GOGA.TV
TOP სამი სუპერცელქი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • TOP სამი სუპერცელქი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    შე­კი­თხვე­ბით ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად. უფრო მე­ტიც, ევ­რო­პა­ში და უკვე ჩვენ­თა­ნაც პო­ტენ­ცი­უ­რი მშობ­ლე­ბი ხში­რად გეგ­მი­ურ სა­კე­ის­რო კვე­თას ას­ტრო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ გეგ­მა­ვენ სა­ი­მი­სოდ, რომ მათი პა­ტა­რას ბედი, უფრო მეტი პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით იყოს დატ­ვირ­თუ­ლი. თუმ­ცა, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ თვე­ში ელო­დე­ბით ოჯახ­ში მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით რამ­დე­ნად ძნე­ლად აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვის მშო­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ სა­მო­მავ­ლოდ.

    ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ცელ­ქით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვე­ბი, მათ შო­რის სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ლი­დე­რობს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ერ­თბა­შად ორის ბედ­ნი­ე­რი მშო­ბე­ლი ხართ, გულ­წრფე­ლად მო­მი­ლო­ცავს - თქვენ უკვე იცით, რას ნიშ­ნავს "ნაწ­რთო­ბი ნერ­ვე­ბი"

    მაშ ასე - ოქ­როს სა­მე­უ­ლი, სუ­პერ­ცელ­ქი პა­ტა­რე­ბი­სა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

    ვერ­ძი - ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ცე­ცხლო­ვა­ნი მარ­სი აჯილ­დო­ებს უშ­რე­ტი ენერ­გი­ით და დი­ნა­მი­უ­რო­ბით, ამას­თან ერ­თად პა­ტა­რა ვერ­ძე­ბი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი და შა­რი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად სწავ­ლო­ბენ ჭკუ­ას შეც­დო­მებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აზრი არ აქვს მათ და­ში­ნე­ბას ან დას­ჯას. გახ­სოვ­დეთ, რა­საც აუკ­რძა­ლავთ ზუს­ტად იმას გა­ა­კე­თებს. აჯო­ბებს მისი ცე­ცხლო­ვა­ნი ენერ­გია სპორ­ტულ სარ­ბი­ელ­ზე ან ცეკ­ვა­ზე მი­მარ­თოთ. ასე იგი გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხოდ შეძ­ლებს ბავ­შვო­ბის წლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­გო­რე­ბას.

    მშვილ­დო­სა­ნი - თუკი მშვილ­დოს­ნის სიმ­ბო­ლოს და­აკ­ვირ­დე­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ის ნა­ხევ­რად ცხე­ნი - ნა­ხევ­რად ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ თქვე­ნი შვი­ლის და­უ­ღა­ლა­ვი კუნ­ტრუ­ში­სა და ხე­ტი­ა­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა წე­სით აღარ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. ამ ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ცხო­ვე­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­მაღ­ლე­ებ­ზე ძვრო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა სახ­ლში ყვე­ლა ავე­ჯის მა­ღალ წერ­ტილს და­ლაშ­ქრავს, გული აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წევს იგი­ვე გმი­რო­ბის ჩა­სა­დე­ნად ოღონდ გა­რეთ. ნუ აუკ­რძა­ლავთ და რაც მთა­ვა­რია, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ამის. მი­უ­ხე­და­ვად სი­ცელ­ქი­სა, მშვილ­დო­სა­ნი იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნის გამო გა­სა­ო­ცა­რი ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ რაც არ უნდა მოხ­დეს, ის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ხერ­ხებს პრობ­ლე­მე­ბი­დან თა­ვის დახ­სნას.

    მერ­წყუ­ლი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, რო­გორც წესი ყო­ველ­თვის "ან­გე­ლო­ზის სა­ხით" და გა­სა­ოც­რად მშვი­დი გა­მო­მე­ტყვე­ლო­ბით ცელ­ქო­ბენ. ისი­ნი არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი და კონ­ფლიქ­ტუ­რი პა­ტა­რე­ბის რი­ცხვს. თუმ­ცა, მხო­ლოდ მერ­წყულს შე­უძ­ლია და­შა­ლოს ტე­ლე­ვი­ზო­რი და მისი ნა­წი­ლე­ბით კომ­პი­უ­ტე­რის გა­და­კე­თე­ბა სცა­დოს, ან - საფ­რე­ნი აპა­რა­ტის, დრო­ის მან­ქა­ნის შექ­მნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაკი თქვე­ნი შვი­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბის მქო­ნე ინ­დი­ვი­დია, კარ­გი იქ­ნე­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე თუ და­ა­საქ­მებთ ნორჩ გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა და კონ­სტრუქ­ტორ­თა წრე­ებ­ში. ასე მის­გან ოჯახ­ში ნივ­თებ­საც და­ი­ცავთ და სა­მო­მავ­ლოდ, იქ­ნებ ედი­სო­ნის მსგავ­სი ნი­ჭი­ე­რი პერ­სო­ნის მშო­ბე­ლი გახ­დეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    280 ნახვა
    21-12-2020, 00:08