GOGA.TV
ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
  • ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

    14 დე­კემ­ბე­რი წლის გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა, - ახალმთვა­რე­ო­ბას და წლის ბოლო დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში. მზის ეს დაბ­ნე­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (შე­იძ­ლე­ბა 6 თვის თავ­ზეც ჰქონ­დეს გა­მო­ძა­ხი­ლი) იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას. 14 დე­კემ­ბერს შე­იძ­ლე­ბა სი­სუს­ტე იგ­რძნოთ, თავი აგ­ტკივ­დეთ, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ და ეცა­დეთ, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე იყოთ. ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და 2001 წლის 14 დე­კემ­ბერს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში, რა შე­დე­გე­ბი მო­გი­ტა­ნათ. დაბ­ნე­ლე­ბა, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში მშვილ­დოს­ნებ­ზე იმოქ­მე­დებს, რად­გან მის ნი­შან­ში შე­ერ­თდნენ მზე და მთვა­რე. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებ­ზეც. პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტის, მთვა­რი­სა და მზის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

    ვერ­ძი
    ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ კი­დეც სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბა, ან მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლოთ პრო­ფე­სია და გახ­დეთ ჟურ­ნა­ლის­ტი, გიდი, ლექ­ტო­რი... ან პი­რი­ქით, მო­გინ­დე­ბათ მე­ო­რე, მე­სა­მე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ნუ და­ი­წყებთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს, უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გა­მო­ძი­ე­ბა. გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ზოგი უცხო­ეთ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბას შე­ი­ძენს ან და­ქორ­წინ­დე­ბა.

    კურო
    ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ სა­ბან­კო, სა­ფი­ნა­ნოს, სა­მემ­კვიდ­რეო, სა­და­ზღვე­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ნახ­ლდეს ადრე და­წყე­ბუ­ლი სა­სამ­რთლო პრო­ცე­სე­ბი. მი­ი­ღოთ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ან ალი­მენ­ტი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლოს თქვენს პარტნი­ორს (საქ­მი­ან­საც და სა­სიყ­ვა­რუ­ლო­საც) და ეს მო­მენ­ტი ითხოვს დაკ­ვირ­ვე­ბით გა­და­ხედ­ვას. კარ­გი პე­რი­ო­დია ჩა­ა­სახ­ვის­თვის, ზო­გი­ერთს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი. ზოგს კი გა­ი­ტა­ცებს ეზო­ტე­რი­კა, მა­გია, კრი­მი­ნო­ლო­გია, რი­ტუ­ა­ლე­ბი.

    ტყუ­პი
    და­აკ­ვირ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. საქ­მი­ან პარტნი­ო­რებთნ შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ან კონ­ტრაქ­ტე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­უჩ­ნდე­ბათ რო­მა­ნის ახა­ლი გმი­რი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ და­ქორ­წი­ნე­ბას, ერ­თჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის გახ­სნა ან შვი­ლის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტოს. ხოლო თუ პი­რად რუ­კა­ში ცუდი ას­პექ­ტე­ბი გაქვთ, პი­რი­ქით, არ­სე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. იმის გამო, რომ ან თქვენ, ან თქვე­ნი პარტნი­ო­რი რა­ღა­ცას მა­ლავ­დით.

    კირჩხი­ბი
    მო­გე­მა­ტე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რუ­ტი­ნა. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნი ვა­კან­სია და­ი­კა­ოთ. სამ­სა­ხურ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი. მი­სა­ხე­დია ჯან­მრთე­ლო­ბა. გა­ი­კე­თეთ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მი­აგ­ნებთ ექიმს, რო­მე­ლიც შე­დე­გი­ა­ნად გიმ­კურ­ნა­ლებთ. ან თა­ვად გახ­სნით სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრს, და­ინ­ტე­რეს­დე­ბით მე­დი­ცი­ნით. ზო­გი­ერ­თი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის (ფრინ­ვე­ლის) ყო­ლას გა­და­წყვეტს. ან თუ უკვე გყავთ, გა­გა­ხა­რებთ მისი კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა. თუ დი­ე­ტის დაც­ვას აპი­რებ­დით, დროა გა­და­ხე­დოთ კვე­ბის რა­ცი­ონს და და­ი­წყოთ სამ­კურ­ნა­ლო ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

    ლომი
    ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბა მო­გი­ტანთ რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალს. სხვა­თა შო­რის, მომ­დევ­ნო დაბ­ნე­ლე­ბაც სიყ­ვა­რუ­ლის, სფე­რო­ში გექ­ნე­ბათ და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლის გა­ჩე­ნა. თუ სპორ­ტსმე­ნი ხართ, ელო­დეთ გა­მარ­ჯვე­ბას შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. ზოგ­მა კი შე­იძ­ლე­ბა გახ­სნას სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი, ბავ­შვთა სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცენ­ტრი. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ჰობი კი შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­გიხ­დეთ.

    ქალ­წუ­ლი
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა ფეს­ვე­ბი, ოჯა­ხი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. სახ­ლი, რო­მელ­შიც ცხოვ­რობთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ ბინა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და იყი­დოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი, ან გა­და­ა­კე­თოთ, შეც­ვა­ლოთ გან­ლა­გე­ბა ბი­ნა­ში, მო­ა­ლა­მა­ზოთ. ხში­რად ასე­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს სამ­სა­ხუ­რი, კა­რი­ე­რა და მთე­ლი დრო ოჯახს და­უთ­მოს, ან ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა და­ი­წყოს, სახ­ლი­დან იმუ­შა­ოს ან სუ­ლაც პენ­სი­ა­ზე გა­ვი­დეს. მზის ეს დაბ­ნე­ლე­ბა მო­გი­ტანთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას თქვენს ნა­თე­სა­ვებ­ზე, ფეს­ვებ­ზე. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბა მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა, მისი მო­წეს­რი­გე­ბა, მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა.

    სას­წო­რი
    ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და-ძმებ­თან, კო­ლე­გებ­თან, მე­გობ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეცა­დეთ, არ იკა­მა­თოთ მათ­თან. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი, რად­გან ეს კა­მა­თი კი­დევ 2 წელი გაგ­რძელ­დე­ბა. ზოგს შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი კო­ლე­გე­ბი გა­მო­გიჩ­ნდეთ ან მე­ზობ­ლე­ბი. თუ გსურთ, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ტექ­ნი­კა, ავ­ტო­მო­ბი­ლი, ან გა­ნა­ახ­ლოთ ძვე­ლი. მივ­ლი­ნე­ბა, სწავ­ლი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბი გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სა­ბუ­თებს, თქვენ­და გა­საკ­ვი­რად, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ა­ფორ­მებთ. ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებს ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბას, ან ონ­ლა­ინ­ნაც­ნო­ბო­ბა ელის.

    მო­რი­ე­ლი
    ფული გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ. ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი, ჩა­მო­წე­რეთ ის სფე­რო­ე­ბი, რაც ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. მო­გინ­დე­ბათ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა ან ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში, სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუ მომ­ღე­რა­ლი ხართ, თქვე­ნი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ ანუ ხმა მო­გი­ტანთ ფულს. ზოგი გა­და­წყვეტს, პი­რა­დი ბიზ­ნე­სი გახ­სნას.

    მშვილ­დო­სა­ნი
    აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა თემა: მე და ჩემი პარტნი­ო­რი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბა. მო­გინ­დე­ბათ გა­რეგ­ნო­ბის, იე­რის, იმი­ჯის, სტი­ლის შეც­ვლა. ან თუნ­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა. გა­და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. უნდა იყოთ მე­ტად აქ­ტი­უ­რი, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ "მე". გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მო­გინ­დეთ და­ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლის გა­ჩე­ნა. თუ მო­გინ­დე­ბათ, თუ თქვენ­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ კი­დეც არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც აღარ ვი­თარ­დე­ბა. უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას. შან­სი გეძ­ლე­ვათ, 14 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოთ "სუფ­თა ფურ­ცლი­დან" და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დით.

    თხის რქა
    უჩ­ვე­უ­ლო, უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი, ქველ­მოქ­მე­დე­ბა გახ­დე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შაო შე­მოგ­თა­ვა­ზონ შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. ან სამ­სა­ხუ­რი სახ­ლში გად­მო­ი­ტა­ნოთ და ში­ნი­დან იმუ­შა­ოთ პრო­ექ­ტებ­ზე. გა­გიჩ­ნდე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბის სურ­ვი­ლი ან რა­ღაც მი­ზე­ზის გამო იზო­ლა­ცი­ა­ში მოხ­ვდე­ბით. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს პან­სი­ო­ნატ­ში, რეტ­რი­ტში გა­ემ­გზავ­როს ან - უცხო­ეთ­ში, მიგ­რა­ცი­ის სურ­ვი­ლით. უმე­ტე­სო­ბას გა­გიჩ­ნდე­ბათ სა­ი­დუმ­ლო (სამ­სა­ხუ­რი) და ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტით შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი გა­ა­ბათ, მაგ­რამ არ გირ­ჩევთ.

    მერ­წყუ­ლი
    გა­წევ­რდით თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფებ­ში, ჩა­ე­წე­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სებ­ზე ან და­ას­რუ­ლებთ სწა­ვა­ლას და მი­ი­ღებთ დიპ­ლომს. ზოგს მო­გინ­დე­ბათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა. ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბის შექ­მნა. სო­ცი­უ­მის­თვის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­დე­ბით. წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა, ერთი სი­ტყვით, ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი უნდა გახ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ მო­სინ­ჯოთ რე­ჟი­სო­რის, ფო­ტოგ­რა­ფის, მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუა. ზოგ­მა კი მე­სა­მედ გა­და­წყვი­ტოს და­ქორ­წი­ნე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    კა­რი­ე­რა გახ­დე­ბა თქვენ­თვის უმ­თავ­რე­სი, მო­გინ­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა უფ­რო­სი ჩა­ა­ნაც­ვლოთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვი­ტოს წას­ვლა. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­სურ­ვე­ლი, მი­აღ­წი­ოთ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას. და­ი­წყოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მო­გინ­დე­ბათ და­ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ჯილ­დო, მე­და­ლი ან უცხო­ე­თის პას­პორ­ტი. თუ აქამ­დე ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დით, ახლა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    457 ნახვა
    13-12-2020, 02:59