GOGA.TV
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ შევხვდეთ თეთრი ხარის წელს?
  • რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ შევხვდეთ თეთრი ხარის წელს?

    წლის მმართველს სადა და აკურატული ნივთები უყვარს. ძვირად ღირებულ სამოსს ნუ ჩაიცვამთ. უპირატესობა ნატურალურ ქსოვილებს მიანიჭეთ. ფერებიდან გამოიყენეთ: თეთრი, ნაცრისფრის ყველა გამა, რძისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი. აქსესუარებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს. იდეალური იქნება, თუ ნატურალური ქვებით იქნება გაწყობილი. საახალწლო ღამეს იაფფასიან სამკაულებს ნუ გაიკეთებთ.

    საახალწლო სუფრა
    საახალწლო სუფრაც ხარის ინტერესების გათვალისწინებით გაშალეთ. არ მოამზადოთ ხბოსა და ძროხის ხორცის კერძები, არც ეგზოტიკური კერძები დაალაგოთ სუფრაზე. ხარი არც ძლიერი ალკოჰოლური სასმელებით თრობას გაპატიებთ.
    ხარს გემრიელი
    ჭამა უყვარს და ეცადეთ, მრავალფეროვანი და გემრიელი კერძები მოამზადოთ. უპირატესობა ბოსტნეულის კერძებს მიანიჭეთ. სუფრაზე უხვად დაალაგეთ ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. ხორციანი კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ ფრინველი, ღორი, კურდღელი. აუცილებელია თევზის კერძიც. სასმელებიდან სუფრაზე გქონდეთ ნატურალური წვენები და კომპოტი, მსუბუქი კოქტეილი. ხარს ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ დესერტი უხვად უნდა გქონდეთ.

    სუფრს გაწყობა
    კარგი არჩევანი იქნება თეთრი ქსოვილის სუფრა და თეთრი ფერისვე თეფშები. ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი და ლამაზი, მინის ჭიქები, მეტალის სასანთლეები. სუფრაზე შეგიძლიათ ხარის ვერცხლისფერი ფიგურა დადოთ. სუფრაზე მორთეთ ვაშლებითა და გირჩებით.

    სასურველია, სახლი და ნაძვის ხე ძველებური სათამაშოებით მორთოთ, რომლებიც მემკვიდრეობით გერგოთ.

    როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე
    იმისათვის, რომ წლის მბრძანებელის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, ნაძვის ხეზე წითელი ფერის სათამაშოებს ნუ ჩამოკიდებთ. გამოიყენეთ ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, რძისფერი, ოქროსფერი.
    სუვენირები და ტკბილეულიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

    რადგან თეთრი ფერის მეტალის ხარის წელია, მონეტებიც შეგიძლიათ შეაბათ ნაძის ხეზე. ან ნაძვის ხის ქვეშ მიმოფანტოთ.

    ხის სათამაშოებიც ნებადართულია.

    ნაძვის ხის მორთვაში მთელი ოჯახი უნდა იყოს ჩართული. ნაძვის ხეზე მთავარი გირლანდა ოჯახის უფროსმა უნდა დაამაგროს. ეცადეთ, ძალიან დიდი ნაძვის ხე არ დადგათ. კენწეროსა და ჭერს შორის მანძილი უნდა იყოს, ენერგიამ რომ იმოძრაოს.

    სახლი მორთოთ ხისა და მეტალის ნივთებით.

    წყარო: marao.ge
    409 ნახვა
    14-12-2020, 02:20