GOGA.TV
TOP სამი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
  • TOP სამი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი

    თუ მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი სხვებ­თან შე­და­რე­ბით. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "სიძ­ლი­ე­რის" დე­ფი­ნი­ცია ნე­ბის­მი­ერ ნი­შან­თან მი­მარ­თე­ბა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ვერ­ძი ძლი­ე­რია ბრძო­ლა­ში, კურო - სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში, ტყუ­პი აზ­როვ­ნე­ბა/კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხში და ა.შ.

    თუმ­ცა, სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ თუ მა­ინც რო­მე­ლია "ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე" ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლის სიძ­ლი­ე­რე, ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე, ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და ოპ­ტი­მიზ­მის ჭარ­ბი დოზა მო­ი­აზ­რე­ბა. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან უყ­ვართ და ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა ასე­თი ინ­დი­ვი­დის ქა­რიზ­მას. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ და­ხა­სი­ა­თე­ბას კი სამი კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი მი­ე­სა­და­გე­ბა ყვე­ლა­ზე უკეთ:

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. მუ­დამ ლი­დე­რო­ბას ეს­წრაფ­ვის. ამი­ტომ ყო­ველ­თვის და ყველ­გან შე­უძ­ლია იყოს პირ­ვე­ლი. თუმ­ცა, ხა­სი­ათ­ში მას ნაკ­ლიც ბევ­რი აქვს. არ უყ­ვარს სხვე­ბის მოს­მე­ნა, იშ­ვი­ა­თად გეგ­მავს მოქ­მე­დე­ბას, იქ­ცე­ვა იმ­პულ­სუ­რად და ძა­ლი­ან ხში­რად აფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბებს უტაქ­ტო­ბი­თა და სი­ფი­ცხით. ვერ­ძი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის მარ­თვას ეჩ­ვე­ვა (და ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ ვერ­ძის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რია!) ხდე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი ლი­დე­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბა. რო­მელ­საც რჩე­ვას ყო­ველ­თვის ეკი­თხე­ბი­ან.

    ლომი - თან­და­ყო­ლი­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს იბრწყი­ნოს და იყოს მე­თა­უ­რი. მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად დრო­ზე ადრე ცდი­ლობს მო­ირ­გოს ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და ლი­დე­რის სა­და­ვე­ე­ბი. ამ­ბი­ცი­ე­ბი უს­წრე­ბენ წინ მის გა­მოც­დი­ლე­ბას. ამის გამო არა­ერ­თგზის ხდე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­ცინ­ვის ან მწა­რე და­მარ­ცხე­ბის ობი­ექ­ტი. ყვე­ლა­ფერ­ში კი დამ­ნა­შა­ვე ხში­რად ლო­მის აღ­ზრდაა. ლომი, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან ას­წავ­ლეს სუს­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა, სხვე­ბის დაც­ვა და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, დიდ ასაკ­ში გა­სა­ო­ცა­რი სუ­ლის სიძ­ლი­ე­რის მქო­ნე, ბრძე­ნი და გუ­ლუხ­ვი ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა.

    თხის რქა - ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გიკ­ვირთ სა­მე­ულ­ში თხის რქის ნო­მი­ნი­რე­ბა. თუმ­ცა, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არც არა­ფე­რია. პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი, რო­მე­ლიც თხის რქას მარ­თავს სა­კუ­თარ "შვი­ლებს" გა­სა­ო­ცარ ნე­ბის­ყო­ფას, სუ­ლი­ერ სიძ­ლი­ე­რეს, ამ­ტა­ნო­ბა­სა და სი­ჯუ­ტეს ანი­ჭებს. თხის რქა ჭეშ­მა­რი­ტი სპარ­ტა­ნე­ლია, მას აქვს ძალა სხვი­სი ტვირ­თი აი­ღოს სა­კუ­თარ მხრებ­ზე სა­ტა­რებ­ლად და ამით გა­ცი­ლე­ბით უფრო სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. თუმ­ცა, სა­ტურ­ნუ­ლი პირ­ქუ­შო­ბა და სი­ხის­ტე ხში­რად უღო­ბავს გზას და აბ­რკო­ლებს სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბის მი­საღ­წე­ვად. თუკი იგი უფრო მეტ ოპ­ტი­მიზმს და რაც მთა­ვა­რია, ღი­მილს მი­ეჩ­ვე­ვა მისი პო­პუ­ლა­რო­ბა სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა გარ­შე­მო მყოფ­თა შო­რის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    392 ნახვა
    20-12-2020, 01:35
    ჰოროსკოპი