GOGA.TV
28 დეკემბრიდან 3 იანვრის სილამაზის კალენდარი
  • 28 დეკემბრიდან 3 იანვრის სილამაზის კალენდარი

    28 დეკემბერი, მთვარე ტყუპის ზოდიაქოში. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    29 დეკემბერი, 14:38-დან მთვარე კირჩხიბში გადავა. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    პირველი იანვარი მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი.
    კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება

    3 იანვარი მთვარე ქალწულში გადაინაცვლებს. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

    30 დეკემბერს სავსემთავრეობას ველოდებით კირჩხიბის ნიშანში. ადამიანებში მომატებული იქნება ემოციურობა, სახლში ყოფნის სურვილი. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას დედასთან. შეიძლება გაჭირვეულდნენ ბავშვები. ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად შეხედოთ. მოამზადეთ გემრიელი კერძები, გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით.

    წყარო: marao.ge
    200 ნახვა
    27-12-2020, 22:22