GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

    თავ­და­პირ­ვე­ლად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ საქ­მე­ე­ბი შე­ფერ­ხე­ბე­ბით მი­ი­წევს წინ. მაგ­რამ ცოტა ხან­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად ახალ სფე­რო­ში გა­მოს­ცა­დოთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც მა­ლე­ვე მო­გი­ტანთ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ორი­გი­ნა­ლურ სი­ახ­ლე­ებს. სა­სურ­ვე­ლია, სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხოთ კო­ლე­გებ­თან, ერ­თად უფრო სწრა­ფად მი­აღ­წევთ მიზ­ნებს. იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. აკონ­ტრო­ლეთ სურ­ვი­ლე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას. ხა­რის წელ­ში მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე კი არა, სა­კუ­თა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზეც უნდა იზ­რუ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს, ეცა­დეთ, ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყოთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ ოჯახ­თან ერ­თად. თუ ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში ხართ, აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. სწო­რად აირ­ჩი­ეთ ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რა­სა და მა­ქი­ნა­ცი­ებს. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რებს. ბავ­შვებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­სა­ნა­ხად, გა­ე­ცა­ნით პე­და­გო­გურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

    მა­მა­კა­ცე­ბი
    რაც უფრო მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მეტი შან­სი გექ­ნე­ბათ წინსვლის. რთუ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად აწარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ზო­გი­ერს შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად სამ საქ­მე­ზე მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო მან­დი­ლოს­ნის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. მაგ­რამ მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად შე­იძ­ლე­ბა დუ­ელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც კი დაგ­ჭირ­დეთ. იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად და მე­გობ­რებს ქორ­წილ­ში მო­საწ­ვე­ვი გა­უგ­ზავ­ნეთ.

    ქა­ლე­ბი
    მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. რო­გორც წესი, საბ­რძო­ლოდ ველი კა­რი­ე­რა­სა და სიყ­ვა­რულ­ში გა­და­გეშ­ლე­ბათ. სურ­ვი­ლე­ბი აგის­რულ­დე­ბათ, თუ ის­წავ­ლით მოც­და­სა და მოთ­მი­ნე­ბას. არ ეც­დე­ბით, სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად სხვე­ბის მო­ტყუ­ე­ბას. მო­ი­წყვეთ ბინა, აგა­რა­კი. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. არ გა­უშ­ვათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თქვენ გვერ­დი­თაა, გა­მო­ას­წო­რეთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არ მი­ა­ტო­ვოთ.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    გა­მო­ი­ჩი­ნეთ მზრუნ­ვე­ლო­ბა ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი, მაგ­რამ არა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზა­რა­ლე­ბით. მო­ი­მა­ტებს ავ­ტო­რი­ტე­ტი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც კრი­ტი­კით გიშ­ლით ნერ­ვებს. უნდა იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ახა­ლი მტრე­ბი რომ არ გა­ი­ჩი­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ პო­ლი­ტი­კა, ვაჭ­რო­ბა ან ბიზ­ნე­სია თქვე­ნი სფე­რო. იყა­ვით მზად სწავ­ლი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. ნუ გა­და­დებთ ხვა­ლის­თვის იმას, რისი მოგ­ვა­რე­ბაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­და­ხე­დეთ გა­რე­მოც­ვას და გვერ­დით და­ი­ტო­ვეთ ის მე­გობ­რე­ბი, ვი­საც ნამ­დვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი შეძ­ლებთ გა­ი­ჩი­ნოთ სპონ­სო­რი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით მი­ზანს. თუ უფ­რო­სი ხართ, ხან­და­ხან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბის საქ­მეც უნდა შე­ას­რუ­ლოთ, ისევ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ი­ღოთ საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. კარგ შე­დე­გებს მი­აღ­წე­ვეთ პო­ლი­ტი­კის, ეკო­ნო­მი­კის, პროგ­რა­მი­რე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი. საქ­მე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნუ მო­იკ­ლებთ გარ­თო­ბას. მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნას. 2021 წელს ხან აღ­მაფ­რე­ნა გექ­ნე­ბათ, ხან სიმ­შვი­დე, მაგ­რამ ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა შეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ სა­ბუ­თე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ახა­ლი საქ­მე­ე­ბი გულ­დას­მით გან­ხილ­ვის შემ­დეგ და­ი­წყეთ. იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს. არ გა­მო­აკ­ლდეთ მივ­ლი­ნე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რა­სა და კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ა­ში გახ­ვე­ვას.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის დროა. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ­თან; ვნე­ბა ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქებს. სხვა­თა შო­რის, მარ­ტო­ხე­ლებს ზამ­თარ­ში ახალ სიყ­ვა­რულ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაქვთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­ამ­ცი­რეთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. მო­ე­რი­დეთ კა­მათს წვრილ­მა­ნე­ბის გამო. ზამ­თარ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­ბი­სა და და­წი­ნა­უ­რე­ბის შან­სი მო­გე­მა­ტე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რულ­ბე­ბი გა­ა­ფორ­მოთ. თუ ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ა­ზე ხართ, ლმო­ბი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თან. ზო­გა­დად ეცა­დეთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლექ­ტივ­ში. ერ­თად ახალ პრო­ექ­ტებს უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იყოთ. ნუ და­ი­ვი­წყებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. შე­ი­ძი­ნეთ ტრე­ნა­ჟო­რი, სარ­ბე­ნი ბი­ლი­კი. იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის და­საძ­ლე­ვად მი­მარ­თეთ გა­სა­კა­ჟე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის გა­გე­ბი­სა და ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბის გა­ჩე­ნის პე­რი­ო­დია. გა­მო­ნა­ხეთ დრო პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის. ნუ და­კა­დე­ბით იმით, რაც თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სოა და არც ფულს მო­გი­ტანთ. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ნიჭი და დრო. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ. სამ­სა­ხურ­ში დე­ტა­ლებს მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა და გა­მო­ას­წო­რეთ შეც­დო­მე­ბი. გახ­სოვ­დეთ, რომ ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს სა­შიშ­რო­ე­ბა. კრი­ტი­კას მი­აქ­ცი­ეთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა, ეცა­დეთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ იუ­მო­რის გრძნო­ბა. იზ­რუ­ნეთ ჯანრ­თე­ლო­ბა­ზე. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბის კურ­სი და და­ი­ცა­ვით კვე­ბის რე­ჟი­მი.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    მი­ლი­ო­ნებს ვერ და­აგ­რო­ვებთ, მაგ­რამ ფი­ნა­ნუ­რად ძლი­ე­რად იქ­ნე­ბით. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმუ­შა­ვეთ, ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სირ­თუ­ლე­ებს. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი უნდა გახ­დეთ. ნუ გა­და­დებთ და­ო­ჯა­ხე­ბა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას. გა­მო­ნა­ხეთ დრო პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის და მო­ი­წეს­რი­გეთ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს კუ­ჭიც. მზე, სუფ­თა ჰა­ე­რი და ვარ­ჯი­ში - აი, იმუ­ნი­ტე­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    სექ­ტემ­ბე­რი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის თვეა. უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ. დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას შე­ამ­ჩნევს უფ­რო­სი და პრე­მი­ა­საც გა­მო­გი­წერთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ყვე­ლას­თან ნუ ილა­პა­რა­კებთ. მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ას­წო­რეთ შეც­დო­მე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ კონ­კუ­რეტ­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი. გა­მო­ნა­ხეთ ჰობი, რო­მე­ლიც მო­სა­წყენ სა­შე­მოდ­გო­მო დღე­ებს გა­გი­ხა­ლი­სებთ. მეტი დრო და­უთ­მეთ ოჯახს, მის კე­თილ­დღე­ო­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნი - მი­წის ნაკ­ვე­თი, ბინა ან ავ­ტო­მო­ბი­ლი. და­ი­ვი­წყეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და და­ი­წყეთ ჯან­სა­ღი წე­სით ცხოვ­რე­ბა. ხში­რად ია­რეთ ფე­ხით, ჩა­ე­წე­რეთ აუზ­ზე ან სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­როს­თან. კუჭ-ნაწ­ლა­ვის გარ­თუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტან­თან იმ­კურ­ნა­ლეთ.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    აპ­რი­ლის ბო­ლოს ან მა­ის­ში რამ­დე­ნი­მე დღე და­ის­ვენთ. გა­ემ­გზავ­რეთ მშვიდ ად­გი­ლას. თუნ­დაც, სო­ფელ­ში. უქ­მე­ებ­ზე ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში. სუფ­თა ჰა­ე­რი და ლა­მა­ზი ხე­დე­ბი პო­ზი­ტი­ვით აგავ­სებთ. შე­მოდ­გო­მა­ზე ან ზღვა­ზე გა­ემ­გზავ­რეთ, ან სა­ზღვარ­გა­რეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    348 ნახვა
    2-01-2021, 01:12