეგ­მა­ვად. მო­მა­ვალ წელს, 30 იან­ვრი­დან პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა (21 თე­ბერ­ვლამ­დე) ამი­ტომ, ეცა­დეთ, ამ პე­რი­ოდს არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ყიდ­ვა არ და­ამ­თხვი­ოთ. მომ­დევ­ნო კარ­გი პე­რი­ო­დი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად გვექ­ნე­ბა 22 თე­ბერ­ვლი­დან 20 მა­ი­სის ჩათ­ვლით. ერ­თდერ­თი პე­რი­ო­დი, როცა სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, 15-22 მარ­ტის შუ­ა­ლე­დია. 30 მა­ი­სი­დან 23 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის ციკლს მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი ემა­ტე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში არა­ფე­რი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ და­ი­წყოთ. 24 ივ­ნი­სი­დან 26 სექ­ტემ­ბრის და 20 ოქ­ტომ­ბრი­დან 15 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით ისევ კარ­გი პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ. ხოლო 29 სექ­ტემ­ბრი­დან 19 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი კვლავ რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ხოლო 19 ნო­ემ­ბრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში ისევ გა­ვივ­ლით მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს.

    ვის­ზე იმოქ­მე­დებს მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

    პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მათ­ზე, ვინც 11-17 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და მათ­ზე, ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი (მზე, მთვა­რე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა, მარ­სი, იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი) ჰყავს გან­ლა­გე­ბუ­ლი მშვილ­დოს­ნის 21-27 გრა­დუს­ში. კარ­გი პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ და გა­აქ­ტი­ურ­დით. აქ­ტი­უ­რო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ელით მათ, ვინც და­ი­ბა­და: 10-16 მარტს, 10-16 ივ­ნისს და 12-18 სექ­ტემ­ბერს. სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენს პი­რად რუ­კა­ში სად, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა მშვილ­დოს­ნის 24-ე გრა­დუ­სი. ამ სფე­რო­ში მოხ­დე­ბა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლას მო­გე­თხო­ვე­ბათ, იშ­რო­მოთ, იყოთ მო­მარ­თუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სწავ­ლა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. შე­ის­წავ­ლეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ეცა­დეთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლინთ ნიჭი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, პლუს/მი­ნუს 2 დღე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    504 ნახვა
    13-12-2020, 02:50