GOGA.TV
მზარეული ირაკლი მარკელია - ბიოგრაფია
  • მზარეული ირაკლი მარკელია - ბიოგრაფია

    გამარჯობა, მე მქვია ირაკლი მარკელია, ბავშვობიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. სულ ვაკვირდებოდი დედაჩემს როგორ ამზადებდა საჭმელს და ამ ყურებით მეც დამაინტერესა მომზადება და ბავშვობიდან სულ ვცდილობდი რამე მომემზადებინა. ნუ რა თქმა უნდა არ გამომდიოდა ისეთი გემრიელი როგორც დედაჩემს, მაგრამ სტიმული სულ მქონდა რამე რომ მომემზადებინა, არც ვიფიქრებდი ოდესმე თუ მზარეული გავხდებოდი.

    მე ბავშვობიდან მაქვს ერთი ნიჭი ხატვა და ძალიან კარგად გამომდის. გადაწყვეტილი სულ მქონდა, რომ ჩავაბარებდი სამხატრო აკადემიაში, მაგრამ აზრი შევიცვალე ავირჩიე კულინარია, ჩავაბარე “საქართველოს კულინარიის აკადემიაში” ბენდუქიძის უნივერსიტეტში ავიღე სერტიფიკატი მზარეულის.

    რატომ მომწონს ჩემი საქმე კულინარია? იგივე როგორც ხელოვნება, ყოველ მომზადებულ კერძში არის ხელოვნება, მე მაგალითად როცა ვამზადებ კერძს, პირველ რიგში ვაქცევ გემოს, მეორე რიგში ვაქცევ სუნს და მესამე რიგში კერძის გაფორმება.
    ჩემთვის ყოველ დღე ახალი კერძი იქმნება, ყოველ დღე ვცდილობ მოვიძიო რამე ახალი ან შევქმნა ჩემით ახალი კერძი ახალი გემო. მე ამ სფეროში უკვე 6 წელია ვარ და დღემდე ვიძახი რომ ჯერ ყველაფერი არ მისწავლია დღემდე ვსწავლობ რამე ახალს..
    ჩემი შემოქმედებების ნახვა შეგიძლიათ Instagram-ზე.
    https://www.instagram.com/iraklimarkelia

    მზარეული ირაკლი მარკელია - ბიოგრაფია


    924 ნახვა
    26-12-2020, 18:09