GOGA.TV
როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე მორიელებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე მორიელებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    თვის და­სა­წყის­ში მზე თქვენს მე­სა­მე სახ­ლში იქ­ნე­ბა და 19 იან­ვრის შემ­დეგ გა­და­ვა მე­ო­თხე­ში. თვის და­სა­წყის­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს; გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან. მი­მოს­ვლე­ბი ახლო მან­ძილ­ზე. უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეთ, რა არის თქვენ­თვის უმ­თავ­რე­სი და რას სა­ერ­თოდ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ნუ გა­ეხ­ვე­ვით ჭო­რებ­სა და ინ­ტრი­გებ­ში. ზო­გი­ერ­თმა სა­კუ­თარ თავ­ში შე­იძ­ლე­ბა ახლი - მწერ­ლო­ბის ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. ზოგ­მა კი უცხო ენის შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტოთ. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. 19 იან­ვრი­დან უნდა და­უთ­მოთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მშობ­ლებ­თან. შე­ას­რუ­ლეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მო­აგ­ვა­რეთ ძრავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი თქვენს მე­სა­მე სახ­ლშია. ეს მო­გი­ტანთ სწავ­ლის, გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვილს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზეც კი ჩა­ე­წე­როთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მო­საზ­რე­ე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და ფიქ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოს ან ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სა­ვებს მი­ა­კი­თხოს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, სა­ბუ­თი, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რა­საც იან­ვარ­ში გა­ა­ფორ­მებთ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბაც კი დაგ­ჭირ­დეთ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს მე­სა­მე სახ­ლშია და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად მე­გობ­რუ­ლი გახ­დე­ბა. მო­გინ­დე­ბათ მის­თვის სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, სიყ­ვა­რულ­ზე სა­უ­ბა­რი. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ნუ დაფ­რი­ნავთ ღრუბ­ლებ­ში და ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­ში მხო­ლოდ და­დე­ბითს ნუ ეძებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მარ­სი ენერ­გი­უ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. თუმ­ცა, მათი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ აგ­რე­სია, პრო­ვო­კა­ცია. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ღვიძ­ლი­სა და კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის მი­მართ. გირ­ჩევთ გა­მო­იკ­ვლი­ოთ მუც­ლის ღრუ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    190 ნახვა
    28-12-2020, 22:37