GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

    სა­ინ­ტე­რე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ. და­გა­ინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლი და ამო­უც­ნო­ბი. თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და გა­სარ­თო­ბი შე­იძ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის ხში­რად გახ­დეს ინ­ტე­რე­სის სფე­რო. სწო­რად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. შე­იძ­ლე­ბა თევ­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ძვე­ლი ჩვე­ვე­ბის­გან. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი და გა­ბე­დუ­ლად იმოძ­რა­ვეთ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ. გო­ნე­ბა­ში ყო­ველ­თვის ლო­გი­კუ­რი გეგ­მა გქონ­დეთ შედ­გე­ნი­ლი და არ გა­და­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში. ზო­გი­ერთს გა­გიძ­ლი­ე­რე­დე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია. კარ­გი წე­ლია უცხო ენის შე­სას­წავ­ლად, სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის, მე­დი­ტა­ცი­ი­სა და ლოც­ვის­თვის. ივ­ნის-ივ­ლის­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თქვენს ნი­შან­ში გად­მობ­რძან­დე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ნუ გა­ე­კი­დე­ბით მი­ლი­ო­ნებს, დაკ­მა­ყო­ფილ­დით იმით, რა­საც გან­გე­ბა გიგ­ზავ­ნით. ზო­მი­ე­რად იმუ­შა­ვეთ, ნუ გა­და­იღ­ლე­ბით ფი­ზი­კუ­რად. აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

    მა­მა­კა­ცე­ბი
    მო­ი­მა­ტებს ენერ­გი­უ­ლო­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა და არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გა­ზა­ფხულ­ზე შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ გახ­სნათ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი; გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ძველ პრო­ექ­ტებ­საც. იყა­ვით სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი. და­აკ­ვირ­დით თქვენს პარტნი­ო­რებს და ეცა­დეთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ კონ­ფლიქ­ტით საქ­მეს არ ეშ­ვე­ლე­ბა. იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მო­იშ­ვე­ლი­ეთ იუ­მო­რის გრძნო­ბა. ნუ იქ­ნე­ბით კრი­ტი­კუ­ლი ნურც კო­ლე­გე­ბის და ნურც უფ­რო­სის მი­მართ. მე­ტად და­უთ­მეთ, რათა არ გა­ი­ფუ­ჭოთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მო­გე­მა­ტე­ბათ თვითრწმე­ნა, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პრო­ფე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

    ქა­ლე­ბი
    იან­ვრი­დან და­ი­წყეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ზრუნ­ვა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეთ სა­სურ­ველ მი­ზანს. ნუ და­ი­ვი­წყებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. და­ა­რე­გუ­ლი­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მოჩ­ნდე­ბით არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ძა­ლი­ან უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დაბ­რუნ­დეს ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ნუ იჩ­ქა­რებთ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გი­რე­გუ­ლირ­დე­ბათ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ რე­მონ­ტის, ბი­ნის შეც­ვლის დროს. მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნუ­რო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე სა­ო­ჯა­ხო თე­მებს შე­ე­ხე­ბა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    სამ­სა­ხურ­ში კონ­კუ­რენ­ტებს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ებ­რძო­ლეთ. მო­ე­რი­დეთ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას. ეცა­დეთ, გა­ერ­კვი­ოთ ვის რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს თქვენ მი­მართ. ნუ ედო­ბით სა­ეჭ­ვო პი­რებს, არ გა­ე­ბათ გო­ნივ­რუ­ლად და­გე­ბულ მა­ხე­ში. თევ­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლა. საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა. თუ რა­ღაც გა­წუ­ხებთ, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, მო­ე­რი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში გან­მარ­ტოვ­დე­ბით. ზო­გი­ერ­თი უნდა მი­უბ­რუნ­დეთ ძველ შეც­დო­მებს და მშვი­დად მო­აგ­ვა­როთ. გა­ის­ტუმ­რეთ ძვე­ლი ვა­ლე­ბი. ნუ მო­ი­ტო­ვებთ "კუ­დებს", და­უს­რუ­ლე­ბელ საქ­მე­ებს. ხში­რად შე­ეხ­მი­ა­ნეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი გე­ლით. ეს ეხე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის სფე­რო­საც და სამ­სა­ხურ­საც. ბა­ნა­ლურ კა­მათს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დრა­მად ნუ გა­და­აქ­ცევთ. მე­ტად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დეს. სამ­სა­ხურ­ში სა­კუ­თარ იდე­ებს ნუ­რა­ვის გა­უმ­ხელთ. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მეს ნუ შე­ე­ჭი­დე­ბით. და­კავ­დით ერ­თით და და­ას­რუ­ლეთ. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი მე­ტად ჩაღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავ­ში და ამის­თვის პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოთ. იან­ვა­რი მშვი­დად გა­ა­ტა­რეთ, მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. თუ რამე პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბათ, მშვი­დად აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე. ნუ გა­და­იღ­ლე­ბით სამ­სა­ხურ­ში, გა­მო­ყა­ვით დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბით, საყ­ვა­რელ ად­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი, გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი. ფული ზო­მი­ე­რად და გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გე­ლო­დე­ბათ მსხვი­ლი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის­თვის ნუ გა­ირ­ჯე­ბით.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    უამ­რა­ვი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბუ­ლი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებ­თან, დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ მათ მი­მართ, ვის­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, კო­ლე­გებ­მა საფრ­თხე­ე­ბი შე­გიქ­მნან. არა­ვის მის­ცემთ სა­კუ­თა­რი თა­ვით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის უფ­ლე­ბა. აპ­რილ­ში გა­გი­უმ­ჯო­ბე­სეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ აქამ­დე შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე იყა­ვით, შან­სი მო­გე­ცე­მათ რომ გა­ი­ჩი­ნოთ. ფუ­ლის ფლან­გვა, რა თქმა უნდა, ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მო­გი­წევთ. მარ­ტო­ხე­ლებს, რომ­ლებ­საც და­წყვი­ლე­ბა გსურთ, გა­ზა­ფხულ­ზე სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა გე­ლით. იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი. და­ი­ვი­წყეთ ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, გა­ზა­ფხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებთ. მარ­ტში დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა კრე­დი­ტის, ვა­ლის აღე­ბამ მო­გი­წი­ოთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ძველ და­ა­ვა­დე­ბებ­საც კი მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    ზა­ფხულ­ში სა­კუ­თარ თავს ხში­რად მო­უ­წყვეთ დღე­სას­წა­უ­ლი. თუ და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებთ, იყა­ვით ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, თა­ვად მო­აგ­ვა­რეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი. და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. აგ­ვის­ტო შანსს მოგ­ცემთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო. მო­ი­წეს­რი­გეთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ეცა­დეთ, არ ჩა­ერ­თოთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა გე­ლით. შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. სამ­სა­ხურ­ში ახა­ლი იდე­ე­ბი გა­ა­ცა­ნით უფ­როსს. მო­ე­რი­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­ძაბ­ვას კო­ლე­გებ­თან, აკონ­ტრო­ლეთ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ენერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად, დას­ვე­ნე­ბის­თვის. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდე­ბით, ერ­თა­დერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თობ წვე­უ­ლე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო აქ­ტი­უ­რო­ბის დროს შეხ­ვდეთ. ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. ბევ­რი წყვი­ლი შეძ­ლებს აღიდ­გი­ნოს ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ვნე­ბა. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც ადრე მე­გობ­რობ­დით. მო­ა­წეს­რი­გეთ გა­და­სა­ხა­დებ­თან, და­ზღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. სამ­სა­ხურ­ში საქ­მე მო­გე­მა­ტე­ბათ, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბას, სა­რის­კო ქმე­დე­ბებს, სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვას. ჩა­ი­ტა­რეთ სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა და სრულ­ფა­სოვ­ნად იმ­კურ­ნა­ლეთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან. სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­იკ­ვლი­ეთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა. იკ­ვე­ბეთ სწო­რად, რე­ჟი­მით, ღამე ჭა­მას გა­და­ეჩ­ვი­ეთ და ებ­რძო­ლეთ ზედ­მეტ წო­ნას.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. შვე­ბუ­ლე­ბის დროს არც კი იფიქ­როთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ზე. და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­რეთ ზღვა­ზე, თუნ­დაც ეგ­ზო­ტი­კურ ქვე­ყა­ნა­ში. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ აღიდ­გი­ნოთ ძა­ლე­ბი და გა­ი­ჯან­სა­ღოთ ორ­გა­ნიზ­მი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    345 ნახვა
    3-01-2021, 01:35