GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეურიგდებიან ყოფილ შეყვარებულებს?
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეურიგდებიან ყოფილ შეყვარებულებს?

    წყვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის სა­კითხს ეხე­ბა და რო­გორც არა­ერ­თგზის, ახ­ლაც გავ­მე­ორ­დე­ბი - ნე­ბის­მი­ე­რი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე ტი­პის მზა რე­ცეპ­ტი ან ჯა­დოს­ნუ­რი ფორ­მუ­ლა არ არ­სე­ბობს ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ოჯა­ხი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვი­სა და კომ­პრო­მი­სე­ბის გა­რე­შე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გე­ბი გა­მო­ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე წყვილს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, გრძნო­ბე­ბის რე­ა­მი­ნი­რე­ბა მოხ­დეს და ხე­ლახ­ლა, უფრო ძლი­ე­რა­დაც კი შე­უყ­ვარ­დეს ამ ორს ერ­თმა­ნე­თი...

    ვერ­ძი - მშვილ­დო­სა­ნი
    ვინც ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბას ადევ­ნებს თვალ­ყურს, ალ­ბათ მომსწრე იქ­ნე­ბა თა­ნაც არა­ერ­თგზის მათ შო­რის ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლი­სა და კა­მა­თის. რო­მე­ლიც გა­რე­შე თვა­ლის­თვის იქ­ნებ მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს, ოღონდ არა ამ ორი "ცე­ცხლო­ვა­ნი" ინ­დი­ვი­დის­თვის. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და ცოტა ფან­ტა­ზი­ო­რია. მას გუ­ლუხ­ვი და­პი­რე­ბე­ბის გა­ცე­მა ეხერ­ხე­ბა. თუმ­ცა, როცა ჯერი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა ხში­რად ავი­წყდე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა. ჯი­უ­ტი და პრინ­ცი­პუ­ლი ვერ­ძი კი ნაც­ვლად იმი­სა, რომ დე­ლი­კა­ტუ­რად შე­ახ­სე­ნოს თავ­ქა­რი­ან მშვილ­დო­სანს და­ნა­პი­რე­ბი, ჩხუ­ბი­სა და ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით ცდი­ლობს ამ უკა­ნას­კნე­ლის "ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნას" რა­საც, რაღა თქმა უნდა, მოჰ­ყვე­ბა კი­დეც ომი და არ­ცთუ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვერ­ძიც და მშვილ­დო­სა­ნიც ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ისი­ნი სა­ოც­რად ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს. შე­სა­ბა­მი­სად, და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე უჭირს ერ­თსაც და მე­ო­რე­საც "შემ­ცვლე­ლის" პოვ­ნა. ამი­ტომ ძალ­ზე ხში­რად, როცა ვნე­ბე­ბი ცხრე­ბა და წყე­ნა მი­ნელ­დე­ბა ისი­ნი დიდსუ­ლოვ­ნად პა­ტი­ო­ბენ ერ­თმა­ნეთს ჩა­დე­ნილ შეც­დო­მებს (მო­მა­ვალ შეც­დო­მე­ბამ­დე!) და ხე­ლახ­ლა იწყე­ბენ სა­ერ­თო ბუ­დის შე­ნე­ბას.

    მო­რი­ე­ლი - თხის რქა
    ისი­ნი ძა­ლი­ან გვა­ნან ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბით, შე­ხე­დუ­ლე­ბი­თა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით. თუმ­ცა, მო­რი­ე­ლის დიდი ნაკ­ლი - ექ­სტრი­მი­სა და რის­კის თავ­გა­დაკ­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ბუ­ნე­ბით ფრთხილ და წინ­და­ხე­დულ თხის რქას არ შე­უძ­ლია გა­ი­ზი­ა­როს. სწო­რედ ეს გახ­ლავთ უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი მათი და­შო­რე­ბის. თუმ­ცა, მო­რი­ე­ლი რისი მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ყო­ფილს ომი არ გა­მო­უ­ცხა­დოს. ამი­ტომ და­შო­რე­ბას, ხან­გრძლი­ვი და დამ­ღლე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მთე­ლი სე­რია მოჰ­ყვე­ბა თან. სა­დაც ჯი­უ­ტი თხის რქა არაფ­რის დი­დე­ბით არ თმობს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს. მო­რი­ე­ლი კი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ცდი­ლობს თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა იგი ჩათ­ვლის, რომ აზრი არ აქვს ამ ადა­მი­ან­თან პა­ექ­რო­ბას, თხის რქა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წო­დებს მას ხელს რა­ი­მე სა­ხის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­სა­ჭირ­ში. სა­ტურ­ნით მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს ხომ უსა­ზღვრო ერ­თგუ­ლე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უნა­რი აქვთ. აი, სწო­რედ აქ მოხ­დე­ბა, მათი ხე­ლა­ხა­ლი შე­რი­გე­ბაც. რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო მყარ და ხან­გრძლივ ურ­თი­ერ­თო­ბად იქ­ცეს მო­მა­ვალ­ში.

    სას­წო­რი - ლომი
    ჰა­ე­რო­ვა­ნი, ტაქ­ტი­ა­ნი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სას­წო­რი - მეფე ლომს, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით სა­ჭი­რო­ებს აპ­ლო­დის­მენ­ტებს და წა­ხა­ლი­სე­ბას რო­გორც ღვთის სა­ჩუ­ქა­რი ისე ეძ­ლე­ვა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. ამ წყვილ­ში გა­სა­ო­ცა­რი იდი­ლია სუ­ფევს, მით უმე­ტეს თუ ქალი სას­წო­რია, მა­მა­კა­ცი კი ლომი. მაგ­რამ დგე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­მენ­ტი, როცა ლომი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და მხურ­ვა­ლე ტემ­პე­რა­მენ­ტის პატ­რო­ნია, მოთ­მი­ნე­ბას და­კარ­გავს სას­წო­რის მერ­ყე­ო­ბი­სა და მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ფიქ­რის მერე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უუ­ნა­რო­ბის გამო. ასეთ დროს იგი უბ­რა­ლოდ ღრი­ალს მორ­თავს, უხე­შო­ბა და ხმა­უ­რი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ რო­გორ თრგუ­ნავთ და აში­ნებთ სა­თუთ "ვე­ნე­რი­ა­ნე­ლებს". შე­სა­ბა­მი­სად, სას­წო­რი, შო­კი­რე­ბუ­ლი ლო­მის ხა­სი­ა­თის ამ სა­ში­ნე­ლი მხა­რით აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა რე­ვე­რან­სე­ბის თან­ხლე­ბით, თუმ­ცა ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ე­ცა­ლოს მას. ლომი დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში და­ი­ვი­წყებს წყე­ნას და გუ­ლიც მო­ულ­ბე­ბა მას­ზე, მე­ტიც იგი სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­შიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დეს ამ კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლი პარტნი­ო­რის და­კარ­გვის გამო, მაგ­რამ ხომ იცით ლო­მე­ბი რო­გო­რი ამა­ყე­ბი არი­ან? შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნას და თა­თებ­ზე დგო­მას ცირ­კის ძაღ­ლი­ვით იგი არას­დროს, არა­ვის წი­ნა­შე არ და­ი­წყებს. ისღა რჩე­ბა, სას­წორ­მა გად­მოდ­გას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი. რა­საც იგი აუ­ცი­ლებ­ლად იზამს, როცა მიხ­ვდე­ბა, რომ "დიდი კატა" ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს გუ­ლით ნა­ნობს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    370 ნახვა
    19-12-2020, 02:18