GOGA.TV
  • რატომ არ დაკრძალეს გარდაცვლილი ქალი ერთი თვის განმავლობაში ოჯახმა

    რატომ არ დაკრძალეს გარდაცვლილი ქალი ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებმა - განმარტებებს "კურიერთან" დაღუპულის შვილი აკეთებს, ის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

    გარდაცვლილის შვილის სამართალდამცველებმაც გამოკითხეს და როგორც თავად აცხადებს, მასთან გამოძიებას მთავრი შეკითხვა ჰქონდა, თუ რატომ არ დაკრძალა გარდაცვლილი დედა მთელი ერთი თვის განმავლობაში.

    "ვერიდებოდი, ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, ფულის საშუალება არ მქონდა.

    სხვა ოთახში იყო, შევდიოდი ხოლმე. სპეციალური ტანსაცმლით იყვნენ სპეციალური სამსახურებიდან მოსულები,"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი ზურაბ ბარბაქაძე.

    მეზობლები ამბობენ, რომ მძაფრი სუნის გამო მიმართეს შესაბამის სამსახურებს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

    გარდაცვლილი 66 წლის ალა ჩიბისოვას ცხედარი ექსპერტიზაზე გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
    182 ნახვა
    19-12-2020, 08:48