GOGA.TV
2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!
  • 2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!

    2020 წელი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო­თი. ბევრ ადა­მი­ანს მო­უ­წია ცხოვ­რე­ბის შეც­ვლამ. იმე­დი გვაქვს, რომ 2021 წელი მა­ინ­ცდა­მა­ინც ცუდი არ იქ­ნე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გვექ­ნე­ბა. გან­ვი­ხი­ლოთ წლის 5 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რათა ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის აქე­დან­ვე ვი­ყოთ მზად.

    სა­ტურ­ნი-იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა მერ­წყულ­ში - დიდი მუ­ტა­ცია
    შე­ერ­თე­ბა 2020 წლის ბო­ლოს მოხ­დე­ბა, თუმ­ცა, მთელ მომ­დევ­ნო წელ­ზე ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა. ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა­ზე ორი გი­გან­ტი პლა­ნე­ტა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში შეხ­ვდე­ბა ერ­თმა­ნეთს , რი­თაც და­ი­წყე­ბა დიდი მუ­ტა­ცია, ანუ ჰა­ე­რის ეპო­ქა. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. საქ­მე იმა­შია, რომ აქამ­დე ამ ორი პლა­ნე­ტის შე­ერ­თე­ბა მხო­ლოდ მი­წის ნიშ­ნებ­ში ხდე­ბო­და და სამ­ყა­რო მე­ტად იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ თე­მა­ზე, ფი­ნან­სებ­ზე, ბუ­ნებ­რივ სარ­გებ­ლო­ბა­ზე. ჰა­ე­რის ეპო­ქა კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მოგ­ვი­ტანს. ძვე­ლი სის­ტე­მა და­ინ­გრე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­რი სის­ტე­მა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ინო­ვა­ცი­უ­რი ცოდ­ნა და ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ვა წინა პლან­ზე. გარ­დაქ­მნას რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მი­მარ­თუ­ლე­ბის კურ­სი უკვე ცნო­ბი­ლია და მისი და­წყე­ბის თა­რი­ღიც.

    ურა­ნი-სა­ტურ­ნის კვად­რა­ტი - ინ­ტე­რეს­თა ჭი­დი­ლი
    ას­პექ­ტი იან­ვარ­ში ამოქ­მედ­დე­ბა, მარ­ტამ­დე იქ­ნე­ბა, შემ­დეგ მა­ის­ში, ივ­ლის­სა და დე­კემ­ბერ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს თავს. ზუს­ტი კვად­რა­ტი იქ­ნე­ბა 17 თე­ბერ­ვალს, 15 ივ­ლისს და 24 დე­კემ­ბერს . ურა­ნი და სა­ტურ­ნი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­ნე­ტე­ბია. სა­ტურ­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის, სის­ტე­მის, წე­სე­ბი, სა­ზღვრე­ბის პლა­ნე­ტაა. ურა­ნი კი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, და­ან­გრი­ოს ძვე­ლი და ახა­ლი ნუ­ლი­დან შექ­მნას. მას მოს­წონს ცვლი­ლე­ბე­ბი, რე­ფორ­მე­ბი, გა­ნახ­ლე­ბა; მუდ­მი­ვად ის­წრა­ფის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ. კვად­რა­ტის პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ძა­ბუ­ლო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის. ბრძო­ლა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ბევრ ადა­მი­ანს ჩა­ით­რევს. ძი­რი­თა­დი სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს ას­პექ­ტი ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­ი­ბად­ნენ შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში: 1996-66, 1975-77, 1987-88 და 1999-2000. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად რუ­კებ­ში უკვე არ­სე­ბობს ურა­ნი-სა­ტურ­ნის ას­პექ­ტი და ამი­ტო­მაც, რე­ა­გი­რე­ბა მათ­თვის უფრო საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა.

    ასეთ პე­რი­ოდ­ში აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას და და­ძა­ბუ­ლო­ბას არ გირ­ჩევთ. რაც უფრო მშვი­დი იქ­ნე­ბით, მით მე­ტად გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ეცა­დეთ, აჯან­ყე­ბი­სა და მსხვერ­პლის გა­რე­შე გან­ვლოთ ეს თა­რი­ღე­ბი. გა­და­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, რა მოძ­ველ­და, რა სა­ჭი­რო­ებს გა­ნახ­ლე­ბას, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ?.. ამას მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა!

    მზის დაბ­ნე­ლე­ბა
    2021 წელს მზის ორ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით. პირ­ველს 10 ივ­ნისს . მთვა­რე მზის დის­კო­ზე მო­ექ­ცე­ვა, მაგ­რამ სრუ­ლად არ და­ფა­რავს მას. ამ დღეს ფრთხი­ლად უნდა იყოთ, აკონ­ტრო­ლეთ ქმე­დე­ბე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი გქონ­დეთ, თუმ­ცა, ისი­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მე­ბად გექ­ცეთ.

    10 ივ­ნისს მზე და მთვა­რე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში შე­ერ­თდე­ბა. ტყუ­პი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში (პლუს-მი­ნუს 2 დღე) გარ­თულ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებს შო­რის.

    მზის მე­ო­რე დაბ­ნე­ლე­ბას 2021 წლის 4 დე­კემ­ბერს , მშვი­ლო­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ლო­დე­ბით. კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე მთელ სა­ხელ­მწი­ფო­ში. უმ­ჯო­ბე­სია, არ გა­რის­კოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­რო, ბიზ­ნე­სი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს, არ გა­ეხ­ვი­ოთ ინ­ტრი­გებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ შე­მობ­რუნ­დეს.

    მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა - სის­ხლი­ა­ნი მთვა­რე
    2021 წელს მთვა­რის ორ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით - პირ­ველს 26 მა­ისს და მე­ო­რეს 19 ნო­ემ­ბერს. მე­ო­რეს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტანთ. აი, პირ­ვე­ლი კი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მა­ი­სის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას სის­ხლი­ან მთვა­რე­საც ეძა­ხი­ან. ეს მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა. დაბ­ნე­ლე­ბის დროს მთვა­რე ნა­რინ­ჯის­ფერ-წი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას მი­ი­ღებს და სა­ხე­ლიც აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. მას ყვე­ლა­ზე კარ­გად სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, აგ­რეთ­ვე ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში და­ი­ნა­ხა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ი­ნა­ხავთ თუ არა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას თვა­ლით, ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნას ის მა­ინც მო­ახ­დენს. ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს გა­და­მე­ტე­ბუ­ლად გა­მო­ავ­ლე­ნენ. ამ დღეს უნდა ვე­ლო­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს, ჩხუბს, ტყუ­ილს. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უთ­მოთ დრო და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    298 ნახვა
    1-01-2021, 00:44