GOGA.TV
ქალის რომელი თვისებებით იხიბლება მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ქალის რომელი თვისებებით იხიბლება მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სი­ლა­მა­ზე, არა­მედ ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი: შარ­მი, სი­ნა­ზე, ელე­გან­ტუ­რო­ბა, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მო­ი­აზ­რე­ბა. თუმ­ცა, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვი­თაც არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ესა თუ ის პი­კან­ტუ­რი სა­ხა­სი­ა­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რომ­ლის ხარ­ჯზეც მა­მა­კა­ცებს ამა თუ იმ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ ახ­ვე­ვენ თავ­ბრუს...

    ვერ­ძი – ქალი ვერ­ძის მთა­ვა­რი "კო­ზი­რი" მისი ენერ­გი­უ­ლო­ბა, გა­მოკ­ვე­თი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა და ინ­ფან­ტი­ლიზ­მია. იგი მა­მა­კა­ცებს თავს და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი­თაც ძა­ლი­ან აწო­ნებს.

    კურო – კურო ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა სიმ­შვი­დე, სტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თი და საზ­რი­ა­ნო­ბაა. ქალი კურო მა­მა­კაცს სა­კუ­თა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯით, ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი­თა და გა­სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი­თაც ხში­რად ხიბ­ლავს.

    ტყუ­პი – ტყუ­პი ქა­ლე­ბი ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლო­ბით, ბავ­შვუ­რი ხა­სი­ა­თი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით ხიბ­ლა­ვენ მამ­რებს. მისი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაა, დახ­ვე­წი­ლი ჩაც­მის სტი­ლი, უბ­რა­ლო­ე­ბა და უშუ­ა­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

    კირჩხი­ბი – კირჩხი­ბი ქა­ლე­ბი ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლით, მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და კარ­გი მსმე­ნე­ლის რო­ლის მორ­გე­ბით ახერ­ხე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­მა­კა­ცის გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბას. მათ ასე­ვე სა­ოც­რად იდუ­მა­ლი, მაც­დუ­რი გა­რეგ­ნო­ბა და დახ­ვე­წი­ლი ჩაც­მის სტი­ლი გა­აჩ­ნი­ათ.

    ლომი – ქალი ლომი სა­კუ­თარ "დე­დოფ­ლურ ბუ­ნე­ბას", კარგ ვი­ზუ­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­სა და თან­და­ყო­ლილ გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბას უნდა უმად­ლო­დეს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს. იგი მა­მა­კა­ცებს ასე­ვე გულ­წრფე­ლო­ბი­თა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბი­თაც ხიბ­ლავს.

    ქალ­წუ­ლი
    – ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, მა­მა­კა­ცებს სა­კუ­თა­რი გო­ნი­ე­რე­ბი­სა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბის ხარ­ჯზე ხიბ­ლა­ვენ. მათი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა ასე­ვე მზრუნ­ვე­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლო­ბა, რაც ასე­ვე არ რჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა ძლი­ე­რი სქე­სის არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს.

    სას­წო­რი – სას­წო­რი ქა­ლე­ბის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა გა­სა­ო­ცა­რი ქა­ლუ­რო­ბა, შარ­მი, ულა­მა­ზე­სი ღი­მი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩაც­მა-და­ხურ­ვის უნა­რია. სას­წო­რი ქალი მა­მა­კაცს თა­ვი­სი სირ­ბი­ლი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბი­თაც ხიბ­ლავს.

    მო­რი­ე­ლი – ქალი მო­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცებს სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბით, გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბი­თა და მაგ­ნე­ტიზ­მით აჯა­დო­ებს. მა­მა­კა­ცე­ბი მას­ში ასე­ვე ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ძლი­ერ სულ­სა და გა­სა­ჭირ­ში გვერ­დში დგო­მის უნარს.

    მშვილ­დო­სა­ნი – ქალი მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხა­სი­ა­თით, მუდ­მი­ვად მხი­ა­რუ­ლი გა­წყო­ბი­თა და ღი­მი­ლი­ა­ნო­ბით ხიბ­ლავს. ძლი­ე­რი სქე­სი მას­ში ასე­ვე ძა­ლი­ან აფა­სებს თვი­სე­ბას არა­სო­დეს შე­ზღუ­დოს პარტნი­ო­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოს მას.

    თხის რქა – ქალი თხის რქა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბით, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით და ამა­ყი ხა­სი­ა­თით ხიბ­ლავს. მა­მა­კა­ცე­ბი მას­ში ასე­ვე აფა­სე­ბენ კარგ მა­ნე­რებ­სა და ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ღირ­სე­უ­ლად მოქ­ცე­ვის უნარს.

    მერ­წყუ­ლი – ქალი მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცებს ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბით, ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი­თა და მე­გობ­რუ­ლო­ბით ხიბ­ლავს. სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას­ში ასე­ვე აფა­სე­ბენ პრობ­ლე­მე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მოგ­ვა­რე­ბის უნარ­სა და ამ­ტა­ნო­ბას.

    თევ­ზე­ბი – ქალი თევ­ზე­ბი მა­მა­კა­ცის­თვის პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი სი­ნა­ზით, "და­უც­ვე­ლის" იმი­ჯი­თა და ემო­ცი­უ­რი უმ­წე­ო­ბი­თაა მომ­ხიბ­ვლე­ლი. მა­მა­კა­ცე­ბი მას­ში ასე­ვე აფა­სე­ბენ თა­ნაგ­რძნო­ბის უნარ­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    286 ნახვა
    17-12-2020, 02:06