GOGA.TV
გოჩა ლორთქიფანიძე იქნება პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში
  • გოჩა ლორთქიფანიძე იქნება პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში

    გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება "ფეისბუქზე" გაავრცელა.

    "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.

    ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

    ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას," - წერს გიორგი გახარია.

    შეგახსენებთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გუშინ იუსტიციის მინისტრის კანდიდატად წარუდგინა.
    164 ნახვა
    19-12-2020, 08:29