GOGA.TV
როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე თევზებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე თევზებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    თვის და­სა­წყი­სი მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბას, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხილ­ვას და­უთ­მეთ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მი­მოს­ვლე­ბი. თავს მე­ტად მშვი­დად და აქ­ტი­უ­რად იგ­რძნობთ. თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, შე­გეძ­ლე­ბათ ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შექ­მნათ, სა­დაც თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ა­ნებს გა­ა­წევ­რი­ა­ნებთ. მო­ი­კი­თხეთ დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გობ­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი კი ახალ მე­გო­ბარს გა­ი­ჩენს. ასა­კით უფ­როს თევ­ზებს მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­უნ­დე­ბათ შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. გა­ა­სე­ირ­ნეთ ისი­ნი სკვერ­ში, ას­წავ­ლეთ ის თა­მა­შე­ბი, რაც თქვენ ბავ­შვო­ბა­ში გიყ­ვარ­დათ; ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს მხი­ა­რუ­ლე­ბის ელ­ფე­რი, სწავ­ლაც კი თა­მაშ-თა­მაშ­ში წარ­მარ­თეთ. იან­ვრის ბო­ლოს­კენ მე­ტად მო­გინ­დე­ბათ დას­ვე­ნე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში გარ­კვე­ვა. გა­და­ხე­დეთ შეს­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებს და და­ი­სა­ხეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მე­ტად უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი საქ­მე­ებ­ზე, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი - დე­ტა­ლებ­ზე. ნუ გას­ცემთ სა­კუ­თარ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. ხან­და­ხან კი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმის­გა­ნაც კი უნდა შე­ი­კა­ვოთ თავი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მომ­რავ­ლდე­ბი­ან მო­შურ­ნე­ე­ბი; ახლა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ხართ და შე­იძ­ლე­ბა ახა­ლობ­ლე­ბის ნათ­ქვამ­მაც კი გატ­კი­ნოთ გული. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავი მწერ­ლო­ბა­ში მო­სინ­ჯოს და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფან­ტას­ტი­კის ჟან­რი ან ზღაპ­რე­ბის წერა მო­ინ­დო­მოთ ზოგი კი გა­და­წყვეტს, ვირ­ტუ­ა­ლურ ლექ­ცი­ებ­სა და მას­ტერ-კლა­სებს და­ეს­წროს.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბამ მა­ინც მო­გი­წი­ოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­მუ­შა­ოს ფული მო­აქვს. იან­ვრის შუა კვი­რი­დან კი მო­ი­მა­ტებს გარ­თო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი. მო­ი­მა­ტებს მე­გობ­რუ­ლი შეკ­რე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა კო­ლე­გებ­თა­ნაც კი. თვის ბო­ლოს­კენ მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შეძ­ლე­ბათ ჩა­ერ­თო თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რა­საც თქვე­ნი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებთ. გირ­ჩევთ, მე­ტად ენ­დოთ ინ­ტუ­ი­ცი­ას და ნუ ენ­დო­ბით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეთ მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა და სი­ნა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. თუ წას­ვლას ვერ­სად ახერ­ხებთ, ჯა­დოს­ნუ­რი გა­რე­მო შე­გიძ­ლი­ათ ში­ნაც კი მო­ი­წყოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ფულ­თა­ნაა კავ­შირ­ში. არაა ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო ის თქვათ, რა­საც ფიქ­რობთ. თუ ხვდე­ბით, რომ დეპ­რე­სი­ულ­მა ფონ­მა შე­მო­გი­ტი­ათ, ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კბი­ლებ­სა და ღრძი­ლებს. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლიც. გა­იძ­ლი­ე­რეთ ჯან­მრთე­ლო­ბა და ეცა­დეთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    150 ნახვა
    30-12-2020, 12:24