GOGA.TV
როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ლომებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე ლომებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    იან­ვრის და­სა­წყის­ში, დას­ვე­ნე­ბი დღე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს, ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა­ზე. მი­ნუ­სი ისაა, რომ დღე­სას­წა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მა­ინც მო­გი­წევთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე გახ­დე­ბით საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის, უფ­რო­სის კრი­ტი­კის მი­მართ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი­სად­მი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ იმის მი­მართ, რა­საც აკე­თებთ. პარტნი­ო­რე­ბი სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­არ­წმუ­ნეთ და მო­ე­რი­დეთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. ზო­გი­ერთს კო­ლე­გე­ბის დაც­ვაც კი მო­გი­წევთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სწავ­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    სიყ­ვა­რუ­ლის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ რო­მან­ტი­კით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ან კო­ლე­გას­თან, ან საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. თუ ლომი მა­მა­კა­ცი ხართ, შე­იძ­ლე­ბა კო­ლექ­ტივ­ში ქალი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­მო­გე­მა­ტოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მე­ტად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, გა­გიჩ­ნდე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბის სურ­ვი­ლი. ან შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბამ ბევ­რი ენერ­გია წა­გარ­თვათ. თვის ბო­ლოს­კენ მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით მუხ­ლებს, ხერ­ხე­მალს, სახ­სრებს, აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა. გა­ი­ა­რეთ ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია, რომ არ გა­გიმწვავ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. გირ­ჩევთ, სწო­რად იკ­ვე­ბოთ, და­იც­ვათ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, ზო­მი­ე­რად ივარ­ჯი­შოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    307 ნახვა
    28-12-2020, 22:35