GOGA.TV
21-27 დეკემბრის სილამაზის კალენდარი - კარგია გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება, თმისა და ფრჩხილების დაგრძელება
  • 21-27 დეკემბრის სილამაზის კალენდარი - კარგია გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება, თმისა და ფრჩხილების დაგრძელება

    ენერგეტიკულად და ემოციურად კარგი კვირა დაგვეწყო. კარგია ლიფტინგის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება, თმისა და ფრჩხილების დაგრძელება, გამაძლიერებელი და რეგენერაციული მასაჟის გაკეთება. თუ თმას შეიჭრით, სწრაფად გაგეზრდებათ.

    21 დეკემბერი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    22-24 დეკემბერი (15:00-მდე), მთვარე ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ
    საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება; სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი; მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    24 (15:00-დან)-26 დეკემბერი, მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის, თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.

    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    27 დეკემბერი, მოძრავი და ცვალებადი მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს - კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან. მთვარე ტყუპშია.

    წყარო: marao.ge
    212 ნახვა
    22-12-2020, 04:18