GOGA.TV
პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
  • პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

    პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

    "განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას," - წერს გიორგი გახარია.

    დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დაბადების დღეა. უწმინდესს 88 წელი შეუსრულდა. ილია მეორე 1977 წელს წმინდა სინოდმა აირჩია საქართველოს პატრიარქად. უწმინდესის 88-ე დაბადების დღეს პანდემიის გამო ღონისძიებით არ აღნიშნავენ.
    151 ნახვა
    4-01-2021, 09:12