GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

    ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, გა­უფრ­თხილ­დეთ დროს. ყო­ვე­ლი დღე და­გეგ­მეთ, ჩა­მო­წე­რეთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია. და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი გაქვთ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აირ­ჩი­ეთ პარტნი­ო­რი, რათა სა­ღა­მო­ე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში არ გა­ა­ტა­როთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი დე­ტა­ლუ­რად უნდა გქონ­დეთ გათ­ვლი­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ბი­ნის ყიდ­ვა­ზე ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩე­ბა. გა­მო­ნა­ხეთ დრო შვი­ლე­ბის აღ­ზრდის­თვის.

    2021 წელს პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­მო­იწ­ვი­ოს დი­სო­ნან­სი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეცა­დეთ, მუდ­მი­ვად მყა­რად იდ­გეთ მი­წა­ზე. ნა­ყო­ფი­ე­რი დრო გე­ლით ივ­ნის-ივ­ლის­ში, როცა ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვა. და­უთ­მეთ დრო უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხებს. ჩა­მო­წე­რეთ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი გეგ­მა. და­მა­ტებ­თი შე­მო­სა­ვა­ლი შუა წელ­ში გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. უარი არ თქვათ მცი­რე პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, თუ ისი­ნი ფულს მო­გი­ტანთ.

    2021 წელს და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. აირ­ჩი­ეთ თქვე­ნი შე­სა­ფე­რი­სი სა­ფე­ხუ­რი. და­იმ­სა­ხუ­რეთ უფ­რო­სის კე­თილ­გან­წყო­ბა. ამ­ბი­ცი­უ­რი და მკვეთ­რი ტონი ცოტა ხნით შე­არ­ბი­ლეთ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც შო­რე­ულ მგზავ­რო­ბას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კარ­გად უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ. არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­გი­წევთ ცხოვ­რე­ბა. ხან­და­ხან გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ, უნდა შეძ­ლოთ. სი­ა­მა­ყე­სა და შუ­რის­ძი­ე­ბას უნდა ებ­რძო­ლოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ზო­გი­ერ­თი შეხ­ვდე­ბით საქ­მი­ან ქალს და შე­იძ­ლე­ბა საქ­მე­ე­ბი მას­თან ერ­თად აწარ­მო­ოთ. ზოგი კი შეხ­ვდე­ბით ისეთ ქალს, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბაც სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კო­ლე­გებს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გათ­ვი­სუფ­ლდით უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის­გან, საქ­მე­ე­ბის­გან. და­ი­წყეთ გან­ვი­თა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა. ზო­გი­ერთს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ სპონ­სო­რი, რო­მე­ლიც იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად გმი­რი ქალი ხართ, მაგ­რამ ნუ შეჭ­მუხ­ნით წარ­ბებს და იდუ­მა­ლე­ბის იმიჯს ნუ შე­იქ­მნით, იყა­ვით გახ­სნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. იმუ­შა­ვეთ ხა­სი­ა­თის დარ­ბი­ლე­ბა­ზე. რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი მშვი­დად და­ა­რე­გუ­ლი­რეთ. ხა­რის წელი გაძ­ლევთ შანს, რომ შეხ­ვდეთ ღირ­სე­ულ მა­მა­კაცს და ეცა­დეთ, მის გვერ­დით მშვი­დი და ღი­მი­ლი­ა­ნი იყოთ. კარ­გი წე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მე­ნე­ლად. თუმ­ცა, კა­რი­ე­რა­შიც გე­ლით წინსვლა, ერთი ად­გი­ლის ტკეპ­ნა არ მო­გი­წევთ. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნიც კი გა­ა­ბათ. აკონ­ტრო­ლეთ ხარ­ჯი, მუდ­მი­ვად გქონ­დეთ გა­და­ნა­ხუ­ლი თან­ხა.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი საქ­მე გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ნუ გა­და­იხ­დით ზედ­მეტს იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ფას­დაკ­ლე­ბა მი­ი­ღოთ. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.

    სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, პირ­ველ ად­გილ­ზეა. შეხ­ვდე­ბით პარტნი­ორს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად აგიჩ­ქრო­ლებთ სის­ხლს. მო­ე­რი­დეთ ერთღა­მი­ან გა­სარ­თო­ბას. უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ ცო­ტა­თი მა­ინც ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნოთ, სა­ნამ გვი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. თა­ნაც, ეცა­დეთ, ადა­მი­ა­ნი საყ­ვა­რელ­ზე ადრე თქვე­ნი მე­გო­ბა­რი გახ­დეს.

    ხა­რის წელ­ში ფუ­ლიც უნდა და­აგ­რო­ვოთ და ცოდ­ნაც. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ოკულ­ტურ სფე­რო­ში მე­ტად გარ­კვე­ვა; შე­ის­წავ­ლოთ ნუ­მე­რო­ლო­გია, ტარო ან რუ­ნე­ბი. რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, არ მო­აკ­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა ოჯახს. გა­ამ­ხნე­ვეთ ნა­თე­სა­ვე­ბი მათ­თვის რთულ მო­მენ­ტებ­ში. იყა­ვით გუ­ლუხ­ვი მათ მი­მართ, და­ეხ­მა­რეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სირ­თუ­ლე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. და­ი­წყეთ ბი­ნის რე­მონ­ტი; სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. უმე­ტე­სო­ბას ნა­მა­ტი გე­ლით ოჯახ­ში.

    ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ან უცხო­ე­ლებ­თან გა­და­წყვი­ტოთ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. გირ­ჩევთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ სა­სოფ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბას, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას. ამ სფე­რო­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ შე­მო­სა­ვა­ლი. მუ­შა­ო­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ გარ­თო­ბას, ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს. მო­ა­წყვეთ პიკ­ნი­კე­ბი.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს უნდა ენ­დოთ. სამ­სა­ხურ­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, მე­უღ­ლეს­თან. თუ გსურთ ოჯა­ხი არ და­გენგრეთ, ერ­თად, შე­თან­ხმე­ბუ­ლად მო­აგ­ვა­რეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებ­მა დაკ­ვირ­ვე­ბით აირ­ჩი­ეთ მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რი. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. ნა­თე­სა­ვე­ბის გამო მო­ი­მა­ტებს ხარ­ჯი. ზო­გი­ერ­თმა სახ­ლი­დან უნდა გა­ი­ტა­ნოთ ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი, ჩა­ა­ნაც­ვლოთ ისი­ნი ახ­ლით. და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. მათ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. იან­ვარ­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნერ­ვე­ბის მი­ზე­ზი­თაა.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    ღი­მი­ლი­ა­ნი და ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბით შე­ე­გე­ბეთ გა­ზა­ფხულს. სიყ­ვა­რუ­ლი ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სირ­თუ­ლეს მარ­ტი­ვად გა­და­გა­ლახ­ვი­ნებთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა გა­მო­ნა­ხეთ 2-3 დღე, რათა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ გან­მარ­ტოვ­დეთ. იზ­რუ­ნეთ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. არ და­ი­ვი­წყოთ აუზი, სპორტდარ­ბა­ზი, დი­ლის ვარ­ჯი­ში, ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა. გაფრ­თხილ­დით, რომ სექ­სუ­ა­ლურ­მა თავ­გა­და­სავ­ლებ­მა არ და­გი­ზი­ა­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა. გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი. გა­მო­იკ­ვლი­ეთ ღვიძ­ლი და კუჭი. შე­ამ­ცი­რეთ ცხი­მი­ა­ნი და მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბი.

    მა­ი­სის და­სა­წყის­ში, მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოთ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან სა­მარ­თლი­ა­ნად იბ­რძო­ლეთ. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო დო­კუ­მენ­ტიც კი.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით შე­ხე­დავთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ე­ბი, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი, ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­წყოთ ან შე­გი­შა­ლოთ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. ივ­ნი­სის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ძველ პრო­ექ­ტებს მი­უბ­რუნ­დეთ. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­ში, სან­დო­ო­ბა­ზე გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რიც კი. მე­ტად და­უგ­დეთ ყური გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებს. ნე­ბის­მი­ერ კონ­ფლიქ­ტში და­ი­კა­ვეთ დამ­კვირ­ვებ­ლის როლი და არ მი­ემ­ხროთ არც ერთ მხა­რეს.

    მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე ნა­თე­სა­ვებს ეხე­ბა. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­რეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მივ­ლი­ნე­ბის დროს. მგზავ­რო­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი. საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა. გა­მო­ნა­ხეთ რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც, რომ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე წა­მოწ­ვეთ. და­ი­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­ვით. ებ­რძო­ლეთ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს, და­ი­წყეთ დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­ში. დე­სერ­ტე­ბის ნაც­ვლად მი­ი­ღეთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    აი, დად­გა შე­მოდ­გო­მა და დიდი კა­ლა­თა მო­ამ­ზა­დეთ, წარ­მა­ტე­ბით, კომ­პლი­მენ­ტე­ბით, აღი­ა­რე­ბი­თა და ფუ­ლით რომ გა­ავ­სოთ. თქვენ მი­ი­ღებთ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რის შე­დეგს. გა­და­ა­მოწ­მეთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მო­ნა­ხეთ თან­ხა დას­ვე­ნე­ბი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის. გარ­თო­ბა­ზე ფუ­ლის ფლან­გვას არ გირ­ჩევთ. ბიზ­ნეს­მე­ნი ნიშ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი უნდა იყოთ. დაკ­ვირ­ვე­ბით აწარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბამ. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო ქმე­დე­ბებს. არ გა­ე­რი­ოთ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში, ავან­ტი­უ­რა­ში.

    აკუ­რა­ტუ­ლო­ბა მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში კი არა სახ­ლშიც უნდა და­იც­ვათ. შე­ა­კე­თეთ გა­ტე­ხი­ლი, მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ნივ­თე­ბი, აპა­რა­ტუ­რა. უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლე­ბიც კი წეს­რიგ­ში გქონ­დეთ, რომ მას­შტა­ბუ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი აი­ცი­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღოთ, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა ნერ­ვე­ბის და­ძაბ­ვას მო­გი­ტანთ. შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს შე­მოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    და­ი­ცა­ვით დღის გან­რი­გი, მო­ის­წე­რი­გეთ ძი­ლი­სა და კვე­ბის რე­ჟი­მი. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა გა­გიძ­ლი­ე­რებთ იმუ­ნი­ტეტს. შე­ი­ძი­ნეთ ვე­ლო­სი­პე­დი. სი­ზარ­მა­ცე და აპა­თია ცუდი მე­გობ­რე­ბი არი­ან. თუ ერთ ექიმ­თან არ მოგ­წონთ მკურ­ნა­ლო­ბა, გა­მო­ნა­ხეთ სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო სიმპტომ­საც კი, თუნ­დაც თა­ვის ტკი­ვი­ლებს და გა­ერ­კვი­ეთ მი­ზე­ზებ­ში.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აპ­რი­ლი­დან და­ი­წყეთ. ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ქა­ლაქ­გა­რეთ. უმ­ჯო­ბე­სია, სამ­შობ­ლო­ში და­ის­ვე­ნოთ, უხ­ვად მი­ირ­თვათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხილი და ბოსტნე­უ­ლი. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    245 ნახვა
    4-01-2021, 04:24
    ჰოროსკოპი