GOGA.TV
ბედნიერების, სიყვარულის და ფულის მოსაზიდი რიტუალები ახალი წლისთვის
  • ბედნიერების, სიყვარულის და ფულის მოსაზიდი რიტუალები ახალი წლისთვის

    ბედნიერებისა და სიყვარულის მოსაზიდი რიტუალი

    თეთრი ხარისთვის ოჯახი პირველ ადგილზეა. დააკვირდით რა მოხდება საახალწლო ღამეს და თავადაც მოინდომეთ, რომ სიხარული მიიზიდოთ:

    თუ საახალწლო ღამეს გოგონამ თითი გაიჭრა, აუცილებლად შეხვდება თავის სიყვარულს.

    თუ შუაღამის შემდეგ ქუჩაში გახვალთ და პირველი შემხვედრი მამაკაცი იქნება, წელს აუცილებლად გათხოვდებით.

    თუ სუფრის ალაგებისას მაგიდის ქვეშ ნამცეცებს აღმოაჩენთ, უახლოეს ხანში ქორწინებას ელოდეთ.

    თუ სუფრასთან დაგაცემინებთ, მამაკაცები ყურადღებით გაგანებივრებენ.

    წყვილმა, რომელსაც სურს, რომ მომავალ წელს ბედნიერი და ძლიერი ოჯახი ჰქონდეს, 12 საათის დარეკვისთანავე
    უნდა ჩაკიდოს ერთმანეთს ხელი და აკოცოს.

    ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ იმარჩიელოთ კიდეც. აიღეთ შავი, წითელი, ყვითელი და თეთრი ფერის ძაფები. თითოეული გამოკვანძეთ სამჯერ. ეს ხარის კუდის სიმბოლო იქნება. მოათავსეთ ისინი ძილის წინ ბალიშის ქვეშ. ძილის წინ იფიქრეთ ახალგაზრდა მამაკაცზე, ან უკვე არსებულ შევარებულზე, ან იმაზე, თუ როგორი მამაკაცი გსურთ გვერდით რომ გყავდეთ. დილით შეყავით ხელი ბალიშის ქვეშ და გამოიღეთ ერთი ცალი ძაფი. ახლა კი მნიშვნელობა: თუ შავი ფერის ძაფი გამოიღეთ, პასუხი უარყოფითია; ყვითელი - თქვენი სურვილი წლის ბოლოს ასრულდება. წითელი - სურვილი აგისრულდებათ, მაგრამ სიხარული ხანმოკლე იქნება. თეთრი - ბედი გწყალობთ, სურვილი მალევე აგისრულდებათ.

    თუ გსურთ, მომავალ წელს თქვენს ოჯახში ბავშვი დაიბადოს, ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ ბოჩოლას ფიგურა ან საბავშვო საჩხაკუნო.

    ძველად ნაძვის ხის ქვეშ საწოვარას და საბავშვო ფაჩუჩებს დებდნენ შვილიერების მისაზიდად.

    თუ სახლში ფიკუსის ხე გაქვთ, ისიც მორთეთ, ჩასახვისთვის ბედნიერი სიმბოლოა.

    თუ ახალი წლის წინა დღეებში სახლთან კნუტი ან ლეკვი მოვა, აჭამეთ და მოეფერეთ, ეს ნიშანია, რომ მალე შვილი გეყოლებათ.

    2021 წელს ჩასახული და დაბადებული ბავშვები ძლიერები და ჯანმრთელები იქნებიან.

    ფულს მიზიდვის რიტუალი

    არავის ასესხოთ ფული საახალწლო დღეებში.

    ახალი წლის დადგომამდე ჯიბეში ჩაიდეთ რკინის ლარიანი, თუ გაქვთ, ვერცხლის მონეტა ან ნებისმიერი ვერცხლისფერი ფული.

    სუფრაზე აანთეთ მწვანე სანთელი - ფული რომ მოიზიდოს.

    მაგიდასთან თითოეული ადამიანის თეფშის ქვეშ დადეთ მონეტა, რომ მთელი წელი ბარაქიანი ჰქონდეს.

    ახლა კი ორი სიტყვით, რა არ უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს: არ რეცხოთ სარეცხი, არ დაალაგოთ და გამოხვეტოთ და არ გადაყაროთ ნაგავი.

    არავინ შეუშვათ წყვილის საძინებელში, ღალატის საწინდარია.

    არ იტიროთ და მოიწყინოთ ახალი წლის ღამეს. არც ჩხუბი და უსიამოვნება გეპატიებათ. ხომ გახსოვთ, "როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისე გაატარებთ"...

    გარშემო მყოფებს აჩუქეთ პრაქტიკული, მაგრამ არა ძვირად ღირებული საჩუქრები. ხარი ზედმეტ მფლანგველობას არ გაპატიებთ.

    თუ პირველ იანვარს შემთხვევით გაგიტყდათ ჭურჭელი ან ნაძვის ხის სათამაშო, არ გაბრაზდეთ, ეს კარგი ნიშანია, მომენტალურად ჩაიფიქრეთ სურვილი.

    ახალგაღვიძებულმა ოჯახის წევრები მსხვილი კუპიურით "გალახეთ", რომ ფული მთელი წელი ეწებებოდეთ.

    დააპურეთ უსახლკარო ცხოველები, ესეც ხვავისა და ბარაქის მომტანია.

    წყარო: marao.ge
    362 ნახვა
    15-12-2020, 00:35