GOGA.TV
ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ
  • ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

    "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. ამის შესახებ ცნობილი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა, რომელიც ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

    გადაწყვეტილებას პარტია ყრილობაზე მიიღებს, რომელიც თვის ბოლოს ჩატარდება.

    "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. რაც შეეხება თავმჯდომარეობის საბოლოო კანდიდატს ენმ წევრებს და მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთებას ინოვაციურად, ელექტრონული ფორმით სთავაზობს. ამის შემდეგ კანდიდატი ყრილობას წარედგინება და მოხდება მისი ოფიციალურად დამტკიცება.

    როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ ახალი თავმჯდომარე უზრუნველყოფს, რომ პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და ლიდერებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია და დაიგეგმება სამომავლო სტრატეგია.

    ზაალ უდუმაშვილის თქმით, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობას ენმ-ს ათიათასობით მხარდამჭერი მიიღებს.

    გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ახალ თავმჯდომარეს კოორდინაცია უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ადგილობრივ ლიდერთან არამედ მიხეილ სააკაშვილთანაც.

    გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. გრიგოლ ვაშაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მიზეზად კი დაასახელა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
    146 ნახვა
    20-12-2020, 09:54