GOGA.TV
ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი საუკეთესო საყვარელია, ვინ არის მათ შორის გამორჩეული...
  • ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი საუკეთესო საყვარელია, ვინ არის მათ შორის გამორჩეული...

    „საუკეთესო საყვარლის“ ტიტული მათ სამართლიანად ეკუთვნით.
    მაგრამ, ამის მიუხედავად ამ 4 ნიშნიდან მაინც გამოარჩევენ ერთ-ერთი ნიშნის წარმომადგენელს.

    ვერძი
    ვნებას და სექსუალურ ენერგიას მოულოდნელად ავლენს. ის დიდხანს არ ფიქრობს იმაზე, თუ თქვენზე რა შთაბეჭდილებას მოახდენს.
    და მაინც, ამ ნიშნის წარმომადგენელს ერთ-ერთ საუკეთესო საყვარლად მიიჩნევენ.
    ვერძმა კარგად იცის როგორ „მუშაობს“ ქალის სხეული, ის აგრეთვე ეროგენული ზონების შესანიშნავი სპეციალისტია.
    მზად არის ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის და მისთვის არაფერია აკრძალული. და რაც მთავარია, კრიტიკულ მომენტებშიც აკონტროლებს სიტუაციას.

    მერწყული
    მიუხედავად მათი ფიზიკური მიმზიდველობისა, მერწყულები
    შეიძლება ზოგჯერ გამაღიზიანებლებიც იყვნენ. მერწყული ემოციურ დონეზეც ექსცენტრულია. მერწყულს მრავალმხრივი და ძალიან სპეციფიკური გემოვნება აქვს, როცა საქმე პარტნიორების არჩევაზე მიდგება.
    ზოგჯერ თვითონაც ვერ ხვდება, კონკრეტულად რა მახასიათებლების გამო იზიდავდა გოგონა, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა.
    მერწყული შესანიშნავი საყვარელია, რომელმაც იცის როგორ მიანიჭოს ქალს სიამოვნება.

    თევზები
    მათ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოარჩევთ. ისინი საწოლში ძალიან ნაზი და მგრძნობიარე პარტნიორები არიან. იმასაც კი ამბობენ, რომ ქალს, რომელსაც თევზებთან ურთიერთობა არ ჰქონია, წარმოდგენაც არ აქვს ნამდვილი სექსუალური სიახლოვე რა არის.
    თევზები თავის მხრივ ინტიმური ურთიერთობისგან ისევე იღებენ წარმოუდგენელ სიამოვნებას, როგორც მათი პარტნიორი ახერხებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ადამიანი რომელთანაც არიან- ნამდვილად უყვარდეთ.

    მორიელი
    საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ტიტული კი მორიელს ეკუთვნის. ამ ნიშნის წარმომადგენლები განასახიერებენ სექსუალობას, ეროტიზმს და სხეულის სიყვარულის ყველა შესაძლო გამოვლინებას. ეს ტიტული მათ ჯერ კიდევ წლების წინ დაიმსახურეს.
    ამბობენ, რომ იშვიათად შეხვდებით მორიელ კაცს, რომელმაც თავისი გრძნობები და ემოციები მხოლოდ ერთ ქალს მიანდო, რადგან ეს დიდი იშვიათობაა. მათ ცხოვრებაში ხშირად ერთდროულად მინიმუმ ორი ქალი მაინც არის.
    ამიტომ, ცხადია ამის გაგება გჭირდებათ, თუ გადაწყვეტთ რომ ის შეიყვაროთ, მაგრამ... როგორც კი პარტნიორს მიაგნებს, რომელიც მას ყველაფერში შეეფერება, მაშინ ის ერთგულ და მოსიყვარულე ოჯახის კაცად გადაიქცევა.

    წყარო: Cluber
    293 ნახვა
    16-12-2020, 00:16