GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

    ხა­რის წელი წარ­მა­ტე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას გპირ­დე­ბათ. სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. გა­ი­ჩენთ გავ­ლე­ნი­ან ნაც­ნო­ბებს. ვინც სა­კუ­თარ თავ­ში დარ­მუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დებს, წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. გა­და­ხე­დეთ 2020 წელს, გა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბი; გა­მო­ი­ტა­ნეთ სწო­რი დას­კვნე­ბი. არ გირ­ჩევთ გვერ­დზე დგო­მას, მოვ­ლე­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოთ.

    გაფრ­თხილ­დით, როცა ფუ­ლის და­ბან­დე­ბას გა­და­წყვეტთ, არ და­კარ­გოთ მსხვი­ლი თან­ხა. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მივ­ლი­ნე­ბის დროს ყვე­ლა­ფე­რი გულ­დას­მით გა­და­ა­მოწ­მეთ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. 2020 წლის ბო­ლოს თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მერ­წყულ­ში გა­და­ვი­და, რაც მო­გი­ტანთ ახალ გა­სარ­თობს, ახალ მე­გობ­რებს, პო­ზი­ტი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას, მხი­ა­რულ თავ­გა­და­სავ­ლებს. თუმ­ცა, ნუ გგო­ნი­ათ, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, შრო­მაც ბევ­რი მო­გი­წევთ. სამ­სა­ხურ­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ნუ ეც­დე­ბით, სხვა­გან დიდ­ხანს ყოფ­ნას, შინ, მშობ­ლი­ურ კედ­ლებ­ში თავს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იგ­რძნობთ.

    პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო გვაქთ, ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ ბედ­ნი­ე­რი და მყა­რი კავ­ში­რი შექ­მნათ. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი წარ­სუ­ლის შეც­დო­მა წელს გექ­ნე­ბათ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ეცა­დეთ, სუ­ლი­ე­რი კომ­ფორ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­ში­ნაც კი, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ცი­ვე შე­მო­ი­პა­რე­ბა, მაგ­რამ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი აღარ გა­ი­მე­ო­როთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა რო­მან­ტი­კი­თა და სი­უპ­რი­ზე­ბით გა­ი­ხა­ლი­სეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჩუქ­რე­ბით, იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­წყო­ბა­ზე. ნუ გექ­ნე­ბათ იმის ილუ­ზია, რომ ბევრ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ, საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ფუ­ფუ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებთ. უმ­ჯო­ბე­სია, მო­თხოვ­ნე­ბი შე­ამ­ცი­როთ და ეკო­ნო­მია გას­წი­ოთ. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ფული დიდი სიფრ­თხი­ლით და­ა­ბან­დეთ. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა შეც­ვლოთ შე­ხე­დუ­ლე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ან და­უს­რუ­ლებ­ლად გა­ა­ბით რო­მა­ნე­ბი, ან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ზოგი კი და­ო­ჯა­ხე­ბა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტს. გაფრ­თხილ­დით, ზედ­მეტ­მა ვნე­ბი­ა­ნო­ბამ უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­გი­ტა­ნოთ. ქა­ლე­ბი აფა­სე­ბენ გუ­ლუხვ პარტნი­ო­რებს. ამის­თვის კი კა­რი­ე­რულ წინსვლა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რეთ. ერ­თის­თვის იყა­ვით გულ­ხუ­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო. გა­მარ­თლე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, უნდა იმუ­შა­ოთ და იშ­რო­მოთ. სი­ახ­ლე­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის მი­ღე­ბა გე­ლო­დე­ბათ. ცოტა თუ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, კარ­გია. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უნდა შე­ას­რუ­ლოთ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს გაკ­ლი­ათ. მაგ­რამ 2020 წელს ამ­ბი­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი უნდა შე­ამ­ცი­როთ. მე­ტად იყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლურ, სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, აღარ გა­ი­მე­ო­როთ ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი. თეთ­რი ხა­რის წელი მო­გი­წო­დებთ, რომ ში­ნა­გა­ნად მშვი­დი იყოთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­დად­გათ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და არ გა­და­ემ­ტე­როთ არა­ვის. იყა­ვით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ხში­რად გა­მო­გად­გე­ბათ კომ­პრო­მი­სი. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა შვე­ბუ­ლე­ბის გეგ­მა ისე შე­ად­გი­ნეთ, ნა­თე­სა­ვებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა რომ არ შე­გემ­თხვეთ. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, სა­ი­მე­დო და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ან­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო ხში­რად ვერ შეხ­ვდე­ბით მე­გობ­რებს, ოჯახ­შიც შე­იძ­ლე­ბა ცოტა დრო გა­ა­ტა­როთ, მაგ­რამ ეცა­დეთ, მათ­თვის გა­მო­ყოთ ერთი დღე მა­ინც. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მათ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მზად უნდა იყოთ. ეცა­დეთ, არ და­არ­ღვი­ოთ წე­სე­ბი, დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სა­ხა­დე­ბი. მე­ტად ენ­დეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვე­ნი ერ­თგუ­ლია, ნუ ეკინ­კლა­ვე­ბით წვრილ­მა­ნე­ბის გამო. და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან, ოჯახ­თან. მე­გობ­რებ­სა და საქ­მი­ან პარ­ტი­ო­რებს კარ­გად და­აკ­ვირ­დით, მათი არა­წე­სი­ე­რე­ბის გამო, ზო­გი­ერ­თთან შე­იძ­ლე­ბა და­შო­რე­ბამ მო­გი­წი­ოთ. თუმ­ცა, თუ ხვდე­ბით, რომ გა­რე­მოც­ვა­ში ვინ­მეს­თან კონ­ტაქ­ტი არ გსი­ა­მოვ­ნებთ, მე­გობ­რე­ბად და­შორ­დით. ახა­ლი საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლი და სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მოგ­რო­ვე­ბას.

    წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი ელით ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­რეკ­ლა­მო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებ­სა და მწე­რალ-რე­დაქ­ტო­რებს. ზო­გი­ერ­თი უცხო­ურ ფირ­მებ­თამ და­ი­წყებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ. მეტი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­ის­წავ­ლეთ (გა­იღ­რმა­ვეთ) უცხო ენა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცებს შე­აგ­რო­ვებთ კი­დე­ვაც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც გა­უ­ზი­ა­რებთ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის, ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებს. ახალ მე­გობ­რებს გა­ი­ჩენთ, მაგ­რამ ნურც ძვე­ლებს და­ი­ვი­წყებთ. თუმ­ცა, ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა, ჩა­მო­შორ­დეთ კი­დეც. დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. უმ­ნიშ­ვნე­ლოც კი.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა "გა­გე­ყი­ნოთ", მაგ­რამ ნუ მო­დუნ­დე­ბით, მი­ხე­დეთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი; ჰო­ბიმ შე­იძ­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­მო­სა­ვა­ლიც კი მო­გი­ტა­ნოთ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა თქვენ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლია, არა, თა­ვად უნდა იყოთ სხვე­ბის დამ­ხმა­რე, მომ­ვლე­ლი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რებ­ში სი­ახ­ლე­ე­ბი მო­ი­მა­ტებს, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ იუ­მო­რი, იზ­რუ­ნეთ ოჯახ­ში კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე და, რაც მთა­ვა­რია, იყა­ვით გულ­წრფე­ლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მი­ი­ზი­დავთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მა­ი­ნებს, ერ­თგულ პარტნი­ო­რებს. ზო­გი­ერ­თებს პერ­სპექ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შეს­თა­ვა­ზე­ბენ ჩარ­თვას. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­გიმწვავ­დე­ბათ, ნუ გა­და­დებთ ვი­ზიტს ექიმ­თან. თე­ბერ­ვალ­ში მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს. ივარ­ჯი­შეთ და ეცა­დეთ, წო­ნა­ში არ მო­ი­მა­ტოთ.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წლის პე­რი­ო­დი იწყე­ბა. იყა­ვით მზად რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, რო­მან­ტიზ­მის­თვის. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, კა­მა­თი მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე საქ­მეს ნუ მი­იყ­ვანთ. კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ისევ გა­ნა­ახ­ლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძველ პარტნი­ო­რებ­თან. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, თუ სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს მარ­თავთ, ფუ­ლის გა­და­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ალი­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, სა­რის­კო ქმე­დე­ბებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გი გაქვთ, აკონ­ტრო­ლეთ იმუ­ნი­ტე­ტი. ებ­რძო­ლეთ მავ­ნე ჩვე­ვებს. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. ჩა­ი­ტა­რეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მე­ნე­ტე­ბის კურ­სი.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­ში, სრულ­ყო­ფი­ლი დას­ვე­ნე­ბა და სწო­რად კვე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ აღიდ­გი­ნოთ ენერ­გია. თუ მოგ­ზა­უ­რო­ბას აპი­რებთ, თბი­ლი და რბი­ლი კლი­მა­ტის ქვეყ­ნე­ბი შე­არ­ჩი­ეთ. მო­ე­რი­დეთ ხმა­ურ­სა და ხალ­ხის მა­სებს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მშვი­დად უნდა იყოთ და არ აჰ­ყვეთ ემო­ცი­ებს. უქ­მე­ე­ბი ხში­რად გა­ა­ტა­რეთ ქა­ლაქ­გა­რეთ, წყალ­თან კონ­ტაქ­ტი კარ­გია. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა წვე­უ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ან წაყ­ვა­ნით და­ინ­ტე­რეს­დეს. მო­ე­რი­დეთ უხე­შო­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­მოთ­ქვით თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. პარტნი­ო­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ ისი­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც გან­ვი­თარ­დე­ბით, იბ­რძო­ლეთ სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის. ნუ და­ი­ვი­წყებთ კო­ლე­გე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბას. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შან­სი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. ცურ­ვა, მზე, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში სა­უ­კე­თე­სო სა­შა­უ­ლე­ბე­ბია იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­წყვი­ლე შე­იძ­ლე­ბა თქვენ გვერ­დი­თაა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლას გე­ლით. ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გუ­წრფელ და ღრმა გრძნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. შე­მოდ­გო­მა სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია გრძნო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ. აი, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი კი მო­ე­რი­დეთ ფლირტსა და რო­მანს, მე­უღ­ლე ღა­ლატს არ გა­პა­ტი­ებთ და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­ი­მა­ტებს, შე­იძ­ლე­ბა და­შორ­დეთ კი­დეც ერ­თმა­ნეთს. სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში ნუ იკა­მა­თებთ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. თუ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­გახ­სე­ნებთ თავს. თუ სპორ­ტსმე­ნი ხართ, და­ი­ზღვი­ეთ თავი ტრავ­მე­ბი­სა და მყე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­გან. იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღეთ გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ან შუა ზა­ფხულ­ში. აღიდ­გი­ნეთ ძა­ლე­ბი, გა­მო­ი­ძი­ნეთ. და­ეს­წა­რით ექ­სკურ­სი­ებს, გა­ერ­თეთ და ნურც აქ­ტი­უ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებს მო­აკ­ლდე­ბით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    347 ნახვა
    2-01-2021, 01:10